ჟოზეფ კუდელკა, ფრანგული წარმოშობის ჩეხი ფოტოგრაფი.
ფოტოების გადაღება დაიწყო ბავშვობიდან 6X6 “Bakelite” კამერით. იღებდა ოჯახის წევრებს და იმ გარემოს სადაც ცხოვრობდა. 1961 წელს დაამთავრა პრაღის უნივერსიტეტი და ინჟინრად დაიწყო მუშაობა. იმავდროულად სპექტაკლებს იღებდა “Rolleiflex” კამერით. 1968 წელს, ვიდრე სამშობლოს დატოვებდა, კუდელკა პრაღაში წითელი არმიის შეჭრას შეესწრო, რაც ფოტოფირზე აღბეჭდა კიდეც. აღნიშნულმა რეპორტაჟმა “რობერტ კაპას” სახელობის ოქროს მედალი დაიმსახურა. ამ ჯილდომ განსაზღვრა მისი ცხოვრების მიზანი და მომავალი კარიერა. 1970 - 1980 წლებში კუდელკა ინგლისში ცხოვრობდა. მუშაობდა სხვადასხვა გრანტზე და პროქტზე: Gypsies (1975) ანდ Exiles (1988). კუდელკას მუშაობაში ეხმარებოდნენ ანა ფაროვა (ჩეხი ისტორიკოსი); ჰენრი კარტიე ბრესონი; ელიოტ ერვიტი. 1974 წლიდან არის მაგნუმის საგენტოს წევრი. 1987 წელს მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და მიეცა საშუალება დაბრუნებულიყო პრაღაში 1990 წელს, სადაც ძირითადად მშობლიური მხარის პეიზაჟებს იღებდა. ამჯამად კუდელკა სფრანგეთში ცხოვრობს და პანორამული კამერით ევროპის პეიზაჟებზე მუშაობს.
ხო, ძალიან რეპორტაჯნიკები ვინც არიან, ძირითადად ამერიკალი რედნეკები ეგენი ციფრაზე ჩხაპნიან უმეტესობა ლაიკით ურახუნებს, ეხლა M8 ები დაურიგეს, მარა დიდი ოვაციები ვერ გამოიწვია, ხო წარმოგიდგენია მანდ რა სასტავი, ვის რა ლარად უნდა ციფრა, ოუვერ 60 არის 80% პროცენტი ეგ კი არა M8 ამინდს ატარებს, წვიმაში რო მოხვდე გადაიწვება, გამოქლიავდნენ ნემცები ბოლომდე