BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
16 გვერდი « < 7 8 9 10 11 > »  
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ვინ ვინაა?, ცოტა რამ კლუბის წევრებისა და სხვათა შესახებ...

| |
Levan Kipiani
post Feb 20 2007, 22:11
#241 

Amateur+ Amateur+
21,742


ლევან ყიფიანი, პროფესიით იურისტი, ჰობი - ფოტოგადაღება, წიგნების კითხვა, ხატვა (ფანქარი, ნახშირი) , ძერწვა, მუსიკა (მოსმენა) - ძირითადად ჯაზი, კინო, თეატრი, ისტორია, ნადირობა, პიკნიკები, აუუფ რა ძალიან დადებითი გამოვედი.
p.s. 36 წლის - აი რამხელა ბაბუა ვარ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
etushki
post Mar 1 2007, 00:26
#242 
Unregistered





რატომრაც დღეს მომინდა მეც დამეწერა ცოტა რამ ჩემს შესახებsmile.gif
ნიკი: ეთუშკი
სახელიც ეთუშკიsmile.gif არ მიყვარს ჩემი სახელის ოფიციალური ფორმა
ასაკი: ჯერ-ჯერობით 22 DDDD.gif
პროფესია: ტურიზმის მენეჯერი
ძალიან მიყვარს მოგზაურობა და სიახლეები და შემიძლია თამამად გითხრათ რომ ინდოეთით ვარ მოწამლული DDDD.gif
კიდე მიყვარს ბისერებით, ლამზი ქვებით და როგორც ჩემი ძმა იტყოდა ათასი ხარახურისგან ლამაზი ნივთების გაკეთება, რომლებსაც ხშირად სხვებს ვჩუქნიsmile.gif
რაც შეეხება ფოტოგრაფიას, მიყვარს ლამაზი, ემოციური სურათები,
ხო კიდე უზომოდ მიყვარს გაზაფხული, რომელიც ეხლა ძალიან მენატრება,

..........გაგრძელებაsmile.gif.........(დასწყისი იხილეთ ზემოთsmile.gif )
საყვარელი წიგნი: ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა", და რიჩარდ ბაჰის "თოლია ჯონათან ლივინგსტონი"
ფერი: წითელი, ბოდიშით მაგრამ ვერ ვიტან ვარდისფერს angry.gif
მუსიკა: დიდი სიამოვნებით ვუსმენ pink floyd-ს, და საერთოდ კლასიკურ როკს
მიყვარს ჩაი ჩემი დიდი ჩაის ჭიქით, ანუ "ბოჩკით", ოჯახი ასე უწოდებსsmile.gif
მიყვარს მინდვრის ყვავილები ...და... გაზაფხული ეხლაც ძალიან მენატრება
P.S. შეიძლება კიდევ ერთხელ "გვაგრძელო" wick.gif

  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Baarlik
post Mar 1 2007, 14:19
#243 

Amateur Amateur
586


B).gif ბექა ვარ ტალახაძე 18 წლის, მომავალი ეკონომისტი...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
chika73
post Mar 5 2007, 01:16
#244 

Amateur Amateur
2,349


გამარჯობათ! ჩემი ნიკია Chika73 სახელი და გვარი გიორგი ჩიკაიძე დავიბადე თბილილისში 1973 წლის 12 იანვარს ვარ 34 წლის ფროფესიით ვარ ფართე პროფილის ვეტექიმი ამჟამად არ ვმუშაობ ფროფესიით და ვმუშაობ აეროპორტში ოპერატორ-კორდინატორად ფოტოგრაფია ბავშვობაში შემაყვარა დეიდაშვილმა მერე რატომღაც მივივიწყე და ყოფილი შეყვარებულის თეა მაისაშვილის ხათრით ისევ დავიწყე ასე რომ ფოტოგრაფია დაემატა ჩემ მრავალფეროვან ჰობებს როგორიცაა: ნადირობა, თევზაობა, ბუნებაში ხეტიალი, ბილიარდი,ფეხბურთი და ასე შემდეგ, ვიყავი დაოჯახებული ამჟამად ვარ უცოლო wick.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ninasipra
post Mar 5 2007, 02:28
#245 

Amateur Amateur
276


QUOTE(Vaso @ Jun 22 2005, 22:02)
ვასო გაბუნია
45 წლის
პროფესია _ ბიოლოგი
ვმუშაობდი პალეონტოლოგიაში, მოვიარე სსრკ_ს თითქმის ყველა გრძედი და განედი.
91 წლიდან ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის განყოფილება, სატელევიზიო სამსახურის უფროსი, სტუდია პილიგრიმის დირექტორი. დოკ.ფილმების სცენარისტი, რეჟისორი, ზოგჯერ ოპერატორი.

ჰობი და პროფესიები გადაჯაჭვული _ ეკოლოგია, ბუნება, ვიდეო და ფოტო გადაღება.

ინტერესები _ საიდუმლო ორდენები (ტამპლიერები, როზენკრეიცერები, შარაძეს არ გააგებინოთ _ მასონები), სიმბოლოები, რელიგიები და ტრადიციები, გეოლოგია, ასტრონომია, პოლიტიკა.

შესაბამისი ლიტერატურა+სამხრეთამერიკული და 20 ს.  რუსული ლიტერატურა, ცალკე ედგარ პო. 60-80-იანი წლების როკი, ცალკე როჯერ უოტერსი, ყველანაირი ჯაზი და კლასიკური კლასიკა. იტალიური, რუსული და ქართული კინო.

