გონზე არ ვარ. იაფი არ დაჯდება Added @ აპარატით მუშაობა შეიძლება უბრალოდ ყველა სურათს დაჭირდება პატარა ფოტოშოფი. სურათს დავდებ ეხლა გადაღებულს და მიხვდებით
საწყალი აპარატი ( ეგ ლაზერი თვალისთვის მართლა ძალიან საშიშია, აპარატს გამოცვლი, მხედველობას კი ვერ დაიბრუნებ. ebay-ზე თვალები არ იყიდება. ისე სამაგისო ფილტრი ბუნებაში უნდა არსებობდეს. შენი აპარატი პირველი არ არის მსგავსი დაზიანებით.
ტეხავს ვიზიარებ ისე დამცავი არამგონია რამემ უშველოს,კლუბში ND ან CPL ფილტრები რომ დააყენო ხო გააშავებს ყველაფერს UV აზრი არააქვს ყველა ზედმეტ შუქსაც უშვებს
მაგას აქ არავინ არ იყიდის. ჯობია ebay-ზე გაიტანო ან უცხოეთში გააგზავნო გასარემონტებლად. სენსორი ცალკე ძალიან ძვირია, დაემატება კიდევ რემონტის ხარჯი. აქ მაგის გამკეთებელი ფიზიკურად არავინ არის. ან კიდევ Photoshop-ში გააკეთებ Actions და გადაღებულ ყველა სურათს ავტომატურად ამოაკლებ ხოლმე მაგ ზოლს.
ეგ კი არის, მაგრამ აქ ვინ არის მაგ აპარატის ფაქიზად დამშლელი და მერე ამწყობი, ისე რომ ნაწილები არ დარჩეს და აპარატმაც ახალივით იმუშავოს? გეგულებათ კარგი ოსტატი? მე რამდენადაც ვიცი (შეიძლება ვცდებოდე), მატრიცას დაყენების მერე უნდა რეგულირება და მაგას კი სპეციალური სტენდი სჭირდება, რომელიც უბრალო ხელოსანს ნანახიც კი არ ექნება.
ჯობია, ისევ ქენონს მიწერო და თვითონ გირჩევენ როგორ მოიქცე და შესაძლოა რემონტის ფასებიც გამოგიგზავნონ. უახლოესი და ხელმისაწვდომი ჩემი აზრით არის თურქეთის ფილიალი, დუბაიში და რუსეთში. თავისთავად ევროპის ნებისმიერი ქვეყანა. ვინმე წამსვლელი რომ ნახო არ ნუნდა გიგჭირდეს, ქართველები ყველა მიმართულებით მოძრაობენ საბედნიეროდ) ისე კი თურქეთში თვითონ შეგიძლია გადასვლა, უცებ გაარემონტებენ და იქაურ ხედებსაც გადაიღებ.
მაგალითისთვის, ეს მოსკოვის ერთერთი სარემონტოა, მატრიცის გამოცვლა ღირს 12200 რუბლი, დაახლოებით 400 დოლარია. ძებნა უნდა მოკლედ. თურქეთში შეიძლება ამაზე იაფი დაგიჯდეს.
გაიხარე მაგარი ადამიანიხარ მაადლოოობა ძააან დიდიი . თურქეთში ისედაც მივდივარ 25 ში და არ ვიცოდი უეჭველი გავაკეთებ. სანამ გაკეთდება ისევ ჩემ 50D ავაგუგუნებ
ნაწილებად რა მერსედესია? )) და რამდენი ნაწილი უნდა გაყიდოს ან ვინ იყიდის? გაკეთდება, არც ისე გამოუვალი მდგომარეობაა.
http://www.pixelfixer.org/ ეს ვნახე კიდევ. არ ვიცი რამდენად სანდოა, მაგრამ მოსინჯვად ღირს. ოღონდ ჯერ კარგად გაერკვიე როგორ მუშაობს და მიყევი ინსტრუქციას. შესაძლოა უშველოს.