BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ვინ ვინაა?, ცოტა რამ კლუბის წევრებისა და სხვათა შესახებ...

| |
Zaza Gabaidze
post Dec 4 2009, 21:42
#421 

Amateur Amateur
3,176


missinggio,
QUOTE
დღეს ჩემი bday-ა და მაგარ ხასიათზე ვარ, არასდროს ვყოფილვარ ესეთ ხასიათზე მითუმეტეს ჩემს დაბადების დღეზე : ) წიგნი გამოვიდა ჩემი გაკეთებული ყდით და ასევე ჩემივე გადაღებული ვიდეოარტიც გავიდა რუსთავზე და გამისწორდა : ) ჯამში იო დღეა : )


გილოცავ, მრავალს დაესწარი, წარმატებებს გისურვებ smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=dePMU8R131s
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
pepillota
post Dec 4 2009, 21:54
#422 

NewBie NewBie
498


1. ნიკი
2. სახელი, გვარი
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა
4. ჰობი
5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს
6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)



1. pepillota (მეგობრებისთვის პეპი წიტური გრძელი თმები მაქვს და იმიტომ )

2. ია ყაყიჩაშვილი 26 წლის.

3. მათემატიკოსი. ამჟამაად დაკავებული ვარ ერთ-ერთ ორგანიზაციაში ექსპორტის ეკონომიკური ანალიტიკოსი ვარ

4. ასტრონომია მექანიკა გეოლოგია და კიდევ ბევრი ბევრი ხეტიალი ბოლო დროა ტიხრული მინანქრით ვარ დაკავებული . ფოტოგრაფიას აღარ ჩავთვლი ეს ადრეული ბავშვობის ჰობია უმეტესად ოპტიკისადმი ინტერესი იყო ყოველთვის.

5+6 . რესპონდენტმა თავი შეიაკავა პასუხისაგან gavcitldi2.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
noslogan
post Jan 12 2010, 13:47
#423 

Amateur Amateur
294


1. ნიკი-noslogan
2. სახელი, გვარი-ალექსი აფციაური
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა-მოსწავლე ვარ ჯერ
4. ჰობი-ფოტოგრაფია და ხატვა : ) diax.gif diax.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
TIHIRO
post Mar 10 2010, 22:02
#424 

Amateur Amateur
427


მე ვარ თეო ჟორჟოლიანი,ნიკს ხედავთ ალბათ
პროფესია-მხატვარ-დიზაინერი(ოღონდ სცენოგრაფიის და კოსტიუმების განხრით)ამჟამად ვზრდი 1.8 წლის ალექსანდრეს და 2.8 წლის დავითს და არ ვმუშაობ
ჰობი-კერვა, ხატვა, მაროიონეტების და ნიღბების კეთება.და ფოტოგრაფია რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ შევეჭიდე და დზაააააალიან მაინტერესებს...
ოჯახი- მყავს smile.gif(რაც მთავარია -კარგი დედამთილიsmile.gif0)

იმედია გაგიცნობთ პირადადაც .კარგი და საინტერესო ხალხი ჩანხართ
ვოტ!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lemon1981
post Mar 10 2010, 23:15
#425 

NewComer NewComer
10


lemon1981
გიორგი სალამაშვილი ვარ 28 წლის
ახალი დარეგისტრირებული ვარ იმდენად ახალი რომ ფოტოს ატვირთვაც ვერ მოვასწარი smile.gif))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
shota kamkamidze
post Apr 2 2010, 08:29
#426 

NewComer NewComer
35


welcome.gif მე ვარ შოთა კამკამიძე ახალი დარეგისრირებული ვარ, ჩემი ჰობია : ფოტოგრაფია , off-road, ვარ აბიტურიენტი, ვარ (ჯერ) მოყვარული ფოტოგრაფი და მინდა უფრო კარგად ავითვისო ეს საქმე, ამაში თქვენი იმედი მაქ რამოდენიმე ფოტო მაქ შერჩეული დასაწყისისთვის და ახლო მომავალში დავდებ და თქვენი კომენტარების და შესაბამისად ვეცდები დავხვეწო,გავაუმჯობესო ჩემი ფოტოები.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Apr 2 2010, 14:02
#427 

Photographer Photographer
8,572


ოფფ როად ამაბავში ნიკას გიგას მაოს ბებეს ხო იცნობ ? )))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Davit Gholijashvili
post Apr 2 2010, 19:50
#428 