ცოლი, ორი გოგო და ერთი შვილიშვილი. ცალკე კესო (Irish setter).
*


ვაი რავქნა ძლივს ვიპოვე ადამიანი ვისაც აინტერესებს ტამპლიერები მასონები და ასე შემდეგ... ვასო ბიძია გამიზიარეთ თქვენი ცოდნაsad.gifგთხოვთ.
ისე მე ვარ 26წლის ნინა სიფრა ეხლა არ მკითხოთ ეს რანაირი და სადაური გვარიაოsmile.gif ვარ კერძო არქიტექტორი.ფოტოგრაფიით მას შემდეგ დავინტერესდი რაც აღმოვაჩინე რომ ქუჩაში ბევრჯერ ჩავავლე საინტერესო მომენტს და ფოტოაპარატი თან არ მქონია...და მინანია...
აი ამ მომენტმა მიბიძგა ფოტოგრაფიისკენsmile.gifთუმცა არასდროს ვარ კმაყოფილი ჩემი ფოტოებით.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
irachka
post Mar 5 2007, 10:59
#246 

NewBie NewBie
980


ვააა, ეს ტოპიკი არ ვიცოდი, იდეა ძალიან მომეწონა smile.gif
მოკლედ
ვარ ირინა ტყემალაძე
როგორც გადმოცემით ვიცი, დავბადებულვარ 1979 წლის 20 დეკემბერს, რუსთავში, სკოლაც იქ დავამთავრე
პროფესიით ვარ ფსიქოლოგი, ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევების კომპანიაში
ჩემი ყველაზე მთავარი ჰობია მთაში და ტყე-ღრეში წანწალი, იყო დრო, როცა ალპინისტობაზეც მქონდა პრეტენზია DDDD.gif მერე მთაში სიარულმა თავისთავად მოიტანა ფოტოგრაფიის სიყვარული, ამ სფეროშიც მაგარი მეგონა თავი, (ისე ზენიტით უფრო კარგად ვიღებდი smile.gif )
ერთი- ორი საცოდავი ფოტო დავდე ბოკეზე და კინაღამ თან გადამაყოლეს DDDD.gif DDDD.gif მერე ზოგიერთები რომლებსაც ცოტა არა უშავდა რატომღაც წამიშალეს (არ ვიცი ვინ და რატომ, მაგრამ გამოძიებაც არ დამიწყია smile.gif
ხოდა ეხლა ვარ ასე, ვტკბები სხვისი ნამუშევრებით, ვპოსტავ კომენტარებს და იმედს ვიტოვებ, რომ "ჩემს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული" DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
KosMur
post Mar 5 2007, 14:51
#247 

Amateur Amateur
262


დიდი სიამოვნებით აგყვები თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ გუშინ გავწევრიანდი wick.gif და აზრზე არ ვარ ვინ და როგორ, რისთვის ან რისი გულისთვის? ყველას მოგესალმებით და სიამოვნებით გავიცნობ ყველას, მეთვითონ კოსტა მურვანიძე 27 წლის ტელერეჯისორი ვარ და რეკლამებს ვიღებ უმეტეს წილად, ფოტო ხელოვნება ასევე ჩემი ცხოვრების თანამგზავრია მაქვს 40-მდე რეკლამა და 6 დოკუმენტური შემეცნებითი ფილმი გადაღებული 2 ბილბორდი ჩემი ფოტოთი და ბევრი ფოტო ნამუშევარი, ამჟამად NY-ში ვარ და ქალაქს ვითვისებ smile.gif მიყვარს ბუნება (რომელიც აქ ნაკლებად) და გოგოებიი (რომელიც აქ იცოცხლე!!!) smile.gif
ყველას კიდევ ერთხელ მხურვალე სალამი from NYC smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ninasipra
post Mar 6 2007, 21:09
#248 

Amateur Amateur
276


ოკ კიდევ ერთხელ ვცდიsmile.gif

როგორ მოვხვდი ბოკეზე-მეგობრის სურათებზე მითხრეს ბოკეზეაო,შემოვედი და დავრჩი.
საინტერესო ხალხია აქ.

სახელი გვარი-ნინა სიფრაშვილი
ნიკი-ნინასიფრა,გვარი შევიმოკლე,მაგრამ პასპორტს რა ვუყოsmile.gif
26წლის ქიზიყელი მორიელი
ვამაყობ მორიელობით,მიმაჩნია რომ მორიელი ფსიქოლოგიურად ყველაზე ძლიერი ზოდიაქოა
ქიზიყელობითაც ვამაყობ ჩვენ უბატონო ხალხი ვართ აბააsmile.gifმაგრამ ქიზიყში ჩემი ფეხის ზომა მიწა არ მოიპოვება რომ ბოლომდე დავტკბეsad.gif

მამა არქიტექტორი მყავს და მისი რჩევით ჩავაბარე არქიტექტურულზე,თორემ იმდენი რამ მინდოდა...ჩემი აუხდენელი ოცნება წარსულში დარჩა თამარ მეფის საფლავის პოვნა და ქირურგია!მაინც გავუმართლე,იმედები ჰოოდა ეხლა ვარქიტექტორობ კერძოდ.

ინტერესის სფეროს რაც შეეხება არქიტექტურის და დიზაინის გარდა მკვდარი ცივილიზაციები და ამოუხსნელი მოვლენები,ფსიქოლოგია,რელიგიები და მძიმე თემაა მაგრამ ისტერიულად მაინტერესებს ტამპლიერები,სიონის საძმო,მასონები და ის,ყავდა თუ არა იესოს ცოლი...
მოკლედ ვიქექები წარსულში

აი ფოტოგრაფია კი ჰობი კი არა უფრო ჩემი მძაფრი სურვილია სწრაფად აღვნიშნო ფირზე მომენტი და შევინახო.
თუმცა ჯერ ჩემი მოწონებული სურათი არ გადამიღია
დავდივარ HP ციფრულით და ვიღებ მაგრამ...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
teamat
post Mar 6 2007, 21:33
#249 

Amateur Amateur
104


ჰოოო, რამდენიმე თვეა უკვე აქ ვარ და ეს თემა მხოლოდ დღეს აღმოვაჩინე .

ვარ თეა ანთია იგივე teamat , იგივე Nemo (ოღონდ აქ არა).
პროფესიით ჟურნალისტი, პრესაში ("დრონი", "მთავარი გაზეთი"...) ექვსწლიანი მოღვაწეობა ერთ-ერთ ინტერნეტ-პროვაიდერულ ფირმაში მოღვაწეობით დავასრულე... ნუ, ჯერჯერობით ასეა.

