ჰეჰე ფოტო გე ზე შევდიოდი და ვათვალიერებდი,რა ვიცოდი ასეთი დიდებული საიტი თუ გვქონდა რაღაც მომწონს,რაღაც არა, ყველაზე უფრო ირონიული დამოკიდებულება არ მომწონს ერთმანეთის მიმართ, ასევე ფოტოების დაცინვა
ვიცოდი ამ საიტის არსებობა და რატომღაც მოვხვდი უცებ ამ საიტზე.. მგონი ჩემი მეგობარი შემოვიდა ჩემთან იყო სახლში.. და რო წავიდნენ ყველა.. მოვედი კომპთან და რას ვხედავ.. ბოკე.. რაღაც სურათმა დამაინტერესა და ვერ ვნახე.. გინდა თუ არა დარეგისტრირდიო და ჯანდაბას შენი თავი მეთქი მაინც საქმე არ მქონდა და დავრეგისტრირდი ხოდა ეგ ფოტო კი ვნახე მარა.. მერე მომინდა ჩემიც დამედო და ერთი კი დავდე ყველაზე ძველი.. და დანარჩენების დადების უფლება არ მაქვს
რამდენიმე ფორუმ.გე-ლის გადამკიდე შემომივტყუვდი 2 წლის წინ... შემოვეხეტე, დავინახე ბეევრი კაი ფოტო და გავედი... ნუ მერე ისევ შემოვედი იასნია, მარა დარეგისტრირება დამეზარა წიპა ვსო ხაროშეე პო ნემნოჟკუ
ხო ნუ მე მართალია ახალი წევრი ვარ მარა მაინც ვიტყვი როგორ მოვხვდი. სხვა საიტზე ვდებდი სურათებს მარა შემდეგ მეგობარმა მითხრა ამ საიტის არსებობა და დიდ მადლობას ვუხდი
ყველაფერი ასე დაიწყო შომის შემოდგომის პეიზაჟი დღის ფოტო გახდა და მის სანახავად შემოვიჭყიტე და დავრჩი კიდევაც. პირველი კომენტარებით ვანიჩკამ შოთამ დამალჯიდოვეს, რა თქმა უნდა ბუღი დადგა ისეთი საშინელება ავტვირთე და მაგარი ვბრაზობდი რომ არ მოსწონდათ იმის გვარს აღარ ვახსენებ და (ყველა რო თავის პოსტში იხსენიებს ჩემი ზემლიაკი) რა თქმა უნდა თავი დამამახსოვრა თავისი "კომენტარებით" თუმცა იქვე იყო სოფოც რომელიც გასაგებ ენაზე ლაპარაკობდა და კოკრეტულად მიმითითებდა რისთვის უნდა მიმექცია ყურადღება.
ბოკეზე ბევრი საინტერესო რამ გავიგე და იმედია უფრო მეტს გავიგებ მომავალში. ჩემი აზრით ქართულ ინტერნეტ სივცეში ერთ ერთი ყველაზე წინწაწეული community.. მოკლედ რომ ვთქვა დიდი მადლობა პატრულს
და კიდევ, ძალიან ბევრს ვიცინი აქ დაწერილ პოსტებზე, ზოგიერთ კლუბის წევრს უძლიერესი იუმორის გრძნობა აქვს და მათი პოსტების წაკითხვა ცალკე ამბავია
რა გვიან მოვაგენი ამ ტოპიკს, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს მე აქ ჩემმა უახლოესმა და შესანიშნავმა ადამიანმა და ფოტოგრაფმა Sebastian -მა მომიყვანა..ხოდა ჯერ ნელა ნელა, მერე ჩქარა ნელა..და ბოლოს კი შემარქვეს ნინა მაწონი, სმეტნინა მაწონი, ნინა მაწ ტერეზა და აგერ ბატონმა გუჯამ უკვე პრასტაკვაშაც დამარქვა რა მინდა ვთქვა..კარგი და ცუდი ყველგანა... ადამიანის ადამიანობა და უნარი კი იმაში მდგომარეობს, რომ კარგი დაინახოს, და სიკეთე თესოს. მიხარია აქ რომ მოვხვდი. გავიხაროთ ყველამ ერთად და ვაკეთოთ სიკეთე რომ ჩვენც გვეამოს ჩვენი საქმენი საგმირონია, და სხვასაც ეამება.
ჩემი ისტორია ასეთია: icq-ს საიტზე საშინელი მოწყენილობის ჟამს ვთამაშობდი pool-ს... ხოდა იქ სულ შემთხვევით თამაშის დროს გამოველაპარაკე ქართველ user-ს, და მან მითხრა ამ საიტის შესახებ... მაშინ ფოტოხელოვნებაზე მარტო ის ვიცოდი, რომ ასეთი რამე არსებობდა საერთოდ!... )) ამის შემდეგ დაახლოებით ერთი წელი მაინც გავიდა... არამგონია ვახსოვდე, მაგრამ მაინც მინდა უბრალოდ მადლობა ვუთხრა იმ ადამიანს!... ეს საიტი ნამდვილად სასიამოვნო სიახლე იყო ჩემთვის!... (საგაზეთო სტატიასავით გამომივიდა!... )...
