ვერასდროს ვერ ვხვდებოდი რატომ აკრიტიკებთ ასე ძალიან კომენტარებს: "მომწონს" "კარგია" "მაგარია" "ძალიან მმაგარია" რატომ ითხოვთ რომ ვიღაც ასე დაჯდება და პირდაპირ ფოტოხელოვნების ლექციას ჩაგიტარებთ უფასოდ? კრიტიკა ფუფუნებაა და თან დიიიდი ) და ისე არცერთ უცხოურ საიტზე არ მინახავს ვინმე ფოტოზე წერდეს არ მომწონსო, თუ მოწონთ აკომენტარებენ და თუ არ მოსწონთ უბრალოდ არ მოსწონთ და მორჩა.. რა საჭიროა ნეგატიურობების ფრქვევა... და საერთოდ აქ წერას მგონი ჯობია დავდოთ ფოტოები გალერეაში და ვწეროთ კომენტარები.. თუნდაც "კარგია" "მაგარია" ) და მე მწამს რომ ყვეალფერი ისევ კარგად იქნება )) :peace:
Nikoloz Mameishvili კარგი რა.. საშუალო ფოტო 7 კომენტარს ძლივს აგროვებს 4,2–ს 30 კაცის შეფასება უნდა დაახლოებით და საიტზე მაგხელა აქტიურობა არაა.. მოგვიწევს მერე 2 კვირა ერთი და იგივე ფოტოს ცქერა...
დიდი ამბავი მთავარ გვერდზე თუ ერთი ფოტო იქნება, თუ სხვა ფოტოს ნახვა მომინდება შევალ სხვა საიტზე, ანდაც გალერეაში გადავალ. +ამას, რომელი ფოტოც იმსახურებს იმას 7 კომენტარის აქვს და 27-იც ))
და რა შეიცვლება იმით 4,2 დან თუ იქნება დ/ფ ები? ფოტოების ხარისხი აიწევს გალერეაში თუ მეტი კომენტარები დაიწერება? არა ცუდი არ იქნება, მაგრამ ჩ.ა მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხალხი აღარ აქტიურობს და მაგას ნამდვილად ვერ მოაგვარებს.. კი ) 7–იც აქვს და 27–იც მაგრამ 60 ნამდვილად დიდი ხანია აღარ მინახავს, ) როგორც ადრე ხდებოდა ხოლმე )
ზოგადად არაფერი არ ეშველება არაფერს თუ ხალხი არ შეიცვალა, მაგრამ რაღაც ღონისძიებების გატარება საჭიროა ამხელა მასის სამართავად. შეიცვლება ის, რომ დღის ფოტოს ხარისხი ოდნავ მაინც აიწევს, ჩემის ღრმა რწმენით.
კომენტარიც არის და კომენტარიც, ერთიდაიგივე აზრი ადამიანს შეიძლება სხვადასხვანაირად უთხრა, ერთ შემთხვევაში დაანახო ლაფსუსი და არც მისი ღირსება შელახო, მეორე შემთხვევაში სული მოუკლა და გაამწარო, დამწყებისთვის ეს ორმაგად მტკივნეულია და შეიძლება ერთი თვის ხელში აღებული აპარატი მე-8 სართულიდან მოასროლინო, ქართული ენა იმდენად მდიდარია შედარებებით რომ განსაკუთრებული გაკვეთილების ჩატარება კომენტარების წერაზე სასაცილოც კი იქნება. უმრავლესობა ამ საიტზე შემომსვლელი ახალბედა ფოტოგრაფი იმაზე კი არ ფიქრობს რომ მისი ფოტო მაშინვე დფ გახდეს, არამედ რეალურ რჩევას ეძებს. ღიად ამას გარკვეული მიზეზებით არ აფიქსირებენ (თუნდაც იმიტომ რომ არ დასცინონ), მაგრამ პმ-ში თუ ე-მაილზე ზოგჯერ მთელი თავის წერა მიწევს. მე ესე მექცეოდნენ როცა ვიწყებდი, რომ არა მოზომილი და პედაგოგიური რჩევა ვერაფერს ვერ ვისწავლიდი, ინტერესიც ალბათ მაშინვე დამეკარგებოდა.... მოკლედ რომ ვთქვა (თუ ეს მონოლოგი მოკლეა ) სანამ საიტიდან საერთოდ არ გამაგდეს ამ სიგრძე გამოხმაურებების გამო ) გავიმეორებ ჩემს ზემოთ ნათქვამ სიტყვებს პატივი ვცეთ ერტმანეთს და გვიყვარდეს ერთმანეთი.. მერწმუნეთ სულ სხვა სითბო იქნება აქ და შემომსვლელიც ბევრი იქნება და დამფასებელიც.