Amateur Amateur
4,876


გიო რა ენაზე წერ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Apr 2 2010, 20:51
#429 

Amateur+ Amateur+
7,355


shota kamkamidze,

მერე ჩვენ კლუბშI რატომ არ ხარ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Rebecca
post Apr 2 2010, 21:23
#430 

Amateur+ Amateur+
5,674


QUOTE
ოფფ როად ამაბავში ნიკას გიგას მაოს ბებეს ხო იცნობ ? )))

blink.gif ar varga.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
NewCadre
post Apr 23 2010, 14:02
#431 

NewBie NewBie
191


მოგესალმებით ხალხნო და ჯამაათნო .... smile.gif

NwCadre DDDD.gif

მე ვარ პაატა დვალაძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალვრი გეოგრაფიაში, ეს ზოგადად თუმცა სპეციალობით კარტოგრაფ-გეოინფორმატიკოსი გახლავართ აბააა.... ნამუშევარი მაქვს არაერთ თემატიკურად განსხვავებულ რუკაზე, როგორც უშუალოდ მე გამიკეთები ასევე სარედაქციო სამუშაოებიც განმიხორციელებია; ამჟამად ვაბარებ მაგისტრატურაში ზემოაღნიშნულ სპეციალობზე;
ხო რაც შეეხება ფოტოგრაფიას ყოველთვის მაინტერესებდა ეს სფერო, ეს ინტერესი კი ბავშობიდან იღებს სათვაეს, როცა ხელში პირველად ავიღე ლომო-ს ფირმის ფოტოაპარატი (მგონი სწორად ვწერ, ), შემდეგ სხვა ინტერესბმაც იმძლავრა ჩემში და ფოტოგრაფიას ცოტა ზურგი ვაქციე, მაგრამ ეხა დარწმუნებით ვიცი რომ ეს არის ის რისი კეთებაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს თავისუფალ დროს.......
სხვა ინტერესები: ალპინიზმი (მოვლილი მაქვს სვანეთის, რაჭის და ყაზბეგის კავკასიონის მონაკვეთები), დიზაინი,ოღონდ კარტოგრაფიული, 3D რუკები და ანიმაციური კარტგამოსახულებები..............
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
shota kamkamidze
post May 11 2010, 19:29
#432 

NewComer NewComer
35


LOOSER,
კი ვარ shotaa ამ ნიკით ვარ smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
მონადირე
post May 29 2010, 23:44
#433 

NewComer NewComer
2


მონადირე - ნიკიდან გამომდინარე მიხვდებით ალბათ რომ ნადირობის მოყვარული ვარ..
გიორგი მაჭარაშვილი 24 წლის
დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტი ეკონომიკური ინფორმატიკის განხრით 2007 წელს
ვმუშაობ ქართულ პროგრამულ სისტემებში IT მენეჯერად

ეს ბოლო პერიოდი ძალიან დავინტერესდი ფოტოგრაფიით და ეს ფორუმი მეგობრის დახმარებით აღმოვაჩინე რო უკეთესად გავერკვე..ჯერ აპარატი არ შემიძენია იმიტომრომ საკმარისად ვერ ვერკვევი... smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
giorgi j
post Jun 3 2010, 08:32
#434 

Amateur Amateur
2,451


გიორგი ჯანანაშვილი
15 წლის DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif მეცხრე კლასში DDDD.gif (მეათეში გადავალ ტუ არა საკითხავია)
ჰობი ფოტოგრაფია და (დალევა) DDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Anna Sulaberidze
post Jun 3 2010, 22:17
#435 

Amateur+ Amateur+
6,041


რა სასირცხვილო ნაწერები მაქვს,OMG:)))))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Jun 3 2010, 22:28
#436 

Photographer Photographer
8,572


რა მაგარო თემაა... ისტორიაა )) რა ხალხი წერს...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
giorgi j
post Jun 29 2010, 00:53
#437 

Amateur Amateur
2,451


Anna Sulaberidze,
საცირცხვილო რაარი ?D:
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Anna Sulaberidze
post Jul 5 2010, 22:37
#438 

Amateur+ Amateur+
6,041


დღეს სასირცხვილოა ჩემთვის და ვისთვის არ არი კაცო,მე მრცხვენია(პროსტა ეგ Fუნქცია მოშლილი მაქვს)))))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jul 5 2010, 23:59
#439 
Club Founder

