აი ისე დახედეთ აბა... კარგად ნახმარი კი არის აბა როგორია? დაუმუშავებელი, შარპნესი კამერაში 0 ასევე სატურაცია... ფოტოშოპში ცოტა ფერები შევასწორე, უკან წითლად შეღებილი სახლი არის და ბავშვის სახეზე ირეკლებოდა საშინლად
devil, ხო ნუ მაგ ლინზა ახალი 50-კისგან მარტო გარეგნულად განსხვავდება. ანუ ლინზებიც და მტელი შიგნეულობა ერთნაირია. შესაბამისად ფოტოებიც იგივე გამოდის. უბრალოდ უფრო გამძლეა ცხადია.
TABASCO, მაგის დაწერას პმ გაგეგზავნა მოდერისთვის ამ თემის მითითებით ელემენტარული ლოგიკაა, თუ აქამდე არ ნახეს არც ეხლა ნახავენ და შენი პოსტი კიდევ ყველაზე დიდი ოფტოპიკია
მე ესე ვიცი რო თუ მარტო ერთი ცალი მოგაქვს უცხოეთიდან იმაში შენ არაფერს არ იხდი იმიტო რო ის არის შედი პირადი ნივთი, და თუ ბევრი მოგაქვს მაშინ უნდა გადაიხადო, იმიტო რო ჩემმა ნათესავს ჩამოვატანინე notebooki და იმან ისე გამოიტანა როგოროც პირადი და არ ჩააბარა ბარგში და ხელით წამოიღო რა და იმან არაფერი არ გადაიხადა
აუ, ბლინ.......... ამდენ მარჩიელობას, მანდ საბაჟო კოდექსი არავის აქვს? ძალიან, გთხოვთ, ამოწერეთ შესაბამისი მუხლი და დაპოსტეთ. მე არ მაქვს აქ, თორემ დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი თვითონ!
ერთი ცალი თუ ათი ცალი - განსხვავება არ არის! თუ შემოგაქვს 1 ცალი და გაუხსნელი, იმაშიც ბაჟია გადასახდელი. თუ შემოგაქვს 1 ცალი და გახსნილი (თუმცა სინამდვილეში ცინცხალი და უხმარი) და იტყუები რომ ეს ლეპტოპი ან ფოტოაპარატი ან რაიმე სხვა ნივთი უკვე დიდი ხნის წინ გაქვს ნაყიდი და ასე მიგაქვს-მოგაქვს, ამას ქვია კონტრაბანდა (დიდი ასოებით). ამაზე მებაჟე ვერ მოგედავება და ამიტომაც ტყუვდებიან (ან თავს იტყუებენ).