ინტერესის სფერო - ფოტო, ლიტერატურა, მუსიკა, კინოხელოვნება, კომპიუტერი, დიზაინი და ლაშქრობები DDDD.gif

ცოტ-ცოტას ვჯღაბნი, ვიღებ ფოტოებს და შეძლებისდაგვარად ვმოგზაურობ ანუ ვლაშქრობ...

აქ დარეგისტრირების პირველივე დღეს ავიკიდე ვორნი (კვადრატში), "ზომებში" ვერ ჩავეტიე და დავდივარ დღემდე ასე "დავორნილი" DDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Prist
post Mar 15 2007, 23:37
#250 

NewBie NewBie
73


ჰმ
დღეს პირველად მოვხვდი რატომღაც ამ ფორუმზე
სრულიად შემთხვევით
არც კი ვიცი რატო დავრეგისტრირდი
ვინა ვარ და რა მინდა ეგეც არ ვიცი
ნუ გეღიმებათ
უკვე მართლა არ ვიცი ვინა ვარ
ცხოვრებაში იმდენი მეტსახელი მაქ გამოცვლილი რომ მეთვითონ მერევა ვინ ვარ
ერთ დროს მორფიკასაც მეძახდნენ სკოლაში
არა და ნარკოტიკებთან არასოდეს არაფერი მაკავშირებდა smile.gif
სურათებს იშვიათად ვიღებ
საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რას დაინახავს ჩემ სურათებში და ვინ როგორ შეაფასებს
ვიღებ იმას რაც მე მომეწონება და რაც გამიხარდება
მიყვარს ცხოველები და ფრინველები
რომ ჩამოგითვალოთ ერთდროულად რამდენი ჯიშის ცხოველი და ფრინველი მყავდა სახლში მეტყვით შენ ზოოპარკის გამგე უნდა იყოვო smile.gif
მემგონი ნიანგის და ჟირაფის გარდა ყველაფერი მყავდა.
აბა რა მექნა, ნიანგი ვანაში ვერ ჩავატიე და ჟირაფი კიდევ გალიაში DDDD.gif
მიყვარს მდინარე, მთა, ტყე და ბუნება
ზღვა ისეთ პონტში
დიდად არ ვგიჟდები
მიყვარს ხეებისგან რაღაცეების გამოთლა და ხეზე მუშაობა მაგრამ დრო არ მაქ რომ ჩავუჯდე ხოლმე smile.gif
და მაინც
როგორ მოვხვდი აქ არ მკითხოთ
არ ვიცი smile.gif


და ერთი კითხვა თუ შეიძლება
ვორნით რატომ დამაჯილდოვეთ?
არც ისეთი პატივი არ მიმიძღვის კაცობრიობის წინაშე რომ ესეთი ჯილდო დამემსახურებინა smile.gif


teamat,
QUOTE
აქ დარეგისტრირების პირველივე დღეს ავიკიდე ვორნი (კვადრატში), "ზომებში" ვერ ჩავეტიე და დავდივარ დღემდე ასე "დავორნილი"

მაგას კიდევ რა უჭირს
მე პირველივე პოსტზე ავიკიდე DDDD.gif
თან პოსტიც წამიშალეს smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Luichka
post Mar 16 2007, 03:38
#251 

Amateur+ Amateur+
11,852


წარმოგიდგენიათ თითქმის ერთი წელია აქ ვარ და არ დამიწერია მე ვინ ვარ !!!
ხოდა დღეს ძაააან მაგარ ხასიათზე ვარ და მოგითხრობთ ჩემზე !
ლუიზა მქვია და ვერ ვიტან როცა ლუიჩკას მეძახიან! რატო არ ვიცი ოღონდ !
ჩალათაშვილი ვარ გვარად! ამ შემთხვევაში პრეტენზიები არ მაქვს (რომ მქონდეს რა მერე) !
19 წლის გახლავართ! როგროც იტყვიან "თინეიჯერობის" ბოლო წელი მაქვს !
რა სამწუხაროა : (
რაც შეეხება განათლებას, იურისპრუდენციას ვეუფლები.
ძალიან მომწონს ეს პროფესია და ერთი წამითაც არ მინანია,
უფრო მეტიც ეჭვიც კი არ შემპარვია ამ არჩევანში : ) მოკლედ მოწოდებით იურისტი ვარ !
არ მესმის ადამიანების ვისაც ერთი რამე აინტერესბეს და ერთი კუთხით ვითარდებიან,
ამიტომ სამართლის გარდა ბევრი რამე მაინტერესებს კიდე
(ნუ ამ შემთხვევაში ვახუნას ვერ შევედრები,მარა რას იზამ ყველაფერი შედარებითია - ჩემი საყვარელი ფრაზა,
რომელიც ბატონ გია ხუბუას ეკუთვნის DDDD.gif ),
ერთ-ერთი ასეთია ფოტოგრაფია.
თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ფოტოების თვალიერება უფრო მიყვარს, ვიდრე გადაღება, ამიტომ ამ მხრივ არაფერი გამეგება ...

ბევრს აღარ დავწერ, უბრალოდ ვიტყვი life is so short... I gotta keep on searching !

ძალიან მაგრად ვარ !!!

მიყვარხართ DDDD.gif angel.gif angel.gif angel.gif





 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sue
post Mar 16 2007, 12:16
#252 

Amateur Amateur
2,867


QUOTE(Sue @ Mar 10 2006, 21:03)
მე მართალია ახალი ვარ, მაგრამ მაინც დავწერ ჩემს შესახებ. იქნებ ვინმეს დააინტერესოს.

apachi -ის არ იყოს მეც ქუთაისში დავიბადე, ოღონდ მხოლოდ წელიწად ნახევარი ვცხოვრობდი იქ.