იშვიათად შემოვდივარ ამ საიტზე ალბათ კვირაში ორჯერ და ჩემი მხრიდან მსგავსი კრიტიკა აღქმული იქნება როგორც ქედმაღლობა და "ჭკუისმასწავლებლური პონტაობა" (იფ იფ) 3 წელია აქ ვარ 364 დღე 23 სათი და როცა რამეს ვწერ უარყოფითს იგივეს მეუბნებიან იბუტებიან და დარწმუნებული ვარ ვერ მიტანენ მე კიდე სულ მინდა რო დედის რძე ვაგინო მარა ხო ხვდებით სად ხელოვნება და სად ჩაკნორისი ვარ ჩემიძერსკიტრალი ვალი.
მეც ვეთანხმები და მხარს ვუჭერ დღის ფოტოს პროცენტული ქულების მაღლა აწევას 4.2 ისკენ თუნდაც 4.10 ბონუსად 24 საათიანი ანონიმი. მიძღვნა ერთიდაიგივე რაც ეგრეე გაშიფრავს ანონიმს ან რაიმე ნამიოკი თუარა ანონიმის აზრი იკარგება. და რაც ყველაზე მთავარია ფოტოგრაფის სტატუსის მქონე უზერის რეკომენდაცია.. დადებითი შეფასება არარის აუცილებელი 5/5 დაუწეროს ჭუნდაც 4/3.
Avtandil Mamulia, და მაინც მობილურები.. სმს-ბი, ფეისბუკები, ოდნოები.... დაილოცოს ტექნიკური პროგრესი, ზოგიერთი მაინც იპოვის გამოსავალს,,,, მაგრამ როცა ნახავთ ,,ჩაწყობილ'' სურათს, იმაზეა რეაგირება გასაკეთებელი.
20 ამატეური აფასებს 5/5 და წერენ რო გადასარევია და 2 ამატეურ + ან ! ნიშანს ან მოიკითხავს ან პირდაპირ ნაგლად კარგია 5 და ჩემი კომენტარი ამდენ ხალხში რო ფოტო არის სუსტი, წარმოიდგინეთ მე რა ცუდი ადამიანი გამოვდივარ
კიდე რამინდოდა მეთქვა ამდენ უაზრო ფოტოს საიტი როგორ იტევს რამხელა მოცულობა აქვს ფოტო რომელიც არის ძალიან სუსტი რომელშიც არაფერი არარის და ქულებითაც ვერ აცდება მაგალითად 2 ს24 საათის განმავლობაში რო წაიშალოს. Added @ მეც მოვითხოვ ნიკოლოზ მამეიშვილს დაედოს ბანი 1 კვრით.