Administration Administration
4,838


Anna Sulaberidze,
ყველაზე პაწუკა,... ნუ გრცხვენია smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
marianita
post Jul 6 2010, 13:50
#440 

Amateur Amateur
2,330


ეს თემა ისე წიგნად ხომ არ გამოგვეცა? DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Erekle Mumladze
post Aug 3 2010, 01:31
#441 

Amateur+ Amateur+
877


ერეკლე მუმლაძე ვარ 20 წლის, სტუდენტი არაბისტი, ჰობი ფოტოების გადაღEბა და ფრენბურთი. wick.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ZetsubouShenon
post Nov 29 2010, 05:51
#442 

Amateur Amateur
145


ბევრს არ ვიტყვი) არტურ-ი მქვია და ხელოვნება და არანაირი წესები მისწორებს)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ramaz
post Dec 5 2010, 01:40
#443 

Amateur Amateur
308


პირველ რიგში ბოდიში უნდა მოვუხადო იმ ბოკელებს ვინც ცხოვრებაში როგორც თავის (ფოტოგრაფიის) მასწავლებლად მცნობს და აქამდე არ შევხმიანებივარ ბოკეზე... როცა მათ სურათებს ვხედავ და შეფასებებს ვკითხულობ სადღაცა რაღაცა მსიამოვნებს, ხოდა ეხლა რეგისტრაციაც გავიარე.
ვარ რამაზი წიკლაური, 42 წლის თბილისელი, პროფესიით სამხედრო-საზღვაო: შტურმანი, სამოქალაქო: მაგისტრი ისტორიასა და სამართალმცოდნეობაში.
საქმიანობა: ვმსახურობდი სამხედრო-საზღვაო ძალებში, ჯერ დიდი იმპერიის, მერე დაშლილი იმპერიის, 92 წლიდან ჩვენი ლამაზი სამშობლოსი, 22 წელი ვიმსახურე შეიარაღებულ ძალებში. ვარ სამხედრო ხომალდის ფრეგატის (აწ უკვე ყოფილი) შტურმანი , კაპიტნის თანაშემწე, კაპიტანი. სამხედრო ძალების სხვადასხვა რანგის ოფიცერი. ამჟამად პენსიონერი (ჩინით პოლკოვნიკი). მინახია ომიც და მშვიდობაც, ვარ მსოფლიოს 28 ქვეყანაში ნამყოფი, ავსტრალიის და ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე მიცხოვრია გარკვეული პერიოდი. ამჟამად ვმუშაობ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში.
დაოჯახებული ორი შვილი, გოგო და ბიჭი.
ხობი: ნადირობა თევზაობა, მთებში ხეტიალი, ვკითხულობ ყველაფერს თუ რამე საინტერესოა, ფოტოგრაფია: პიონერთა სასახლის კურსები 78 წელს. ფოტოგრაფირება და ფოტოკრიმინალისტიკა - 87 წელს კიევში. მხოლოდ მოყვარული, პირველი სურათი 78 წელს გადავიგე და გავამჟღავნე (მამაჩემის დახმარებით), დღემდე აპარატი ხელიდან არ გამიშვია, უპირატესობას ვანიჭებ ფირს,
საქართველო მოვლილი მაქვს სულ ცოტა 8 ჯერ და 10% -იც არ მინახია მგონია..
wooow რამდენი გამოვიდა.. მოვრჩე მონოლოგს თორემ გამაგდებენ ბოკედან DDDD.gif DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Dec 5 2010, 02:00
#444 

Amateur+ Amateur+
9,666


ვაი კაი იყო და გააგრძელეთ რა.... DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Chalo
post Dec 5 2010, 04:09
#445 

Amateur Amateur
3,500


აFთო შენი ხათრით
გახლავართ დავით ჭალიძე 21 წლის smile.gif
დავიბადე გავიზარდე თბილისში,საბურთალოზე,თუმცაღა როცა პასპორტი ავიღე ვაკე ჩამიწერეს blink.gif

ვსწავლობ ილიას უნივერსიტეტში მე4 კურსზე
,ძირითადი სპეციალობით-საბანკო საფინანსო
მეორადი სპეციალობა-თავისუფალი მეცნიერებები(ლიბერალური განათლება)

ვარ მძიმე ხასიათების,საშუალო სიმაღლის და გამხდარი(ზამთარში ვიმატებ ხოლმე)

რაც შეეხება ფოტოებს,იშვიათად ვიღებ ...მიყვარს პორტრეტები...


