ЧТОБ ВСЕГДА БЫЛО СОЛНЦЕ !!!!!!!!! ЧТОБ ВСЕГДА БЫЛО БОКЕ !!!!!!!!!
უი ის დამავიწყდა, როგორ გავიცანი ბოკე: ქოლგაზე საკუთარ Fოტოსთან ვიდექი და მეგობრებს ველაპარაკებოდი, უცბათ ვიღაცეები მოვიდნენ და ეს Fოტო ბოკეზე არ იდოო? ავტორი - ჩაკა სადააო? გამოვეჭიმე ვანიჩკებმა აღმომაჩინა, როგორ მომენატრა წამიყვანა და გამაცნო დანარჩენი ბოკელები. იმის მერე ყველას სისხლს ვუშრობ
მე ნიკამ მითხრა და ერტი ორი კვირა ვატვალიერებდიი..ხოდა მერეე გადავწყვიტე პოტოებიი გადამეგოო დაა ასე წავედი ბორჯომი ხარაგაულის ლაშქრობაშIი და გადავიგეე Fოტოები......................... მის მერე კიდევ 5-6პირიი გადავიგეე და მერეე დგემდეე დასტოპებული ვარ...
ხო რაც მთავარია..... თავიდანნ საშინლადდ არ მომწონდა და მაგიზიანებდაა პჰოტოებზე კომენტარებიი (ჩემ პჰოტოებზეე არაა არ მქონდა მაშინ გადაგებული) აი ლაშქ Added @ რობის მერეეე კიი ყველაპერიი შეიცვალააა
Member Group: VIP Forum Member Joined: 20-April 05
მუაჰაჰაჰაჰაააა. მალადნიაკ
20 აპრილს დავრეგისტრირდი, შემთხვევით შემოვბოდიალდი და ეგრევე ბარის ფოტო შემეჩეხა, რომელიღაცა რეპორტაჟიდან... და მეთქი მივწერ(ძველი ნაცნობობის ბაზარია)! დაურეგისტრირებლად არაო, და გავწევრიანდი მაგრამ მაინც ვერ მივწერე, ქართულს ურევდა მაშინ და შევეშვი... მერე რამდენიმე თვეში ბუკმარკებს ვასუფთავბდი და კინაღამ მივაყოლე ბოკე
ამ საიტზე შემოვედი რაარავისის საიტიდან. ტელევიზორში რეკლამა იყო რაარავისის კონკურსის და მის საიტზე იყო რაღაც ინფო. მეც იქ შევძვერი, გადავაქოთე და მისი მხარდამჭერი ფოპოკლუბის ლინკზე გამოვედი. ხოდა ვარ აქ და ვარ
ო წასვლით მე 2 თვეა შემოვედი და 2ჯერ წავედი... ლოლსკიმ იცის ჩემი ზესოციალური ხასიათი სოფო გალერეა როგორ წაგაშლევინე მაგნიტური ველია აქ ... დავბრუნდი და თავს ვაკონტროლებ
მე როგორ მოვხვდი აქ და... ერთხელ ჩემს მეგობარს, irin_a-ს ახალ სამსახურში ვესტუმრე... ხოდა, მისი უფროსი, ფრიად სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა (არ მთხოვოთ, ვინაობას არ დავასახელებ, თვითონაც მიხვდებით... ). მოკლედ, ვისაუბრეთ ბოტიჩელიზე, ეგვიპტეზე, ევროპის ქვეყნებზე და რაც მთავარია, ქუთეისზე კედელზე გაკრული ფოტოები რომ შევნიშნე და ყბა ჩამომვარდა, მათი ავტორის ვინაობით დავინტერესდი, ხოდა, მეგობრის უფროსმა მითხრა, ჩემებიაო და რომ დაამატა, უკაცრავად და, "მაგენი, თხლეებიაო" (ციტატაა ), მეორედ ჩამომვარდა ყბა...
შემდეგ ვისაუბრეთ ბოკეზე, ბოკელებზე (პირველად მაშინ გავიგე ეს ჯადოსნური სიტყვები ) და, რა თქმა უნდა, ქუთეისზე ... მას მერე წავიდა ჩემი საქმე წაღმა... მას შემდეგ გავიხსენე ბავშვობისდროინდელი ოცნება და "ფართოდ დახუჭული თვალებით" დაკარგული დრო დამენანა....