თუ სხვა ფოტოს ნახვა მომინდება შევალ სხვა საიტზე აი ამისთვის Added @ ჩაწყობილ ფოტოებს უნდა უკვე ადმინი გააწნას სილა ))
ნიკოლოზი თუ კიდე აქ არის და არ გაუშვეს მივლინებაში ერთ რამეს ვაჩვენებ დიდი სიამოვნებით არიქა ფოტოგრაფის შეფასებაო რეკომენდაციაო ესაო ისაო მაგრამ არის ფოტოგრაფების სხვა განზომილებაც. დატკბით... http://www.boke.ge/forum/?img=144400
თქვენ გაიხარეთ კარგად ვერთობი...თავს შევიკავებ ბევრი რამისგან,უბრალოდ მეცინება ..სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს,რიმალენს დავეთანხმები,ამდენ სჯა-ბაასს,სჯობს მივხედოთ ფოტოებს,და ვაფასოთ,ამ თემას უფრო მეტი მნახველი ყავს ვიდრე ამ კვირაში დადებულ ყველა ფოტოს მგონი,ფოტოსაიტია მგონი რომ,და არა ფორუმ.ჯი
მსგავსი თემა არაერთ საიტზე გახსნილა და არაერთგზის,შედეგი? კედელს ცერცვი აყარეო,ასევე რიმანელს დავესესხები და დავძენ რომ უცხოურ საიტებზე არ ყვირიან ცუდიაო,ზოგადად ადამიანის ბუნებაა ეგეთი,ნეგატიურის ფრქვევას ერიდება,და ცხოვრებას ნათელ ფერებში უყურებს...და ვისაც რამის სწავლა უნდა მგონი ბოკე სასწავლო საიტი არაა,ამისთვის ბევრი სხვა ადგილიცაა(მავანნი იტყვიან სადაა ფული ან სასწავლებელიო) რას ვიზამთ,კრიტიკაც ფუფუნებაა და განათლებაც(განათლება ყველაზე ძვირია ყველა ნორმალურ ქვეყანაში) ვისაც სურვილი აქვს,ელემენტარული სამხატვროში ლექციას შეუძლია დაესწროს,მგონი უარზე არ იქნებიან ერთი კაცი ლექციაზე რომ იჯდეს,კომპოციზიას და გარადაციებსა თუ ცივ და თბი ფერებს ასწავლიან იქ...თუ ამის დრო არ გაქვთ და მიზეზები ბევრი გაქვთ,ინტერნეტში მილიონობით მასალაა,თვალები აღარ მივარგა პდფ-ში კითხვისგან,წაიკითხეთ ბატონო,ნეტი არ გაქვთ? არც ადობე რიდერი? მობრძანდით წიგნის მაღაზია-კაფე ლიგამუსში,უამრავი წიგნია ფოტოგრაფიაზე(ჭავჭავაძის 32) წაიკითხეთ,უფასოა,არაჩვეულ;ებრივი წიგნებია... და თუ გეზარებაათ მენდელეეევისა არავის მოგივათ,არ ჩაგიფრინდებათ თავში,სხვა თუ არაფერი არსებობს კეთილი ხალხი,მიწერეთ,შეაწუხეთ,გეტყვიან,გასწავლიან,გირჩევენ,თავის თაც დაგიწერენ აქ,და მიიღეთ რააა
დადიანს ვეთანხმები,ძალიან დაქვეითებულია გემოვნება...და უკაცრავად და ყველა გემოვნებიანი ვერ ვიქნებით(იქნებით) ასეა და ჰა,გააპროტესტეთ თუ გინდათ... და კიდევ ბევრი რამე,ხოლო ვისაც ოდნავ მაინც გაქვთ გემოვნება,დახვეწეთ,თქვენ უნდა იმუშავოთ თქვენს თავზე...მარტო,კავალი,დიორი,შანელი,მაგნუმი თუ რაიმე ფოტოჟურნალი ან ფოტოგრაფი არაა გემოვნება,გაეცანით ხელოვნების ისტორიას,და ეს ყველაფერი ჯამში,მგონი რომ ოდნავ ჩამოგაყალიბებთ და დაგხვეწავთ,ვისაც ადვოკატობა უნდა და 24 სთ ბოკეზეა,უკაცრავად ამპარტავნობისთვის,მისამართი შეგეშალათ
ბრძენ ხეთებს შუთვალე სანამ რამე არ შეიცვლება უკეთესობისკენ და სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ აქციები, მიტინგები და შიმშილობები გაგრძელდება სიკვდილამდე!
