ჩაერთე ყველაზე სახალისო ფოტოკონკურსში და მოიგე უამრავი პრიზი!
"აჭარის ხარისხის კვირეული 2011" ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 25–29 ივლისს გაიმართება. კვირეულის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების წარმოჩენა, კომპანიების წარმომადგენლებისა და მომხმარებლის პირისპირ კომუნიკაცია, ხარისხის კვირეულის – როგორც ყოველწლიური დღესასწაულის ტრადიციის დამკვიდრება.
კონკურსის წესები: გადაიღე ფოტოები და გააკეთე ფოტორეპორტაჟი,სადაც კარგად იქნება ასახული ის აქციები,შეჯიბრებები და ყველა ღონისძიებები რაც კვირეულის ეგიდით ჩატარდება.
ფოტო რეპორტაჟი გამოაგზავნეთ E-mail-ზე: info@qmark.ge და წერილშივე მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, რეპორტაჟის სახელწოდება, თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, Facebook-ის პროფილის ლინკი).
1.ჩვენ გვყავს დაქირავებული ფოტოგრაფი რომელიც გადაიღებს კვირეულის ხუთივე დღეს, თუმცა იქედან გამომდინარე რომ ეს კვირეული მნიშვნელოვანია ჩვენთვის და არამარტო, საინტერესო იქნება სხვადასხვა ადამიანის თვალით დანახული კვირეული.
2. თუ გავითვალისწინებთ იმ პრიზების რაოდენობას და ღირებულებას რაც გამარჯვებულ სამ ადამიანს გადაეცემა,შესაძლებელი იქნებოდა რამოდენიმე ფოტოგრაფის დაქირავება, თუმცა კონკურსის მნიშვნელობა და აზრი სულ სხვაში მდგომარეობს და არა "უფასო რეპორტაჟებში".
ფოტოგრაფი რომ დაიქირავი მტელი დღით ცოტა კვალიფიციური რო იყოს თან ჯდება სადგაც 500-800 დოლარამდე. ესენი კი 100 დოლარიან პრიზს გაათამაშებენ და მიიღებენ რეპორტაჟშ 500 დოლარის ნაცვლად. ყველა დაჭკვიანდა ამ საქართველოშI რა