Guja, არა ტაბუცაძის ფოტოებს ვერ დავდებ, გააგდებენ სახლიდან და მე ჯერ ცოლის მოყვანას არ ვაპირებ . მე მეტი არაფერი მაქვს საინტერესო და ვისაც ააქვს მომაწოდოს
3. როგორ გავზარდოთ პანორამის დინამიური დიაპაზონი? მე პანორამებს ვიღებ შემდეგი ფიქსირებული პარამეტრებით: დიაფრაგმა, თეთრის ბალანსი და ფოკუსი (ეს ბოლო ყოველთვის არა). ექსპოზიცია ავტომატურად განისაზღვრება. ანუ ვღებულობთ კადრებს რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგი გადანათებულია ზოგი კი ბნელი. როგორ გადავაბათ ისინი ერთმანეთს? თუ სხვაობა მცირეა მაშინ ვხმარობ PTAssembler–ის დანამატს Enblend–ს. თუ სხვაობა დიდია მაშინ მოგვიწევს ფოტოშოპში ხელით მუშაობა. PTAssembler–ი საბოლოოდ გვაძლევს შრეებიან PSD ფაილებს მასკებით! სწორედ ამიტო ვაყენებ მას სხვა პანორამულ პროგრამებზე მაღლა. ფოტოშოპში ყოველი შრისთვის მე ვამატებ New Adjustment Layer -> Curves -> Mode: Luminosity და აუცილებლად ვამაგრებ ერთმანეთს (Ctrl-G). შემდეგ მრუდების საშუალებით ორ მეზობელ შრეს ვამთხვევ კონტრასტ/სიკაშკაშით. თითოეულ Adjustment Layer–ს აქვს მასკა. მასში მე ვასხავ გრადიენტს ერთი ბოლოდან მეორისკენ თეთრიდან შავისკენ ისე, რომ წინა კადრთან უკვე დამთხვეული მხარე უცვლელი დარჩეს, ხოლო მეორე ახალ კადრს დაემთხვას. ამ მეთოდით გამოდის თანაბარი გადასვლა კადრებს შორის და დინამიური დიაპაზონი იზრდება.