როგორ მოვხვდი აქ და ფოტოების გადაღება ყოველთვის მაინეტერსებდა... მერე ერთ მშვენიერ ინგლისურის გაკვეთილზე... ბოკლემა ნინო ცავამ ახსენა ბოკე თუ შევიდა და დამარტყა აზრმა აი ზუსტად საჩემო საიტიმეთქი... მერე ვიყიდე აპარატიო და ჩემი პირველი ფოტოც დავდე რაც ფოტოების გადაღება დავიწყე იმ დღიდან ვარ ბოკელი ანუ 27 იანვრიდან... კარგად მახსოვს იმიტო რო ჩემი დაბადების დღიდან 2 დღეში მივრეგისტრირდი და თან ჩემ პირად გვერდზეც ხო წერია joined ამა და ამ დღესო
ხოოოდა იმის თქმა მინდოდა რო ბოკე მართლა კაი საიტია პატარ პატარა მინუსები რო არა მაგრამ პატარა მინუსები ხომე ყველაფერს აქვს ისევე როგორც ობკეს... მარა მე მაინც ძალიან მიყვარს ეს საიტი, ვოტ
მე როგორ მოვხვდი ბოკეზე და ერთხელ ლინდამ მითხრა ამ საიტის შესახებ, მოვედი -ვნახე- მომეწონა და დავრეგისტრირდი აი ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა ბოკესთან. ძალიან მიყვარს ეს საიტი და ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი აქ. ასე რომ გაუმარჯოს ბოკეს და გაგვიმარჯოს ჩვენ
გოთფრიდ ლენცმა მომწერა ლინკი, ნახე რა ავტო გადავიღეო)))) მომეწონა))) დავრეგისტრირდი. გაგებაში არ ვიყავი რა იყო ფოტოაპარატი.. ნახევარი წლის მერე დარეგისტრირების შემდეგ ამოვიღე მამაჩემის ზენიტ ეტ, გავაკეთებინე და დავიწყე გადაღება. მის მერე წელიწად ნახევარი გავიდა.. ისევ და იასევ ამ კამერით ვიღებ)))))))
ხო ჩემს ისტორიას რაც შეეხება ნამდვილად არ მიყვარდა ფოტოგრაფია ისე როგორც ეხლა მიყვარს ნუ ბოკე საიდან აღმოვაჩინე და ერთერთ ფორუმზე ვეძებდი ფოტოაპარატს ყიდვა მინდოდა და ერთმა კეთილმა ადამიანმა ბოკე მომასწავლა იქნებ რამე იყიდოო ხოდა შემოვედი მომეწონა პსიხასი არ იყოს და დავრეგისტრირდი შემდეგ ლაშქრობის საშუალებით გავიცანი ხალხი ნელ ნელა ხალხის ნდობაც მოვიპოვე ახლა კი ფოტოგრაფიაზე და ბოკეზე თავდავიწყებით შეყვარებული გიორგი მახარაშვილი ბოკელია ნუ ასეე
მე უფრო მარტივად, ერთხელ ბექა მემარიაჟებოდა თავისი გადაღებული ფოტოებით და დალინკა მესინჯერში ხოდა მეც ამოვყავი თავი აქ და იმის მერე აღარ გამომირთავს რა და ძალიან შემიყვარდა აქაურობა და აქაური ხალხი. გკოცნით თქვენი მოდიღლიანი
მე jgu-მ მითხრა, საბა შენგელიას ფოტოები იციო? არათქო, ეგ ხომ მხატვარიათქო? იცი რა მაგარ ფოტოებს იღებსო? აბათქო? აჰაო ლინკიო. ვა, რა მაგარ ფოტოებს იღებსთქო! მერე დავდე პირველი ფოტო... მერე გავაწვიტე უფრო კარგი ფოტო დამედო... ახლა მინდა კიდევ უფრო კარგი ფოტო დავდო...
მოგესალმებით სუყველას როგორ მოვხვდი საიტზე და ძალით დამსვეს კომპთან ნათესავის სახში და რამოდენიმე ფოტოები მანახეს იცოდნენ რომ ვაგროვებდი პეიზაჟებს და მითხრეს რომ ყველაზე კარგი ფოტოები აქ იყო ხოდა მეც შევყევი და ეხლა ყოველდღე საიტზე რომ არ შემოვიდე რაღაც მაკლია ასერომ შეიძლება ითქვას საინტერესო და ბევრი სიახლე სწორედ ამ საიტით ვისწავლე და გავიგე ფოტოგრაფიაზე დიდი მადლობა მინდა უთხრა საიტის შემქმნელებს და ყველა ბოკელს.