დავამთავრე 12 კლასი, მაგრამ ვსწავლობდი 11 წელი.

მქვია მირანდა...    Sue - ამერიკაში დამარქვეს ხვეული თმების გამო (ფილმი - "ხუჭუჭა სიუ"/"Curly Sue").

ვსწავლობ საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაში. ვარ IV კურსის სტუდენტი.

ფოტოგრაფია, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ჰობია. ყველაზე მეტად მიყვარს თვითონ სურათის გადაღების პროცესი.

ფოტოგრაფიასთან ნაკლები შეხება აქვს, მაგრამ  ადამიანების ფსიქოლოგიაზე დაკვირვებაც მომწონს.  wick.gif

P.S. რჩევა: Never bite off more than you can chew smile.gif
*



ეჰჰჰჰ... ამ სიტყვების დაწერის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში..

დიპლომატიური აკადემია უკვე დავამთავრე და ვმუშაობ (მაგრამ სამწუხაროდ არა პროფესიით unsure.gif ) ....

ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, მათ შორის ბოკელებიც smile.gif

თავი უფრო ჭკვიანი მგონია (ვიდრე მაშინ ვიყავი) და ალბათ ასეც არის...

ბევრ საკითხზე შემეცვალა აზრი ....

მაგრამ მაინც ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
PINO
post Mar 16 2007, 14:36
#253 

Amateur Amateur
604


PINO - ირმა ოჩიგავა, ბიოლოგი (მიკრობიოლოგი DDDD.gif ), 31 წლის.
ჰობი: ღვინო, მხატვრობა,ფოტოგრაფია, თევზაობა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
sabai
post Mar 26 2007, 22:10
#254 

Photographer Photographer
4,046


მე საბა ვარ . . . საბა შენგელია, ამბობენ მეგრელი ხარო, გვარი მეგრული მაქვს, მაგრამ წინაპრები სამტრედიელები არიან, ასე რომ გამოდის სამტრედიელი შენგელია ვარ, ყოფილხართ ვინმე სამტრედიაში? მე რამოდენიმეჯერ, რავიცი... ან არ მახსოვს ან დიდი არაფერი. ეს რაც შეეხება ჩემ გვარს, სახელი არ მომწონდა ბავშვობაში, ეხლა მომწონს ძალიან, " საბა " ისე ჩემ შვილსაც რომ საბა ერქვას მე არ ვიქნებოდი წინააღმდეგი.. ... და თქვენ?
დღეს 19 წლის გავხდი, ამბობენ წლოვანება ბევრს ნოშნავსო, იმასაც ამბობენ როდესაც წლოვანება არ გაქვს ისიც ბევრს ნიშნავსო, ჩემთვის წლოვანება არაფერს ნიშნავს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენის ხარ მთავარია რა გიდევს თავში...
ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში მესამე კურსზე, . . . არ ვარ არც პანკი არც როკერი და არც ბომჟი, ძირითადად ეს კითხვები უჩნდებათ ხოლმე როდესაც გაიგებენ რომ აკადემიაში ვსწავლობ, არც გრძელი თმები მაქვს....
არ ვეწევი სიგარეტს ეს კითხვა ხშირად ტაქსისტებს უჩნდებათ ხოლმე, სამწუხაროდ ვერ ვამართლებ მათ იმედებს. ერთხელ ვცადე მოწევა და თურმე უკუღმა მოვუკიდე, მოკლედ რაც არ მეხერხება იმას არ ვეკარები ხოლმე .
ვმუშაობ , ტელევიზიაში, და ამიტომაც სულ გადავეჩვიე ტელევიზორის ყურებას, ამ ოთკუთხედი ყუთის ატანა არა მაქვს. მაგრამ არავისთან თქვათ
რას ვაკეთებ თავისუფალ დროს.... მმმმმ , არ დავდივარ დისკოტეკებზე, არ მიზიდავს, ვცდილობ უფრო სხვანაირად გავერთო, ნუ არ ვიცი როგორ მაგრამ დისკოტეკების გარეშე, მიყვარს ფილმები და მუსიკა....
ღამე როდესაც არ მძინავს ძირითადად ვხატავ ხოლმე, ან ვწერ, ან ფილმს ვუყურებ ან მუსიკას ვუსმენ ან ვარსკვლავებს ვითვლი, ეს უკანასკნელი მოვიტყუე.... ხომ გითხარით არაფერია ტელევიზიაში კარგი თქო, უბრალოდ ბევრ ტყუილს სწავლობ, მე არ მიყვარს ტყუილი, არ მიყვარს ფეხბურთი, ყოფილი რაგბისტი ვარ, ეს " ყოფილი" -ც ტელევიზიის ბრალია... ( ძაLიან პატარა ვიყავი სამსახური რომ დავიწყე , შევეშვი სპორტს)
მაქვს ბევრი მიზანი, ცოტა ოცნება და უფრო ბევრი ფიქრები.
მოდით მიზნებზე და იმაზე თუ რა მინდა რომ ვქნა არ ვილაპარაკებ
ვარ რომანტიკოსი, და ჩემთვის სიყვარული ყველაფერია, და მეყვარება ყოველთვის ის ვინც შემიყვარდება
მე ჯერ ჩემი თავით არ ვამაყობ....

მინდა ვიამაყო...