პ.ს ჩემი ნიკი(ID)ია ჭალო და არა ჩალო smile.gif)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Dec 5 2010, 16:33
#446 

Amateur+ Amateur+
8,113


QUOTE
ვსწავლობ ილიას უნივერსიტეტში მე4 კურსზე


ეს უეჭველია? DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
asvatikov
post Dec 28 2010, 15:22
#447 

NewBie NewBie
3


ალექსანდრე სვატიკოვი. 50 წლის.
პროფესია: ფილოლოგი.
ჟურნალ "რუსული კლუბის" მთავარი რედაქტორი. 27 წლის განმავლობაში ვიყავი სმირნოვების მუზეუმის მთავარი მცველი.
ჰობი: 1985 წლიდან პირველად ცხოვრებაში ხელში ავიღე ფოტოაპარატი, მის შემდეგ იგი ჩემი ცხოვრების ერთგული მეგზურია...
მოხარული ვარ ბოკეს ოჯახში გაერთიანების. იმედია ჩვენს გაცნობას ექნება დიდი მომავალი.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Ekaterine Buckley
post Mar 22 2011, 20:00
#448 

NewBie NewBie
84


ეკატერინე ბაქლი, 28 წლის (ვაიჰ, დასაწერად კიდევ უფრო რთული გამოდგა))

პროფესიით ხელოვნებათმცოდნე, დასაქმებული ვარ სამწუხაროდ სხვა სფეროში, მაგრამ ყოველ თავისუფალ წუთს მაინც მასზე ფიქრს ვუთმობ smile.gif

რადგან მე სხვა გალაქტიკაზე ვბანაობ, ამიტომ სულ რაღაც 2 წლის წინ გავიგე ბოკეს არსებობა.

მას შემდეგ... ყირამალა...

დროგამოშვებით, პასიურად ვესტუმრებოდი ხოლმე საიტს.

რატომ გადავწყვიტე დარეგისტრირება არ ვიცი, არც ის ვიცი რა აზრი აქვს აქ ყოფნას, მაგრამ ვიქნები რა! იქნებ საინტერესო რამეებს გადავეყარო!

მართალია იმისთვის "ბებერი" ვარ, რომ ბოკემ რამე შეცვალოს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, ცვლილებებს მაინც მივესალმები და როგორც იტყვიან "კეთილი იყოს ჩემი მაუსი აქ"

ფოტოგრაფიას რაც შეეხება, ღრმა "მიდწლებში" გამიტაცა და მას შემდეგ გატაცებული ვარ. მაგრამ მხოლოდ გატაცებული...

მიყვარს მოგზაურობა და ჩემი აპარატი (მისი სახით ერთ ჩემს "მეგობარს" ოცნება მოვპარე, ალბათ დღემდე ვეჯავრები)) "მაპატიე არ მინდოდა" smile.gif))

არ მიყვარს დეგენერირებული, ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი საზოგადოება.

ვსო

წავალ ეხლა მე და მივხედავ საქმეს თორემ, დამითხოვენ სამსახურიდან smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ramaz
post Mar 23 2011, 00:30
#449 

Amateur Amateur
308


Avtandil Mamulia,
Nikoloz Mameishvili,
მომენტ არ ჯობია ძველი და ახალი ბოკელები შევყაროთ სადმე მთასა სერობას თავის პრიბამბასებით, გავეცნოთ, ,,პორტრეტები" გადავუღოთ DDDD.gif (რა ამოვა მერე თქვენი ყბიდან!!!), თან გაზაფხული მოდის, ხომ ხართ ამისთანა საქმეების პროფესორები..... DDDD.gif DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Mar 23 2011, 01:20
#450 

Amateur+ Amateur+
8,113


არაა,მე მაგ საქმეს ჩემს თავზე აღარ ავიღებ DDDD.gif ბოლო ექსკურსიის ორგანიზება ნამეტანი წარუმატებლად ჩამითვალეს უმადურმა ხალხმა, აქაო და ამდენი სიარული სად შეგვიძლიაო DDDD.gif

ავთანდილ ჯერი შენზეა angel.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 4th June 2025 - 09:16

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'