მერე იყო აპარატის აქტიური ძიების პროცესი, ფოტოტექნიკის ერთ-ერთი ცნობილი ფირმის ქართველ მესვეურთა ლანძღვა-გინება (უსინდისობისა და სიძვირისთვის), მერე მამა-პაპური "ზენიტის" შეძენა და მერე... ჩაშავთეთრებული გალერეა ბოკეს სამყაროში
ყველანი მიყვარხართ ხალხო და აბა თქვენ იცით... უი, აბა ჩვენ ვიცით.
აუ აქ რა ხდება?! ამ offtopic-ებში მოგახსენებთ ჩემს ამბავს ბარეღამღა
ახლა ვნახე, რომ 1 წლის წინ დავრეგისტრირებულვარ ინტერნეტში ფოტოების თვალიერებისას წავაწყდი ამ საიტს. მგონი ვანიჩკების "თოლიები", თუ გოგიასი მომეწონა. ზღვაზეა გადაღებული ქოლგები და სოკოებივით დგას თქო.. მოკლედ მივხვდი, რომ აქ სეეეეეეეეეერიოზული ხალხია და დამავიწყდა კიდეც ამ საიტის არსებობა მერე.
2005 წლის ზაფხულში მონატრებულ დედულეთში, სვანეთში, გადავიღე 6 ფირი და დავდე 1-2 ფოტო photo..გე ზე, სადაც 4 დღის მერე განათავსეს (მას შემდეგ, რაც "გადახედეს" ) ხოდა იქ გამომეხმაურა სვანი ბიჭი ORUZ, რომელმაც დამაკვალიანა: წადი, ბოკეზე დადეო. მე ვეუბნები: მანდ ძალიან ძლიერი ფოტოგრაფები არიან და მე რა მინდა თქო? ბევრი რა გავაგრძელო, ძალიან შემაგულიანა და დავდე "ცისარტყელა მესტიაში".. თვალები შუბლზე ამივიდა, რო დავინახე 2 წამში განთავსდა მას შემდეგ დამებედა ნაჭყებიას დადებითი კომენტარები
ოოოო დანარჩენებს აღარ მოგიყვებით, ჩემი გალერეაა ჩემი ისტორია ხო, მადლობა ORUZ-s , რომ აქ მომახვედრა, შემაგულიანა (და ამას დღემდე აკეთებს და სტიმულს მაძლევს). ძალიან მიხარია რომ გაგიცანით.. მაინც განსაკუთრებული ხალხი ვართ რა ეს "ფოტოგრაფები"!
ფაქტია, რომ ამ საიტზე ვიზრდები და რაღაცას ვსწავლობ.. ბილბორდის ამბავმა კი გამოცდილება მომცა მაგარი და ბოკეს ვარდისფერი ფოტოსამყაროდან რეალურ ქართულ სინამდვილეს შემაჯახა.. ცოტაც და იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება!..
ღმერთია მოწამე, რომ მე არანაირი ამბიცია არ გამაჩნდა და ჩემი ფოტოებით ბიზნესის აწყობას არ ვაპირებდი დამიგროვდეს ბევრი ნორმალური ფოტო და მერე ვნახოთ პრინციპში!
ხოდა ბანაობა მიდის ნუ იტყვი. გარეთ შესაბამისი ამინდია და დუშივით ასხავს ზეციური მოვლენა - წვიმა თქვენი ყურადღება მინდა ჩემსკენ მივიპყრო და საწყის თემას დავიბრუნდეთ. რა გარემოებაში მოვედი მე აქ: ის იყო და ის აპარატი ვიყიდე, ხოოოოოდა :ვასო ფხაკაძისეული სმაილიკი: (სერიიდან შაბათის შოუ) ფოტო.ჯი-ზე ორი ფოტო დავდე. მერე გრიგოლის მსგავსად რეკლამიდან რარაავის კონკურსის ამბები გავიგე და ვეწვიე საიტს, სადაც ბანერის საშუალებით მოვხვდი ბოკეზე. 2005 წლის 14 მაისს დავრეგისტრირდი, 2 თვე ხმა არ ამომიღია და როგორ იქნა 2 თვის შემდეგ მე "უნავიჩოკესმა":) 1-ლი ფოტოც დავდე, ხოდა ხელმეორედ დავიბადე კაცოოოო.... მას მერე მე და ჩემი ოჯახი კმაყოფილი ვართ :Georgia Online-ის სმაილიკი: გაგვიმარჯოს ხალხო გვამრავლოს და გვამრავლოს...