ძალიან გამიხარდა რომ გამიცანით
მე კიდევ ის რომ თქვენ გაგიცანით.... შევხვდებით კიდევ კითხები არ მოგერიდოთ



ეს იყო ერთი წლის წინ.
უბრალოდ სიმბოლურად და ზედმეტი სიტყვების გარეშე. . .
რომ გადავხედე იმ ფიქრებს, აზრებს, ირგვლივ ყველაფერი რომ გამახსენდა და შემდეგ წამიერად დამიბრუნდა , საღად, იმაზე დავიწყე ფიქრი რა შეიცვალა. შეიცვალა ბევრი, ირგვლივაც და ერთ წერტილშიც.
აღმოვაჩინე რომ შეიცვალა ემოციები, შეიცვალა ხედვები, შეიცვალა კადრები, შეიცვალა კიბეები, შეიცვალა ჭიშკრები, შეიცვალა გზები, ერთი ადგილიდან მეორემდე, შეიცვალა 'მარშუტკის' ნომერიც. და მივხვდი ერთ რამეს რომ შეიცვალა ის რომ მე აღარ მიზიდავს ვილაპარაკო ჩემ თავზე, ასე რომ დაგტოვებთ გასულ წელში.
მაშინ როდესაც ვიყავი ცხრამეტის.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LENNY
post Mar 30 2007, 10:41
#255 

NewBie NewBie
290


Name: გიორგი
Surname: ფილფანი
Nickname: LENNY, სვანი
Age: 20
Location: საქართველო,თბილისი
Sex: მამრობით
Was Born: In the middle of the night
Street: ცუცქირიძის შეს.# 7
Hobbie: კლუბური ცხოვრება,ცურვა,ფოტოგრაფია,ფეხით სიარული
Music: Electro, Minimal, Break
Favorite DJs: troy pierse Desyn Masiello
Friends: Night Office,M_nus,Laguna Vere,Levi's & Winston
დამატებითი ინფორმაციისთვის bene22ton@yahoo.com
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Natalia Gabiani
post Mar 31 2007, 14:58
#256 

Amateur Amateur
1,572


გამარჯობათ.
ეხლა აღმოვაჩინე ეს თემა. და დავწერ რა მენაღვლებაააააააა.
ჩემი ნიკია ნატკო ტე. (ნატალია კოტე ). ახალი არ ვარ შარშან 10 მაისს (ხო) დავრეგისტრირდი.. ოღონდ კრეტინკათი და ეხლა ახალი ნიკი მაქვს.
ვარ ნატალია მჭედლიშვილი. მეძახიან ნატას, ნატოს, ნატის, ნატალის... უF ყველაფერს რაც ნატ-ზე იწყება =] და კოტეს.
15ის ვარ, ეხლა გავხდი. დავიბადე 1992 წლის 26 მარტს.
ვსწავლობ სკოლაში. ეკო (ეკოლოგიურ) სკოლაში.
4 წლიდან დავდიოდი ხელოვნების სკოლაში საირმეზე.. , ბალეტიდან დაწყებული ხატვით დამტავრებული თითქმის ყველაფერზ.
ვხატავდი, ვხატავ, დავხატავ : )
4 -5 წლის მერე არ მივლია ხატვაზე და ეხლა მინდა რო დავხვეწო ხელი. მომავალში ფსიქოლოგობას ვაპირებ დაახლოებით..
ფოტოგრაფია მიყვარს ძალიან.
მუსიკის გარეშე არ შემიძლია! მიუხედავად იმისა, რომ არაფერზე არ ვუკრავ... მაგრამ სიამოვნებით ვისწავლიდი გიტარაზე დაკვრას : ).
ხანდახან ვწერ. ვწერ ყველაფერს ლექსების გარდა.. როცა ვდილობ გავურითმო ფრაზები ერთმანეთს უაზრობა გამოდის.. უნიჭო ვარ პოეზიაში =))
კიდე ვარ დარტყმული. ეგრე ვლაპარაკობ რა. და ვწერ.. ვწერ .. და კიდე ვწერ...
ბევრ არ ესმის რას ვლაპარაკობ ან რას ვწერ... მარა რა ვქნა... :P
ვარ რომანტიკოსი... საკმაოდ...

და ეხლა მია და სალომე მოვიდნენ და წავედი : )





ბუაააა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ketiii
post Mar 31 2007, 18:18
#257 

NewBie NewBie
104


ჰი ყველას DDDD.gif მე ვარ ქეთი, ახალი ვარ (ეგეთ პონტში) ... საერთოდ ხელოვნების ყველა დარგში მაგარი უნიჭო ვარ, მაგრამ თვალიერება მიყვარს angel.gif ასე რომ სურათებს არ ვდებ და მხოლოდ კომენტარებს ვწერ bissss.gif ხო კიდე---ვარ 19 წლის და ვსწავლობ თეუსუ ში , მომავალი ეკონომისტი გახლავართ wick.gif
კიდე ვარ ძალიან მშვიდი და უკომფლიქტო, საკალელი ვარ რააა gavcitldi2.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
niciko
post Apr 28 2007, 04:16
#258 

Amateur Amateur
8,420


ვინმე დამიფასებს ოდესმე???
10 გვერდი წავიკითხე ისეთ ინტერესში ჩავვარდი..
რო ვთქვა საიდან მოვხვდი აქ, ერთი იეჭვიანებს .. (ოღონდ თეთრად იეჭვიანებს რა) (ვიცი ვერ გაიგეთ რა არის თეთრად ეჭვანობა, მაგრამ არაუშავს : D სხვანაირად არ ვიცოდი როგორ მეთქვა, და ისიც ვიცი რომ აქ აღარავინ შემოიხედავს, 1 წელზე მეტი გავიდა უკვე ... )

ხოდა ამიტომ, მეც თამამად დავწერ, და მერე რო დავბერდები, და რო მომინდება ჩემი დებილობების კითხვა, აქაც შემოვივლი.. ბევრი მაქ ამდაგვარი წასაკითხი უკვე : D
ძაან ბევრს ვიცინი ხოლმე, და თან ძალიან მიყვარს, ოღონდ მარტო მე უნდა წავიკითხო ხოლმე .. : D

ხოოდა , დავიბადე 1990 წლის, 2 აგვისტოს, გავიზარდე და ვმოღვაწეობდი თბილისში, 14 წელი..ანი მქვია, ჯალაღანია ვარ გვარად( მეგრელი ვარ სუფთა სისხლის : D ) მაგრამ ვაშე არ მაქ მეგრული ხასიათი (კონკრეტულად ტყუილს ვერ ვიტან : D "ზემლიაკებისგან" განსხვავებით : D )
საფრანგეთში ვცხოვრობ მეორე წელია.. (უფრო კონკრეტულად მეწერა, მაგრამ რედაქტირებას ჩავდივარ ამ წუთას, რო შევხედე რამხელაც იყო, ვიფიქრე ამის წაკითხვა მე დამეზარება, სხვა როგორ წაიკიტხავსთქო )


