მაგ დეგენერატს იმის მაგივრად, რომ სურათი გადაეღო, წყალი მიესხა იმ უბედურისთვის. მივაფურთხე მასეტ ხელოვნებას და ყველაფერს, თუ ადამიანს ასეთ განსაცდელში მიატოვებს!!1 რა ამაზრზენია. ეგ ვიღაც მალკოლმ ბრაუნი ფოტოგერაფი კი არა მკვლელი ყოფილა. ამაზრზენია
უძლიერესი სურათებია. კაი ნერვები უნდა ამათ დათვალიერებას
QUOTE(Raulito @ Jun 27 2006, 16:43)
world press photo-ს რეპორტაჟნი კადრები საომარი წერტილებიდან უნდა გულდასმით დაათვალიერებინო ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს და ე.წ. ომის პარტიებს. ომზე საშინელი მართლა არაფერია. ის საბრალო ვიეტნამელი კაპიტანი, მეორე მისნაირი რომ ხვრეტს, ხომ ვიღაცის მამა იყო, ვიღაცის მეუღლე, ვიღაცის შვილი... ომში კი, ჰოპ! და არაა კაცი! არც სახელი აქვს, არც გვარი, ხორცის მასაა და ამ დროს კი მისი შვილებისთვის ყველაფერი იყო! ჩვენში პატრიოტიზმი დაყვანილია "შევვარდეთ ერთი სოხუმში და მივბუგოთ ყველანი!"-მდე. ვისაც ომის საშინელება გადატანილი აქვს, ის ყველაზე ნაკლებად იწევს. ეს ჯეელები არიან, ომი და ძალადობა კინოთი რომ უნახავთ, ლამაზად და სპეცეფექტებით... უნდა ნახონ ეს ფოტოები და დოკუმენტური კადრები, აუცილებლად.