პირველი კომენტარი არა მაგრამ პირველი პოსტი მახსოვს მოკლედ როგორც უკვე ვთქვი ძამიკომ რომ მითხრა ამ საიტის შესახებ, შემომვვარდი დავათვალიერე, გადავხედე- გადმოვხედე, მაგრად მომეწონა და გადავწყვიტე რაღაც პოსტი დამეწერა, არაფრის აზრზე არ ვიყავი, როგორ, რა, რანაირად და პოსტის დაწერის მაგივრად მოდერატორს მოვწერე ჩემი აღფრთოვანება,დაახლოებით ასეთი ტექსტი:"თქვენს შესახებ ახლახანს გავიგე და აღფრთოვანებული ვარ და ა.შ." მოკლედ მოდერატორი შომი იყო მეორე დღეს მომდის შომისგან PM "ვერ გავიგე?"
ნაჭყებია ქალი მეგონა იმიტორომ 2 ნაჭყებიას ვიცნობ და ორივე გოგოა! სოფო და შოთა და- ძმა!!! რატომღაც მეგრელიშვილი და ნადარეიშვილი გავაიგივე! ეკა უბოროტესი ვამპირი!!!! რომ არ დაგინდობს და ცივი გულით ყელს გამოგჭრის! შომი ბუნჩულა ბალღი!!! რომ ვნახე გა - და- ვირიეეეეეეე!!!! ნიკა თინეიჯერი რომელსაც მამამ ახლახანს ნივის გასაგები მისცა! ხო მაგდუც ქალი მეგონა !! რატომ თვითონ მიხვდით !!! ნუ გუჯა დასაბამიდან გუჯა ააა!! რა!!!!
ესეიგი რვა მოდერი გავაბრაზე ამ პოსტიტ და რვავემ 10-10 ვორნი და კაკრაზ 100 ია!!!
ხოოოოდა, მეგობრის მამა მოყვარული ფოტოგრაფია. ერთხელ უთხრა თავის შვილს-ასე და ასეო, კარგი ქართული ფოტოკლუბია და ნახეო. იმ ჩემი ცოდვით სავსემ კიდო იცოდა, რომ აპარატი ახალი ნაყიდი მქონდა და ვაჩხაკუნებდი, ხოდა შედიო ბოკეზე, მირჩია. გავიდა ორიოდე თვე და რაკი ცოცხალი დავუბრუნდი ქვეყნიერებას, ავდექი და გესტუმრეთ! მახსოვს რამდენი ვიწვალე, რომ ფოტოს ატვირთვის უფლება მიმეღო. მას მერე აქ ვარ და ვცდილობ თავი ნამდვილ ბოკელად ვიგრძნო (თუმცა ჯერ არ გამომდის, რადგან პირისპირ არავის შევხვედრივარ). აღარც კი მახსოვს რამდენჯერ მომიწია ნერვების მოთოკვა და ,,უკან დაბრუნება". კიდევ რა? ააა, როგორც უმრავლესობას, მეც მაქვს ნაჩხუბარი ნაჭყებიასთან (თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს კაცი ზუსტად ისეთია, როგორადაც კოტემ დაახასიათა). მოკლედ, მოვრჩე, თორემ გავავსე გვერდი! მიყვარხართ ყველა!
შემოვედი თუ არა, პირველი ეს თემა შემომეჩხირა თვალში ნამდვილად არ მაქვს თავი (და არც სურვილი) გადავიკითხო რაც აქამდე გიწერიათ. იმიტომ რომ თითქოს ზეპირად ვიცი, თუ რას ეტყოდნენ ეს ლამაზი და "მურაბა" ბოკელები ერთურთს მე არ ვიცი როგორ დაიწყო თქვენთვის, მაგრამ ვიცი მე როგორ მოვხვდი ამ გაუგებრობაში და როგორ ჩამითრია თქვენთან ურთიერთობამ. თუ ვერ შემოვდივარ, თითქოს რაღაც აუცილებელს გამოვაკლდი. სულისთვის, თორემ საქმემ სახედარი მოკლაო... საქმე მაკლია ეხლა მეე???? რაღა დაგიმალოთ და თითქოს მართლაც მეგობრებიხართ ჩემი. ალბათ ასეც იქნება. გილოცავთ ყველას დამდეგ აღდგომას!
ღვთის განგებით ჩემო ქეთო )) შემთხვევით.... - დავგუგლე და მოვედი Added @ და კიდევ: ყველას გთხოვეთ უკვე - თქვენობით თუ მომმართავთ ნიკს შევიცვლი თქო. ნუ გამაკეთებინებთ ამას