რაც შეეხება ფოტოგრაფიას, არ მახსოვს რატო და როგორ გამიტაცა, მარა ვიცი რო ავტოებით დავიწყე, და ეს ავტოები რატო დავიწყე არ ვიცი : D
ძაან ბევრი ავტო .. სხვა ვერ მიღებს ( ან არ) კარგად : D ჩემს გადაღებულებზეც არ ვგიჟდები, მაგრამ მგონია რომ სხვისას ჯობია tongue.gif ხოდა, მერე ბოკე აღმოვაჩინე, უსაყვარლესი ადამიანის, (ძალიან მიყვარს ბევრი რამის მიუხედავად) მეგობრის სურათების თვალიერებაში : D

დავრეგისტრირდი ბევრჯერ, და ჩემი (ჩვენი : D ) ფანის დახმარებით, ნიკის ის რა ქვია.. ( ვერ ვიხსენებ რა ქვია : D მეძინება და ამის ბრალია)
აა ხოო.. აქტივაციის გაკეთება ვისწავლე როგორ უნდოდა : D ხოოდა, ისევ ფანის თხოვნით ნიციკო თი დავრეგისტრირდი
ნიცასაც მეძახიან ხოლმე..
ნიკი ყველგან ani nice ან რამე ამდაგვარი მქონდა, და ნიცა, ნიციკო, შემერქვა..
ასევე ცქნუფას მეძახდნენ, კუსკუსას, კიდე რას.. ა ხო ატვრიოკას : D ( ატვიორკა ეხლახანს ვისწავლე : D ) ჭიაყელას...

ამჟამად, ვსწავლობ რაულ დუFის სახელობის კოლეჯში, გამოცდებისთვის ვემზადები (ეხლა უნდა მეძინოს, დილით 10 ზე იღება ბიბლიოთეკა, თან თვალი მაქ ჩაწითლებული, და ვმალავ : D ნუ უნდ ამეძინოს რა ! ) და გამოცდების მერე, საქართველოსკენ მოვიჩქარიიი...
ერთადერთი ვიყავი, ვისაც ესე ძაან არ უნდოდა წამოსვლა, და ერთადერთი ვარ ვისაც ესე ძალიან უნდა ჩამოსვლა, ხოდა ვეღარ მიძლებს დედაჩემი : D
ბანკეტი მაქვს თან.. და ისეთი კლასი მყავდა, ეს დღეები ერთად რო არ გავატაროთ ჩკუიდან გავიწევი (თუ შევიშლები რომელიმე რა : D )
რო დამირეკონ ბანკეტიდან და დამელაპარაკონ, ( ანუ გამოცდებამდე რო გააკეთონ) თავს მოვიკლავ, ან საერთოდ აღარ ჩამოვალ საქართველოში cry.gif (ამ ეტაპზე სერიოზულ გადაწყვეტილებად მაქვს)

აუ რამდენი ვწერეეეეე.. და ხვალ შეიძლება შემოვიდე და წავშალო

ა ხო ფოტოგრაფიიდან გადავუხვიე მგონი, ხოდა მოკლედ, გატაცებად მაქვს ჯერ ჯერობით, მაგრამ ვაპირებ ცოტა უფრო სერიოზულად დავფიქრდე, თუნდაც დროებით =)


ის ვიცი მარტო რო, მინდა ისეთი პერსპექტიული რამ, რაც საქართველოში მაცხოვრებს.. არ მინდა ამ პირფერ და აუტანელ ადამიანებთან ყოფნა.. ამათ ისევ მეგრელი კაცის ატანა მირჩევნია lol
ჯერ ჯერობით ვუძლებ, და მერე ვნახოთ რა იქნება, აზრის შეცვლას არ ვაპირებ, და არც მინდა..


ხასიათები, აუ რაღაცნაირი ვარ! და ვსიო მოვრჩი ეხლა ! ! !
რკომ რო ნახოს დაწერს, დებილიაო, მარა არ დაუჯეროთ! : D

ვსიო, გკოცნით გეხვევით, ბოკეზე გულღიად შეყვარებული, იგივე ბოკეს შვილი ( მაპურებს ფოტოები მგონი : D )
თქვენი ნიციკო...
(იოოოოოოოოოოო, რა გამოსვლა იყოო lol.gif )

მე სულ გავრეკე... არადა ადრეა ჯერ ცოტა ხო?! DDDD.gif
ღმერთო შენ დაიფარე ყველა (და ყველანაირად) გაჭირვებული!

DDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
escape
post Apr 28 2007, 23:43
#259 

Amateur Amateur
572


ნუ როგორც წესი ყოველთვის და ყველგან ვაგვიანებ... ეს თემაც შესაბამისად გვიან აღმოვაჩინე! lol.gif
ნიკი: escape
სახელი და გვარი: ქეთა ღვინეფაძე
ვარ 18 წლის, ვსწავლობ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში... რაც შეეხება სამსახურსა და პროფესიას, მოწოდებით პიარმენეჯერი ვარ! lol.gif
ინტერესები: ხელოვნება და მხოლოდ ხელოვნება! თავად კი რაც წერა ვისწავლე იმის მერე ფურცელი და საწერი საშუალება ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თევზისთვის წყალი...
მოკლედ რომ ვთქვა ჩემი ნიკი შემთხვევით არ მაქვს შერჩეული, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს...
p.s. ასევე სამწუხაროდ ვარ პესიმისტი და ეგოისტი! lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
MACHAVARIANI
post Apr 29 2007, 12:03
#260 

