AMADEUS, ეხლაც 300-ია 50 ლარში კი არ გაგოიმებდა, არამედ შენ მხარეს ყოფილა ის ჯიგარი!!! მოკლედ, ეხლა აქ დავდებ კოდექსს და მერე თქვენი ხმა არ გავიგო, „მემგონიო“, „ისაო-ესაო“, „მიხომა თქვა, თომას ბატონი დაუნახავს, ხაშლამას ჭამდა და პირს აცმაცუნებდაო“ და ეგეთი რაღაცეები!!!
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ მთავრობას ახალი კანონპროექტი წარუდგინა. “საბაჟო გადასახადების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით მოქმედი საიმპორტო ტარიფების სისტემა 14%, 15%, 16%, 17%, 18%, 20%, 25%, 30%-იანი განაკვეთებით, კანონის ამოქმედებისთანავე 12%-მდე შემცირდება, საიმპორტო ტარიფი 6%, 7%, 8%, 10% – 5%-მდე დავა, ხოლო საიმპორტო ტარიფი 4% – 0%-ს გაუტოლდება.
2007 წლის 1 იანვრიდან საბაჟო გადასახადის განაკვეთი 12% – 5%-მდე შემცირდება. საბაჟო გადასახადის განაკვეთი 5% უცვლელი დარჩება.
2008 წლის 1 იანვრიდან საბაჟო გადასახადის განაკვეთი 5% – 0%-ს გაუტოლდება.
****************************** ეხლა რაც შეეხება ფოტოტექნიკას. ობიექტივები, ფილტრები, გასანათებელი საშუალებები, 35მმ-იანი სარკისებრი აპარატები და მოკლედ ყველანაირი ფოტოტექნიკა დღეს იბეგრება 5%-იანი განაკვეთით. 2008 წლის 1 იანვრიდან კი ეს 5%-იც მოისხნება.
15158 900651000 - - საჽკისებჽი, ფიჽისათვის სიგანით აჽა უმეტესი 35 მმ-ისა ამაში ცუფრული SLR-ებიც შედის? ... და ვერ გავიგე 5% -ია დაბეგვრა თუ რამდენი? და ალბათ 18 დღგ .. მაგრამ მე როგორც საკუთარ არა გასაყიდ ნივთში ხო არ უნდა გადავიხადო დღგ?
საკუთარი და არასაკუთარი რა შუაშია? გასტრონომში არაჟანს რომ ყიდულობ, დღგ-ს არ იხდი? ყველა ფოტო ტექნიკა 5 პროცენტით იბეგრება, ასე რომ ალბათ ციფრული სარკისებრიც მანდ შევა.
ninuka..., eBay-ზე ვისგანაც ყიდულობ, იმას კითხე! და ისე ჩამოტანაში რას გულისხმობ? მაგალითად, თუ ამხანაგი ხელით ჩამოგიტანს, არაფერი არ დაგიჯდება! მუქთა იქნება, ისევე როგორც „პრასი უფასოდ“ გაბრიაძის არ დაიდარდოში!
გასაგებია, მაგრამ ჯერ არ ვიცი ვისგან ვყიდულობ და იმიტომ ვკითხულობ, ჩამოტანაში კიდევ ფოსტით გამოგზავნას ვგულისხმობ, ანუ ტრანსპორტირების ხარჯები მაინტერესებს! Is it clear???
დღეიდან საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებულ საქონელზე ახალი საბაჟო ტარიფები ამოქმედდა.
რამდენიმე ათეული განაკვეთის ნაცვლად იმპორტიორებს მხოლოდ სამი - 12%, 5% და 0-%-იანი საბაჟო გადასახადის გადახდა მოუხდებათ. საბაჟო გადასახადი მთლიანად განულდება პროდუქციის უმრავლესობაზე, მათ შორის მანქანა-დანადგარებზე, ხე-ტყეზე, ყავასა და საფუარზე, რძის ფხვნილზე, კაკაოზე, ცოცხალ თევზზე, ყველა სახის თესლზე და სათესლე მასალაზე, ფოტო და კინოსაქონელზე, აბრეშუმის, ბამბისა და მატყლის ქსოვილის ნედლეულზე, დაუმუშავებელ ტყავზე, ნატურალურ და ხელოვნურ ბეწვზე, იარაღსა და საბრძოლო მასალებზე, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, ყველა სახის საათზე, სათამაშოებსა და სპორტულ ინვენტარზე.
საბაჟო ტარიფი უნდა გაუქმებულიყო ხორბლის ფქვილსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებზე (ჩაი, ხილის წვენები), მაგრამ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია ადგილობრივ მეწარმეთა და დეპუტატთა ერთ ნაწილს (რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ იმპორტზე გადასახადის გაუქმება აგრარულ სექტორს მძიმე დარტყმას მიაყენებს) და 12%-იანი საბაჟო გადასახადი დროებით დატოვა.
12% და 5%-იანი განაკვეთი წლის ბოლომდე დარჩება სამშენებლო მასალებსა და ზოგიერთი სახის მზა პროდუქტზეც. შემდეგ ეს ტარიფები ეტაპობრივად შემცირდება, 2007 წლის იანვრიდან 12-პროცენტიანი განაკვეთი 5 პროცენტამდე დაიწევს, 5-პროცენტიანი უცვლელი დარჩება, ხოლო 2008 წლიდან 5-პროცენტიანი განაკვეთიც განულდება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი შემცირებული საბაჟო განაკვეთები ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის ევროპული საქონლის შემოტანას, რონელიც დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულ ნედლეულს ჩაენაცვლება.
Nika, სტატიაში ლაპარაკია იმპორტის გადასახადის დაწევასა და განულებაზე.
რაც შეეხება დ.ღ.გ.-ს, ეგ მაინც გადასახდელი იქნება იმპორტის შემოტანისას. ეხლა მთლად ცარიელ-ტარიელს ხომ არ დავტოვებთ საქართველოს ისედაც გაღარტაფებულ ბიუჯეტს. იდეაში, სისტემა ასე უნდა მუშაობდეს: ექსპორტიორი ქვეყანა არ უნდა გახდევინებდეს დღგ-ს, რომელსაც შენ შემდგომში საქართველოს გადაუხდი. ზუსტად იგივე რაც TAX REFUND (GLOBAL REFUND)-ის დროს ხდება აეროპორტებში ან სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისას. ეს ნიშანი ხომ შეგინიშნავთ? ხოდა ეს ნიშანი იმას კი არ ნიშნავს, ევროპამ ფული მოგვცეს და ჩვენ საქართველოს არაფერს მივცემთ! იდეაში, ის თანხა, რომელსაც მაგ. გერმანიის აეროპორტში გიბრუნებენ საქართველოს ბიუჯეტში უნდა მიდიოდეს (რა თქმა უნდა შეძენილი საქონლის ოდენობისა და ღირებულების გათვალისწინებით).