pantazia, რაუს ფოტოშოფში რითი გახსნი მნიშვნელობა არ აქვს. ფოტოშოფში დაჟე jpg გახსნის მერე არის PSD ფორმატში. მთავარია რა ფორმატით დაიმახსოვრებ.
შეგიძლია დაამუშავო როგორც გინად და JPG-ში დაიმახსოვრო, სულ ოდნავ დაკარგავ ხარისხს, მაგრამ მაგალითად 8mp კამერიდან A3-ზე ვერ გაარჩევ JPG-თია თუ რითია დაბეჭდილი, A2-ს მგონი საერთოდ ვერ დაბეჭდავ
Grigolly: A3-ზე ჩემი 6 მეგაპიქსელიანიდან TIFF-იდან ძალიან კარგად დაიბეჭდა, არანაირი ციფრული არტეფაქტები...RAW-ში გადაღებული მქონდა, მერე ფოტოშოპში დამუშავება და TIFF-ად დამახსოვრება...ახლა A2-ზეც უნდა ვცადო..მემგონი კარგი უნდა იყოს
Kikala: Adobe Camra RAW-ში შეგიძლია გაასწორო ყველაფერი...მე მანდ ძირითადად მხოლოდ თეთრის ბალანსს ვასწორებ, იმასაც იშვიათად და ციფრულ ხმაურს (დიდ ISO-ზე)....მაგრამ მაინც ფოტოშოპში გახსნა ჯობია 16 ბიტიანის როგორც ნიკამ თქვა..
რეალურად RAW- Added @ რეალურად RAW-ში გადაღება და მერე უბრალოდ 16 ბიტიანად ფოტოშოპში გახსნა მე არასწორად მიმაჩნია. მარტო თეთრის ბალანსის გასწორებით მანდ დიდი საქმე არ გამოვა. მაინც მგონია რომ თუ RAW-ში იღებ როგორც მინიმუმ იქ კიდე კონტრასტებსაც უნდა დაეჩალიჩო. და რეალურად კიდე სულაც შრეებად უნდა გახსნა ფოტო და რომელი ნაწილიც როგორც გაგიხარდება ისე უნდა დაამუშაო მაგ კონვერტორში. მერე ფოტოშოპში გააერთიანო.
Kikala, როგორ და ფოტოს გახსნი ერთხე. დაამუშავებ ისე რომ მაგალიტად მარტო ცა გამოვიდეს კარგი. მერე გახსნი მეორედ, ამჯერად უკვე მთებს გააკეტებ კარგს. მერე ამ ორ ფაილს დაადებ ერთმანეთს და მიიღებ შრეებს. და ამ შრეების გაერთიანებას ისევე იზავ როგორც საკლასო ოთახში წერია. არის იქ 2 თემა მაგაზე. "გრადიენტული მასკა" და კიდე მეორეა "ფოტოს დამუშავება ნაწილ ნაწილ"
Nika: ეგ როცა დიაპაზონი არ ყოფნის ალბათ..მაგის გაკეთება თვითონ ფოტოშოპშიც ხომ შეიძლება...
მე მაგალითად Adobe Camera RAW-ში როცა მინდა დამუშავება (ფოტოშოპამდე) შემდეგს ვაკეთებ (სადღაც წავიკითხე და პრაკტიკაშიც ურიგო არ არის): ჰისტოგრამის მიხედვით ვასწორებ – ყველა სლაიდერს ვაყენებ ნოლზე და მერე ვიწყებ ყველას გასწორებას და ვუყურებ ჰისტოგრამას რომ კედლებზე არ ავიდეს. მერე მეორე ტაბზე გადავდივარ და ხმაურს ვასწორებ. ასე ფოტო ემსგავსება რაღაცას, მაგრამ კონტრასტი გაცილებით უფრო კარგად სწორდება ფოტოშოპში. ასევე მე პირადად თეთრის ბალანსის გასწორებაც ფოტოშოპში მირჩევნია.
chaba, ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს. მე მაგალითად ვერა და ვერ დავამუღამე RAW-ების დამუშავება. და აგერ Shom-მა ეგრევე დაამუღამა და JPEG-ში აღარ იღებს.
მეც თითქმის ყოველთვის RAW-ში ვიღებ და შედეგიც ყოველთვის უკეთესია. ასევე მიმაჩნია, რომ 16 ბიტში გახსნაც უფრო კარგია. როგორც ნიკამ აღნიშნა, შრეებად დამუშავება საუკეთესო ვარიანტია (ჩემი ბოლო ფოტოც ამ მეთოდითაა გაკეთებული და ურიგო არ უნდა იყოს). ასე რომ, ვფიქრობ RAW-ში გადაღება საბოლოო შედეგის თვალსაზრისით უფრო მომგებიანია.
chaba, A3ზე ჩემი 5mp-იანი სონითად გადასარევ ფოტოებს ვბეჭდავ. ხარისხის პრობლემა ჯერ არ მქონია
A2-ს კიდევ ამდენი ხანია ვუმიზნებ და ვუმიზნებ...მხოლოდ 10 mp მაინც გინდაო A2-ისთვისოოოო, ასე მითხრეს, ხოდა 10 მპ-იანი კამერა ისეთი ფასი ღირს, რომ 6-იანი კიევი მირჩევნია ოჯახსაც არ გავყიდი
ისე ერთი რაღაც მაინტერესებს: შეიძლება თუ არა რაიმე საშუალებით 5 mp-იანი ფოტო დაიბეჭდოს A2 ზომაზე? ნებისმიერი მახინაციით
(თუ ამ კითხვაზე პასუხისთვის ახალი თემაა საჭირო, მოდერატორს ვთხოვ გამოყოს ახალ თემად )
რო იმახსოვრებ ქვედა ფანჯარაში არის ფაილის გაფართოებები და იქედან შეუცვლი, აბა აქ რა ფორმატით დებ?
რავით გადაღება დავიწყე ნაჭყებიას რჩევის მერე და მომეწონა ნამეტანი, თითქოს უფრო მეტი ინფორმაციაა, გლეხურად რო ვთქვა ფერები და რამე, მართალია ამის მერე არაფერი რჩევა არ მოუცია მაგრამ მაინც რავზე დავრჩო
ლეველების აწევა რომ გჭირდება და ფერები გაქვს მაგალითად ნაცრისფერის რამდენიმე გრადაცია (მაგალითად 3 დეტალი არის RGB (240,240,240), RGB (250,250,250) და RGB (254,254,254)) სამივეს დაგისვავს აბსოლიტურად თეთრს მაშინ როცა 12 ბიტზე სხვაობა დაგრჩება (ანუ ბიჯებია მინიმუმიდან მაქსიმუმამდე გაცილებით მეტი)
ჩემ კამერას RAW + Jpeg შეუძლია აღბეჭდოს ერთი და იგივე კადრის, ხოდა როცა მეზარება RAW-ში ჩალიჩი პირდაპირ ვშლი კომპიდან, მაგრამ თუ სურათი კარგი მეჩვენება ვწვალობ ადოუბით. თუმცა ხან კაი გამომდის პოსტ-პროცესინგი ხან საშინელება და ისევ კამერის jpeg ჯობს.
ისე CS2-ს გარდა იცით რამე RAW პროცესინგისთვის სოფტი ?