ისე კი, 4მდე რომ აიწიოს დ/ფ-მ და მერე ხალხი მაინც არ შემოვიდეს, რომელიმე უაზრო კადრი გაიჭედება რამდენიმე დღით მთავარ გვერდზე და დაფიქრდით მაინც
ვინც შემოსასვლელია აქ, ამ თემაში ისინი არ შემოდიან.. ანუ მე ვგულისხმობ ახალ ნაკადს. მგონი ისინიც უნდა კითხულობდნენ ამ ნაწერებს და არა ისევ ძველი ბოკელები ))
მოკლედ კარგი აზრია დღის ფოტოს სისტემა ისეთივე იყოს როგორც მეზობელ საიტზეა, იყოს ბოკეს გამოცდილი წევრებისგან შემდგარი ჟიური ერთი 8 ადამიანი მაინც რომლებიც გამოირჩევიან აქტიურობით და დღის ფოტო გახდეს ის ფოტო რომელსაც მეტი რეკომენდაცია ექნება ამ ჟიურისგან. ან რაღაც ესეთი, რა თქმა უნდა ამ ჟიურის წევრთა ვინაობა ანონიმური იქნება, ეს გამორიცხავს მეგობრების მიერ შეფასებული ფოტოების გადღისფოტოვებას ნაწილობრივ მაინც გამოასწორებს სიტუაციას.
ხო მაგრამ ეს არაა მთავარი პრობლემა.... პრობლემა ჩვენშია და უნდა შევძლოთ სიზარმაცის დაძლევა და უფრო აქტიურები ვიყოთ სხვისი ფოტოების მიმართ (ეს მეც მეხება ) თუ წევრები ისეთივე აქიურები არ ვიქნებით როგორც ეს ადრე იყო ხოლმე ეს დეგრადაცია თუ რასაც უწოდებთ გაგრძელდება უსასრულოდ
ხო მაგრამ ეს არაა მთავარი პრობლემა.... პრობლემა ჩვენშია და უნდა შევძლოთ სიზარმაცის დაძლევა და უფრო აქტიურები ვიყოთ სხვისი ფოტოების მიმართ (ეს მეც მეხება ) თუ წევრები ისეთივე აქიურები არ ვიქნებით როგორც ეს ადრე იყო ხოლმე ეს დეგრადაცია თუ რასაც უწოდებთ გაგრძელდება უსასრულოდ
ერთ რამეს ვიტყვი... ბოკე ყველაზე თავისუფალი და დემოკრატიული საიტია
კარგი იქნებოდა ყველა ასე რომ ფიქრობდეს ჯინჯილიკო
ჩემს სებიექტურ აზრს ვიტყვი რომ ზოგს მაინც გონია რომ ბოკე მხოლოდ მისია და ბოკეზე სიტყვა ეთქმის.
მე მაგალითად მეცინება ას რომ გონიათ
შეფასებას რაც შეეხება ერთადერთი ადამიანი რომელიც ხშირად მხვდება თვალში, (სხვებისაც ვხედავ) მაგრამ ვიმეორებ ხშირად ვინც მხვდება ესაა scout რომელიც ყველა ფოტოს აფასებს და აკრიტიკებს ზუსტად ისე როგორც საჭიროა
მელ ჩემს გალერეაში შეამჩნევთ რომ ყველა ფოტოზე წერია Welcome Critics მაგრამ რამოდენიმე ადამიანი თუ წერს კრიტიკას არადა მართლამაინტერსებს ყველას აზრი და ხედვა ფოტოზე.
ხო მაგრამ ეს არაა მთავარი პრობლემა.... პრობლემა ჩვენშია და უნდა შევძლოთ სიზარმაცის დაძლევა და უფრო აქტიურები ვიყოთ სხვისი ფოტოების მიმართ (ეს მეც მეხება ) თუ წევრები ისეთივე აქიურები არ ვიქნებით როგორც ეს ადრე იყო ხოლმე ეს დეგრადაცია თუ რასაც უწოდებთ გაგრძელდება უსასრულოდ
როდესაც ფოტო მომწონს ყოველთვის ვაკომენტარებ და ვაფასებ ვისი ფოტოც არუნდაიყოს.. Added @
QUOTE(LOOSER @ Feb 11 2011, 13:03)
მელ ჩემს გალერეაში შეამჩნევთ რომ ყველა ფოტოზე წერია Welcome Critics მაგრამ რამოდენიმე ადამიანი თუ წერს კრიტიკას არადა მართლამაინტერსებს ყველას აზრი და ხედვა ფოტოზე.
