1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში. 2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი. 3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს) 4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს. 5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული. 6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი. 7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა. 8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
ამ თემაში სურათების ატვირთვის ფუნქცია ჩართულია!
ამ კვირის თემაა : Sex, Drugs & Rock'n'Roll
(ალბათ ზედმეტია იმის დაზუსტება, რომ პორნოგრაფიას და ნარკოტიკების პროპაგანდას არ ვითხოვ, დუხი დამანახეთ, დუხი! )
3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს)
))))))))))) ნამდვილად Added @ კურიოზი კი იცით, რა არის? – რომ არსებულ ვითარებაში საქართველოს მთავარი როკერი ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის. რომელ ქართველ მუსიკოსს აქვს მასზე მეტი ჟინი და შემართება, მასზე შეუძლებელს ითხოვს, ან მასზე მეტს ანგრევს და ხელახლა ქმნის?
ჰოო და ეს: "დაბოლოს, კიდევ ერთი კურიოზი: ამ ქვეყანაში პრეზიდენტზე უკეთაც ვერავინ რეპავს და მასზე მეტ ფოტოსაც ვერ შეხვდებით სადმე კედელზე დაკიდებულს. ჩვენთან მარტო პრეზიდენტი როკავს და რეპავს. "
Giorgi Janibegashvili,
ტაშ–ტაშ–ტარამ–ტარამ... ვეწევი ნარკოტიკების პროპაგანდას! ჯანიბეგ, კარგი რა
ნუ ესე იგი რა... მეგონა ზედმეტი იყო ის თავის დაზღვევა, თემის პირველ პოსტში რომ დავწერე, მარა ეს სლოგანი მაინც ნარკოტიკებამდე და პორნოგრაფიამდე დაიყვანეთ.. ნიიიშანდობლივი ფაქტია