BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> ფიქრები საიტის მუშაობის გაუმჯობესებაზე., კლუბის წევრთა მოსაზრებები საიტის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის

| |
besos
post Dec 18 2012, 00:30
#1 

Amateur Amateur
1,507


გამარჯობა!
ამ თემაში მინდა ყველა ბოკელს ვთხოვო, გამოხატუოს საკუთარი აზრი და შეხედულებები საიტის უკეთესად ფუნქციონირებისთვის და მისი პოპულარიზაციის ხელშესაწყობად.
მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში საიტი კლუბის წევრების დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. ამასთან ერთად ბევრი ახალბედა და დამწყები ფოტოგრაფი თუ ფოტომოყვარული შემოუერთდა კლუბს, რომელთა ნმუშევრების შეფასება და კრიტიკა არც თუ ისე ხშირად ხდება კლუბის წევრების მიერ (ერთეულებს თუ არ ჩავთვლით). ვფიქრობ ადმინისტრაციას, თუ სურვილი აქვს რომ კლუბის საიტმა ნორმალურად იფუნქციონიროს და დაუბრუნდეს ისეთ კონდიციებს, როგორიც წლების წინ ჰქონდა, უნდა გატარდეს რეფორმები, და შეიცვალოს ის მდგომარეობა რაც დღესდღეობით არსებობს.

1. ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა შეიცვალოს ლიმიტები დროში. და დამწყები ფოტოგრაფებისთვის არა 3 დღეში 1, არამედ 2 დღეში ერთი ფოტოს ათვირთვა უნდა იყოს შესაძლებელი, რითიც სხვა კონკურენტ საიტებს გაუთანაბრდება და მათ ვინც სხვა საიტებზე ატვირთეს თავიანთი ნამუშევრები, ბოკეზე ფოტოს ატვირთვა არ დაეზარებათ.

შესაბამისად სტუდენტებს და ბაკალავრებსაც უნდა შეეცვალოთ დროის ლიმიტები. 3 დღეში 1 ფოტო, როცა ის არაკონკურენტულ გარემოში იმყოფებოდა, ნორმალური ვარიანტი იყო. მაგრამ დღესდღეობით არაპოპულარულია და ზედმეტ ბარიერებს ქმნის.

2. დღის ფოტოს ეხება. სერიოზული კრიტიკისა და ქილიკის სგნადაა ქცეული ყველა კლუბის წევრისა თუ სხვა დამთვარიელებლისგან ის ფაქტი, რომ ხანდახან დღის ფოტო ერთი კვირის მანძილზეა გამოდგმული მთავარ გვერდზე. დღის ფოტო კი შეფასების კრიტერიუმით განისაზღვრება. ჩეი აზრით უნდა ჩამოიწიოს კრიტერიუმმა სადღაც 2,5 ქულამდე. ამის შედეგად დღის ფოტოს გამოცვლის პერიოდი საკმაოდ შემცირდება.

3. გაუქმდეს ნულით შეფასების კრიტერიუმი და შეფასებები იწყებოდეს დადებითი ნიშნით. ამით თავიდან ავიცილებთ კადრების "გაფუჭების" შესაძლებლობას.

4. NewBie ჯგუფის წევრებს მიეცეთ შეფასების უფლება. საკმაოდ არაჰუმანური და დამთრგუნველია ადამიანისთვის როცა სხვები მის ფოტოს აფასებენ და მას კიარ აქვს შეფასების უფლება. შეფასების წონა ალბათ უნდა განისაზღვროს სტუდენტის შეფასების ნახევრით. ანუ მაქსიმალური შეფასება 0,31.

ეს ის შემოთვაზებების, რაც ეხლა მომაგონდა. ვთხოვ ყველას ვისაც ამ საიტის ბედი ჯერ კიდევ ადარდებს და არ მობეზრდა ის, გამიზიარეთ თქვენი აზრი ზემოთაღნიშნულის თაობაზე და თქვენი მსაზრებებიც გამიზიარეთ რომ ერთად ჩმოვაყალიბოთ მოქმედების გეგმა და მივმართოთ ადმინისტრაციას ჩვენი რეკომენდაციებით.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topicStart Poll
sabachka
post Dec 24 2013, 03:50
#2 

NewComer NewComer
45


მართალია ერთი წლის წინანდელი თემაა, მარა ისევ ძალზედ აქტუალური.

მთავარი გამქაჩველები აკლია საიტს. მე არ ვიცი ადრე როგორ ფუნქციონირებდა, მარა მე რამდენჯერაც ავტვირთე, როგორც დამწყები დონის ფოტოგრაფმა იმ იმედით რომ რაღაცა ახალს ვისწავლიდი უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არავინ გამომხმაურებია არც კრიტიკა არც შეფასება. ბუნებრივია ფოტოგრაფად არავინ დაბადებულა და ამ ეტაპს ყველა გადის, ასე რომ რაღაც მექანიზმი უნდა იყოს რომელის ახლად შემოსულ ადამიანს არ დააფრთხობს. მაგალითად, მეტი კომუნიკაცია უფრო მცოდნე რანგის ხალხთან უპრობლემოდ გადაჭრიდა ამ პრობლემას. მარა თავის მხრივ უფრო მცოდნე რანგის ხალხს უნდა ჰქონდეთ მოტივაცია რომ იყონ საიტზე და რა უნდა იყოს მათი მოტივაცია ჩემზე უკეთ თქვენ იპოვით შესაძლოა გამოსავალს.

გარდა ამისა ერთი ჯგუფიდან მეორეში გადასვლა თითქმის წარმოუდგენელია საიტის არა აქტიური მუშაობიდან გამომდინარე. ან გაიზარდოს დონეების რაოდენობა ვთქვათ 2ჯერ ანაც დაიწიოს სტანდარტებმა, ადამიანს რომ ქონდეს რაღაც პროგრესის შეგრძნება.

შეფასების სისტემა ხომ საერთოდ ანტიკვარულია კარგა ხანი ვერ ვხვდებოდი რატომ მიწერდნენ 0.62 ნიშანს საკმაოდ ნორმალურ ფოტოში DDDD.gif (დღემდე ვერ გავერკვიე რა მექანიზმით ემატება შეფასებები თან ისე რომ 100 კაცმა რომ შეგიფასოს 5-ს ზემოთ მაინც არ ადის). ჩემი აზრით ყველა შემფასებელს უნდა ჰქონდეთ თანაბარი შეფასების ქულები , რა გამოდის თუ მაღალ რანგიანს არ მოეწონა ფოტო და გიწერს 2-იანს შესაძლოა ეს ქულა იყოს მეტი ვიღაცის 5-ზე. ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება შეფასებების საინტერესო ფორმით მიწოდებაზე, მარა მაინდამაინც აზრი არ აქვს ეს ამაზე ფიქრს. ამდენი წერის მერე პესიმიზმა შემიპყრო საბოლოოდ DDDD.gif DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·



Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 1st August 2025 - 21:32

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'