ნუ რას ვიზამთ, გვეზარება ალბათ ფოტოს გარჩევა
აღარ წერენ მაგ "Welcome Critics"ზე ხალხი კრიტიკას,რადგან მერე ბევრს მაინც არ სიამოვნებს ეგ შენი კრიტიკა იმისდა მიუხედავად რომ ეს უწერია "Welcome Critics " და ცუდი გამოდიხარ! Added @ საბოლოოდ მაინც იქამდე მივდივართ რომ ყველას დ/ფ და პროფესორობა უნდა
-ყველა ფოტო დაიდება სამუდამო ანონიმით -დღის ფოტო გახდება ფოტო თუ დააგროვა 5 ქულა ან იხილე ქვეთ! -ფოტოს ავტორს 3 დღიანი ბანი ფოტოს დადების თანავე - ისე ყოველი შემთხვევისთვის -დღის ფოტო განისაზღვრება მორიგეობით და დაბადების დღეებზე (არავის რო არ ეწყინოს ყველა ავტორს უნდა ქონდეს დღის ფოტო გალერეაში) -ტოპ50 და ტოპ100 გაუქმდეს - შემოღEბულ იქნას ტოპ-ბოკე სადაც შევა ყველა ფოტო( ხალხს ხომ არ ვაწყენინებთ) - შემოღEბული იქნას ტოპ-მხარდამჭერთA ჯგუფი ( ანუ ხალხის ჯგრო რო დარბიდას და ადღისფოტოებს ნაგავს) -1000ლართ დაჯილდოვდეს წლის ყველაზე ნაგავი დღის ფოტოს ავტორი და თითო პლიტკა ბარამბოს შოკოლადით მისი მხარდამჭერთA ჯგუფი (საპრიზო ფონდი შეივსოს დღის ფოტოს ადგილის გაყოდვის შემოსავლებიდან) - დამენიშნოს მე და ადმინისტრაციას ქრთAმის სახით გადახდები ფოტოს გადღისფოტოებისთვის ( ოდენობას განვსაზღვრავთ დამატებით ყველა კონკრეტულ შსემთხვევაში, იმოქმედებს მოქნილი ფადაკლების და ფასდამატების სისტემა) (ავშენდი გონია ) - აგრეთვე დაარსდება გადღისფოტოების ტექნიკის სემინარები ( ვისაც სწავლისთვის არ ცალია მაგრამ მედღისფოტოვე უნდა იყოს. აქაც იარსებებს ფასდაკლება დამატების მოქნილი სისტემა) - ყველაზე სასარგებლო და ვრცელი კომენტარისთVის დადგინდეს პრიზი "ლურჯი ქლიავი" -ყველაზე მოკლე და უსარგებლო კომენტარისთVის დადგინდეს პრიზი "ოქროს ბულბული" - "!"- ასეთი კომენტარისთVის დადგინდეს პრიზი "ოქროს კვერცხი" -"!!!!!...!!!" ასეთი კომენტარისთვის დადგინდეს პრიზი "ოქროს კვერცხების ერთი "ლატოკი""- ალტერნატივა "ოქროს კრუხი წიწილებით და გამოუჩეკავი ოქროს კვერცხებით" - ვინც არ მეთAნხმება ჩემი ბრალი არ არი.
და იზეიმებს ბოკეზე სამართლიანობა და აყვავდება "ფოტოხელოვნება"
ხალხო, თუ დაგეზარებათ გადაქექეთ არქივი ბოკეს დაარსებიდან დღEმდე და ნახეთ რევოლუციების ისტორია. იმ დროს სხვათა შორის მარტო ბოკე იყო ქართულ ინტერნეტ სივრცეში და შესაბამისად ხალხიც მეტი და აქტიურობაც დუღილის მსგავსი. ხოდა თუ გადახედავთ მიხვდებით, რომ ყველა დროში და ყველა კონტინგენტს მხოლოდ დღის ფოტო და შეფასება აინტერესებს. აი ვისაც ფოტოგრაფია აინტერესებს ის უბრალოდ სწავლობს იღებს ფოტოებს და მერე აყალ მაყალს თAვს არიდებს და სხვა ეტაპზე გადადის.