Amateur Amateur
2,270


ლაშა მაჭავარიანი
15.01.1988
თბილისი-საბურთალო
სტუდენტი CU(csb) 2კურსი საერთაშორისო ბიზნესი
12 წელი ვთამაშობდი რეგბს
BMW-525 DON-055
მოგზაურობა
გართობა
ზაფხული
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
RedCrimsonCactus
post Apr 29 2007, 14:40
#261 

Amateur+ Amateur+
7,119


ალექსანდრე ბაგრატიონი
ჭაბუკთა ნაკრების ყოფილი კალათბურთელი,
ჟურნალისტი. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი. მოამბის კორესპოდენტი რუსეთის ფედერაციაში, სარეკლამო კომპანია "ვინდფორსის" კოპი რაიტერი, "ლელოს" რეპორტიორი, "ინტერნიუსში" რეჟისორი და სცენარისტი. WPA პიარის უფროსი
ჰობი: ყველაფერი რაც კისრის მოტეხვასთანაა დაკავშირებული. ვარ ექსტრემელური სპორტის ფედერაციის წევრი, ვწერ მუსიკას და მყავს მუსიკალური ბენდი. ვუკრავთ ჯაზროკს
ლოკაცია: ყაზბეგი, თბილისი, მოსკოვი

ფეხის ზომა - 50
თვალის ფერი მწვანე.
სიმაღლე 202სმ gavcitldi2.gif

მიყვარს KING CRIMSON

მომავალი პროფესია: კინორეჟისორი, ფოტოგრაფი

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
GeGa Chumburidze
post Apr 29 2007, 14:44
#262 

For Delete
4,756


nick jackerr(ისე ქართულ ვებ სივრცეში ამ ნიკით თუ ვინმეს წააწყდებით მე ვარ. DDDD.gif მგონი)

ესეიგი გეგა (გიორგი პირადობაში ასე მიწერია არ ვიცი რატომ) ჭუმბურიძე. დავიბადე ეხა სამშობიარო არ ვიცი მაგრამ 1989 წლის 19 მაისი თენდებოდა როდესაც თბილის მოევლინა ვინ მოევლიან? ხო მე მოვევლინე.დავიაბდე 5 კილოგრამი და 56 სანტიმეტრი.სამშობიაროში ორნი ვიყავით ამხელები.ეს ამ ქვეყანაზე მოვლენა შემდეგ

მივედი ბაღში მაგრამ მალეე გამოვარდი.ბაღში არ მივლია(მძიმე ბავშობა მქონდა DDDD.gif ) 6 წლის დავიწყე სწავლა 169 სკოლაში და დავამტავრე კიდეც უფფფ DDDD.gif წინა წელს ჩავაბარე მოვემზადოთთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ( GPI რაის ტექნიკა )სამშენებლო ფაკულტეტზე.ვაწვები არქიტექტურისკენ ალბათ. ბოვშობიდან ვხატავ ეხა ნაკლებად ვეღარ ვიცლი .მაგრამ სამაგიეროდ ვხაზავ, იმ სპეციალობას ვსწავლობ რაც მიყვარს და რისთვისაც დავიბადე მოკლედ რომ ვთქვათ. ფოტოგრაფიამ გამიტაცა რაც ბოკე ვნახე .ანუ ჩემს აქ გაწევრიანებას რომ ნახავთ გაიგებთ.დავდივარ და ვაჩხაკუნებ ჩემს ზენიტ 122 ს . ხო 7 წელი კალატბურთელი ვიყავი ანუ აბიტურიენტობამდე .აბიტურიენტობამ ბოლო მომიგო.ხო ვსო რა ეს ვარ.


მუსიკა PINK FLOYD მეტს ამაზე არაფერს ვიტყვი გასაგებაი ალბათ wick.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
niciko
post Apr 29 2007, 15:06
#263 

Amateur Amateur
8,420


ვსიო ეხლა მეც მოკლედ დავწერ, ის დიდი ჩემი სიბერისთვისაა განკუთვნილი DDDD.gif
ხალხი შემოდის კიდევ აქ თუურმე.. smile.gif

ანა (ანი და ა.შ) ჯალაღანია
2/08/1990
დაბადებულ გაზრდილი თბილისოში, ამჟამად ვიმყოფები საფრანგეთში, კერძოდ ნიცაში ვცხოვრობ.. ოჯახთან ერთად
ჰობი: რიავიცი განსაკუთრებული და აღმაფრთოვანებელი არაფერი DDDD.gif ცეკვა, სიარული და მისთანები DDDD.gif
ცოტა არ იყოს გულუბრყვილო, მაგრამ მითხრეს თავი არავის დააჩაგვრინოო და მყარად ვდგავარ lol.gif
კიიდო, ბევრი არაფერი
ფოტოგრაფია ჯერ გატაცების დონემდეც ვერ მივიდა (ალბათ ვერთობი ) სერიოზულად მოვკიდებ ხელს, აი სერიოზული კამერა რო მექნება და სურვილიც რო მექნება ხოლმე გადაღებების smile.gif

კოლეჯში ვსწავლობ (წელს ლიცეუმს მივჰბარდები )
ხოოდა ვაპირებ საქართველოში ცხოვრებას ( აქ არ მინდა! )
პროფესია ჯერ არ ვიცი რამე ისეთი ქე რო მანდაც გამომადგება DDDD.gif
ხოდა ესე რა : )
გაბარიტები და მისთანები არა აღსანიშნავი DDDD.gif
ხოოდა ვსიო რა smile.gif (ვსო ლევანისთვის DDDD.gif )
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
BAMBURA
post May 3 2007, 13:13
#264 

NewBie NewBie
119


ლადო კამკამიძე.
სტუ-ს სტუდენტი (ეკენომიური ინფორმატიკის ინგლისური სექტორი)
ვმუშაობ ექსპედიტორულ კომპანიაში.
Hobby : არც კი ვიცი საიდან დავიწყო..... არ ღირს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
jafara12345
post May 3 2007, 15:44
#265 