როგორ გითხრათ არ ვიცი, მაგრამ ერთის მხრივ ეს კამათი სისულელეა, მეორეს მხრივ ძალიანაც კარგია რადგან ყველა თAობა უნდა დაღვინდეს და ალბათ ყველამ უნდა გაიაროს ერთი და იგივე გზა. ხოდა დამილოცნია ეს გზა, აბა ვნახოთ ეგებ დღევანდელმა ბოკელებმა რაღAც მოიფიქრონ ისეთი მსოფლიოში ჯერ არავის რომ არ მოუფიქრებია და დამკვიდრდეს ბედნიერება და ბარაქა. გზა მშვიდობისა!
კაი ხალხი ხართ ბოკეზე რომ ღEლავთ და ამიტომ ვწერ მეც და ამიტომაც შემოვდივარ აქ. მადლობა
აღარ წერენ მაგ "Welcome Critics"ზე ხალხი კრიტიკას,რადგან მერე ბევრს მაინც არ სიამოვნებს ეგ შენი კრიტიკა იმისდა მიუხედავად რომ ეს უწერია "Welcome Critics " და ცუდი გამოდიხარ!
ეს დიკარკას შემთხვევაში ხდება ჩემია ზრით, კრიტიკა ჩემი აზრით ისაა რომ ფოტოს გაარჩევ ყველა წვრილმანით და დაუწერ ადამიანს რომ აი ეს ზედმეტია აი ეს ესე აჯობებდა, ყველა ის ჩამოთვლილი წვრილმაბი თუ მსხვილმანი რაც იქნება ფოტოს ნაკლი. უნდა დავუწეროთ რომ შემდეგში ეს გაითვალისწინოს ადამიანმა.
გაიგებს გაიგებს თუ არადა ეს უკვე შენი პრობლემა აღარაა.
სად ეხლა ადამიანს რომ დაუწერ ჩამოყალიბებულად რომ აი იცი ეს ესეა ეს ესეა ეს კი ესე. ნებისმიერმა უნდა გაიგოს და გაითვალისწინოს თუ მას მართლა უნდა ეს კრიტიკა.
დიკარკასავით თუ დავუწერთ რომ აიღე კამერა წიხლით შედექი და ესეთი ნაგავი არასდროს გადაიღო და ვაფშე შეეშვი ფოტოგრაფიას და ნურც გსურს რაღაც ეტაპების გადალახვა მაშინ გამოხვალ ცუდი აბა რა იქნება
გოგოა(წუმბუშა) ძალიან ცუდი იდეაა შენ რაც თქვი,დამიჯერე,მაგან დაღუპა ეგ საიტი რაც შენ მოიყვანე მაგალითად,თუ კითხვები გაგიჩნდება რატომაა ცუდი,პმ-ში დეტალურად მოგწერ
არანაირი ფოტოგრაფთა კოლეგია )) ამოიჩემებენ ერთ ავტორს და ყველა დღის ფოტო ექნება ვარაიუ ია ვამ
მგონი აქ მთლად ეგრე ცუდადაც არაა საქმე ნინ,იმდენი უცხოს ფოტო მინახავს და თუნდაც ანონიმის... აი იქ არ მინახავს ვინმეს 10 ქულა აეღოს,ანონიმები ანონიმებად რჩებიან მარადმწვანე 0 ქულით
ამ თემამ ერთი რამ ქნა.. ბოკეზე "გამოცოცხლება" ნამდვილად შეინიშნება. მაგრამ რაღაც უკვე მაშინებს ეს ყველაფერი. ძალიან ნუ შეიჭრებით როლებში რა... ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა არაფერს არ ცვლის უკეთესობისკენ!
ამ შეფასებებზე და დღის ფოტოებზე ლაპარაკი ხომ აღარ ამოიწურა და არც მაქვს ამისი ილუზია. ნული ამიტომ არის ნული, რომ უნდა დაიწეროს! რატომ იწერება ხოლმე, ეგაა საკითხავი. და საერთოდაც, იქნება გაითვალისწინოთ ხოლმე, რომ მინიმალურსა და მაქსიმალურს შორის კიდევ სამი შეფასებაა!
თუ მაინც და მაინც შეფასების სისტემის შეცვლაზეა საუბარი...
არსებობს ერთი ბულგარული ფოტოსაიტი, რომლის შეფასებების და "ჯილდოების" სისტემა ყველაზე რაციონალური, ოპტიმალური და ყველა ინტერესზეა მორგებული ჩემი აზრით. და რაში მდგომარეობს ეს სისტემა: ფოტოზე არ იწერება ნიშნები რაიმე სკალის მიხედვით. არ ფასდება არც მხატვრულობა, არც ტექნიკა ცალკე. არსებობს მხოლოდ ორი სახის ოპცია: ხმის მიცემა და რეკომენდაციის მიცემა. რაც შეუძლია საიტის ყველა მომხმარებელს. ორივე ერთად ან მხოლოდ ერთი (როგორც საჭიროდ ჩათვლის). ფოტო აგროვებს ქულებს (ჯამდება მიცემული ხმები) შემდეგნაირად: საიტზე არის სამი სახის "სტატუსი": პირველი დონე, მეორე დონე და მესამე დონე. როგორც ბოკეზე აქაც სტატუსზეა დამოკიდებული ლიმიტი და მომხმარებლის ხმის "წონა". პირველი დონის მომხმარებლის მიერ მიცემული ხმა უდრის ერთ ქულას. მეორე დონე - სამი ქულა, მესამე დონე - ხუთი ქულა. ეს ქულები იკრიბება და ეს განსაზღვრავს ფოტოს ჯამურ ქულას. რაც შეეხება რეკომენდაციის მიცემას, ეს ფოტოს ფავორიტებში დამატების მსგავსია. ყველა მომხმარებლის პირად გვერდზე ჩანს მის მიერ რეკომენდებული ფოტოების გალერეა.
რაც შეეხება ფოტო-ჯილდოებს: არსებობს რამდენიმე. ყველაზე მარტივი არის ბოლო ოთხი საათის ფავორიტი. ანუ ჩვენებური დღის ფოტო : )))) უკანასკნელი ოთხი საათის მანძილზე რომელ ფოტოსაც აქვს მეტი ქულა, ის იკავებს ამ ადგილს. ოთხი საათის გასვლის შემდეგ ცვლის მომდევნო და ა.შ.
შემდეგი არის დღის ფოტო, რომელიც ირჩევა "ოთხსაათიანი ფავორიტებიდან" (ქულების მიხედვით)
კვირის ფოტო - ირჩევა დღის ფოტოებიდან.
თვის ფოტო - ირჩევა კვირის ფოტოებიდან.
და ბოლოს ყველაზე მაღალი "ჯილდოები", რომელიც არ არის დამოკიდებული არც ქულებზე, არც ოთხ საათებზე და დღის, კვირის, თვის ფოტოებზე. ესაა რედაქტორის არჩევანი და საიტის მიერ რეკომენდებული ოთხი ფოტო, რომელიც ზუსტად არ ვიცი, რამდენი ხნის განმავლობაში რჩება საიტის თავფურცელზე გამოკიდებული, სიმართლე რომ გითხრათ. საკმაო ხანს ყოველ შემთხვევაში. მინიმუმ ერთი კვირა. რედაქტორის არჩევანსა და საიტის მიერ რეკომენდებულ ფოტოებში შეიძლება შევიდეს ფოტო, რომელსაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჯილდო უკვე აქვს მოპოვებული, ან რომელიმე მაინც ან საერთოდ არცერთი. ანუ იყოს ფოტო, რომელსაც მომხმარებლებმა ყურადღება არ მიაქციეს, "დაძირეს" და "ავტორის მეგობრები არ იყვნენ"
ჰო.. მგონი სულ ესაა...
ჩემი აზრით ძალიან სამართლიანი სისტემაა და ნებისმიერ პრეტენზიას მაქსიმალურად პასუხობს.
Added @
ჭალო,
არ ვიცი, მე ვთვლი, რომ კარგი სისტემაა ეგეც. ხალხის არჩევანი რა გითხრა, მხოლოდ ქულებზეა დამოკიდებული, მაგრამ კოლეგიის არჩევანი ძალიან ბევრი მინახავს მანდ ანონიმითაც დადებული, მომხმარებლებისაგან 30 ქულას რომ ვერ ასცილებია და ა.შ. კოლეგია ნაცნობობით არ არჩევს მანდ ნამდვილად. თუმცა ახლა ბოკეზე ვლაპარაკობთ და სხვა საიტის პრობლემები აქ ჩვენი საქმეა არაა.