Amateur Amateur
181


ნიკი-jafara12345
სახელი-ლაშა ჯაფარიძე
პროფესია-იურისტი,ჯერ-ჯერობით უმუშევარიsad.gif
23 წლის
ჰობი-ჯერ ავტოსპორტი DDDD.gif (და საერთოდ სპორტული მანქანები),მერე ფოტოგრაფია
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
zamalik
post May 5 2007, 18:15
#266 

NewBie NewBie
27


თინიკო ჯაფარიძე
ნიკი zamalik ( კუნძულია ნილოსზე )
ისტორიკოსი აღმოსავლეთმცოდნე
ვგიჟდები მოგზაურობაზე თუმცა არასდროს არ ვიღებ სურათებს . . . . ( smile.gif მომიტევეთ )



 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
domino
post Jun 6 2007, 15:37
#267 
Unregistered





ნიკი - Domino
რეალში - ნინო გოგინაშვილი
დავიბადე - თბილისში 14.05.1983
პროფესია - ხელოვნებათმცოდნე (MA). ვმუშაობ არა პროფესიით პლასტიკური ქირურგიის კომპანიაში (general manager smile.gif) თუ ვინმეს რამე დაგჭირდეთ, აქ ვარ smile.gif))))))))))
ვსწავლობ GIPA-ში ფოტოჟურნალისტიკაზე
ჰობი - ფოტო, მუსიკა (ძირითადად როკი და ჯაზი), თხილამურები, მოგზაურობა.. პერიოდულად რაღაცეები ემატება ხოლმე smile.gif
ვიმყოფები - იანვრის შემდეგ თბილისში smile.gif ოქტომბრიდან თბილისი - პარიზი - პრაღა - მექსიკა smile.gif დეკემბრის ჩათვლით. მერე ვნახოთ smile.gif
მიყვარს მზე smile.gif

  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Anna Sulaberidze
post Jun 6 2007, 20:09
#268 

Amateur+ Amateur+
6,041


მე7ედ ვპოსტავ ალბათ...

; ))

მე ანნა ვარ!

მე10ე კლასი გავასრულე ეხლა და დასვენება მჭირდება....

რას ვაკეთებ და რა მიყვარს?

პირველ რიგში Fოტოგრაფიაა ჩემი უმთავრესი საკვები,რაც ბოკეს წყალობაა ნამდვილად...

უზომოდ მიყვარს კითხვა,ვწერ ჩანახატებს,ლექსებსაც....ხანდახან ვხატავ კიდეც..

უმუსიკოდ ვერ ვძლებ,არ შემიძლია......ვუსმენ როკს,ჯაზს,ელეცტრონულს,კლასიკას...ნუ განწყობას გააჩნია....

და კინოების ყურება მიყვარს ძალიან..ფაქტიურად ჰობია.....

ალბათ არეულად ვწერ,იმიტომ რომ არეული ვარ: ))

ჰო კიდე მეუბნებიან იაზვობაც გიყვარსო...: ))

ტაკ 4ტო ვინმეს რამე კითხვა თუ გაგიჩნდათ აქვე ვარ....

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Maia Chkhaidze
post Jun 8 2007, 01:23
#269 

Amateur+ Amateur+
5,084


ჰმ...

აქ რეები ხდება თურმე და მე ეხლა გავიგეsmile.gif))

მიხარია!!!
სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! gavcitldi2.gif
მე ვარ : მაია ჩხაიძე

ოჯახში და მეგობრებიც მაკოს მეძახიან ასე რომ...

ვარ კერამიკოსი, სულით მოქანდაკე , მაგრამ ფოტოგრაფიამ გადამიბირა და ეხლა უკვე ვეღარ ვარსებობ ფოტოგრაფის გარეშე, მაქვს პატარა ლაბორატორია სახელად ვანნა smile.gif, ჩემით ვამჟღავნებ ფირებს და ერთ დროს დაბეჭვდასაც ვახერხებდი...
საშინლად მიყვარს ბოდიალი ფეხით, ყველგან სადაც მიისვლება, ვუღებ ფოტოებს ყველაფერს , ერთი დღეც რომ არ გადავიღო არ შემიძლია (ჩემი მეგობრები დავტანჯე მგონი მაგინებენ უკვე lol.gif ).

მგონი უკვე ბევრი მომივიდა gavcitldi2.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nina Minzoni
post Jun 8 2007, 01:37
#270 
AccuWather

Amateur+ Amateur+
8,779


მე ნინა ვარ, ლეგაშვილი, მარა აქ ნინა მინძონი ვარ(არა მინზონი) smile.gif
მაწონი, დედა ტერეზა, ძონძონი, და ბატონმა გუჯამ პროსტაკვაშად მომნათლა, ასე რომ არჩევანი დიდია, რას დამიძახებთ, თვითონ გადაწყვიტედ smile.gif
ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ხომ განვლილი წლებია და ცხოვრებისეული გამოცდილება,..ი ტაგ დალეეე.

ადამიანური ადამიანები მიყვარს, სიკეთე და სითბო ყველგან და ყველაფერში.

დაიმახსოვრეთ ყველაფერი მარტივია, ნუ ჩაეძიებით ყველაფერს..ამით გაართულებთ მხოლოდ. smile.gif
და კიდევ..ეძიედ ყველგან მზის სხივები..როგორც გენიალურმა რეჯისორმა ჩოხელმა სთქვა: " მზის სხივების პოვნა ყველგან შეიძლება, თვით ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ".
ასე რომ წინ, მზისკენ, პარალელურად ეს გზა სიყვარულის გზასაც გვაპოვნინებს და სიკეთესაც smile.gif

სულ ეს იყო smile.gif დიდი მადლობა
P.ს ისე მე ინტერიერის დიზაინერი ვარ, კიდევ ამ ბოლო დროს აპარატიც მიკავია ხელში და მგონი ცხოვრებას კადრებით ვხედავ, კარგია, ცუდი ნამდვილად არააა.
ამ ჯერად გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 4th June 2025 - 09:00

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'