BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

· · [ ]

> დეგრადირებული ბოკე

| |
Lasha Palavandishvili
post Feb 2 2011, 18:02
#1 

Validating
5,589


მე მაპატიეთ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საიტის დონე დროთა განმავლობაში ეცემა.
საუკეთესო ფოტოებს გადახედავ, ნუ საგრძნობია, რომ ნაცნობ-მეგობრობა ასე თუ ისე მაინც ძვალსა და რბილშია, მაუსის კლიკშია გამჯდარი. :-)

ტოპ 100 რად ღირს საერთოდ.
თუ ვცდები მე მაპატიეთ...
იქნება, ოდესმე მოგბეზრდეთ ეგ პირადი დმაოკიდებულება და კონკრეტულად ნამუშევრებზე გაამახვილოთ ყურადღება... :-)))

გაურკვეველი და ძალიან უცნაური იუზერების აქტიურობა ხო ცალკე თემაა...
ლამისა ფურთხებასა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან...


მე აღარ ვარ შემომსვლელი მსგავს სიტუაციაში ბოკეზე,,,
ძალიან მარაზმია...
მომიტევეთ...

დიდი ამდლობა საიტს ყველაფრისათვის...
მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
10 გვერდი « < 4 5 6 7 8 > »  
Closed TopicStart new topicStart Poll
(150 - 179)
Lasha Palavandishvili
post Feb 10 2011, 14:50
#151 

Validating
5,589


lol.gif lol.gif lol.gif

არა და წესით რამდენ იუზერს უნდ ადააინსტერესოს ამ თემამ, მაგრამ... :-)))

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ramaz
post Feb 10 2011, 14:56
#152 

Amateur Amateur
308


Magdu,
მაქვს ერთი წინადადება:
ხომ არ სჯობია ატვირთული სურათების შეფასება ორ კომპონენტად გავყოთ (ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია ნამდვილად არ ვიცი) gavcitldi2.gif
1. სურათის შეფასება სუფთა პროფესიონალური კუთხით მაგ: პორტრეტის- მისი მდგომარეობა, ესპოზიცია, ხასიათი, კადრის სისწორე, სახე, განათება, შესაბამისი ფონები... და სხვა.. პეიზაჟი- პეიზაჟის წინა, შუა, უკანა ხედები, გადაღების დრო, სივრცითი შეფარდება, სპეციფიკა.. და სხვა, ეს ორი მიმართულება (შემთხვევით ) იმისთვის ავიღე რომ აქ შედარებით ბევრი სურათები იტვირთება ანუ იმ კომპონენტებით რომლებითაც ზოგადად ხდება პროფ. შეფასება. ბევრი დამწყებისთვის ეს რეკომენდაციაც იქნება და მიმართულების ჩვენებაც.
2. შეფასება საკუთარი აზრის გამოხატვით, ანუ ამ შემთხვევაში ეს შეფასება შეიძლება არ იყოს პროფესიონალური არამედ მხოლოდ პირადი შთაბეჭდილება.
სურათის ამტვირთავს ექნება იმის საშუალება გაიგოს ერთიც და მეორეც, უკეთესი იქნება თუ სხვადასხვა განყოფილებაში. თუ აინტერესებს გამოცდილი ფოტოგრაფების აზრი- ატვირთავს პირველში, ხოლო თუ აინტერესებს პირადი აზრი, ემოციები და მის მიმართ დამოკიდებულება -ატვირთავს მეორეში.... diax.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Feb 10 2011, 15:00
#153 
Club Founder

Administration Administration
4,838


ramaz,
ახლა მოქმედი შეფასების სისტემა ფაქტიურად ისეთივეა, თქვენ როგორც შემოგვთავაზეთ.
ტექნიკა - რაც თქვენ პირელ ნაწილში დაწერეთ.
მხატვრულობა - რაც თქვენ მეორე ნაწილში დაწერეთ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Feb 10 2011, 15:00
#154 

Amateur+ Amateur+
9,666


Guja რას გულისხმობთ ვერ მივხვდი )) სადმე რჩევა ფოტო ირჩეოდა და ვურჩობდი თუ თქვენს შემოქმედებას ვაკრიტიკებდი ? DDDD.gif უბრალოდ ვერ ვიხსენებ. იცით მე ვისაც პატივს ვცემ და ვინც მიყვარს იმისგან წყენას ადვილად ვივიწყებ : )

Added @
ramaz, DDDD.gif
რაც არის იმას არ აფასებენ და მაგდენ რამის გარჩევას ვინდაიწყებს))))
მაგას ჯობდა გეთხოვა კოსმოფოტოგრაფია დაემატებინათ ჟანრებში DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nina Minzoni
post Feb 10 2011, 15:03
#155 
AccuWather

Amateur+ Amateur+
8,779


ramaz,
ჩემი მოკრძალებული აზრია რომ----თუ ჩვენ არ ვისწავლეთ ჩვენი აზრის და დამოკიდებულების ზრდილობიან ფორმაში გამოხატვა, არ ვეცით ერთმანეთს პატივი, ასევე ფოტოს განხილვის დროს, საუბარია როდესაც ჯანსაღი კრიტიკაა--თუ აგრეესით ვუპასუხებთ ყველას და აშ...ადმინისტრაციამ ზე შეფასების სისტემც რომ გამოიგონოს--ამით მაინც ვერ მოგვარდება არსებული ყოვლად გაუგებარი და აუტანელი სიტუაციები.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Feb 10 2011, 15:07
#156 

Amateur+ Amateur+
4,684


ერთ რამეს ვიტყვი...
ბოკე ყველაზე თავისუფალი და დემოკრატიული საიტია, რაც კი საიტები ვიცი და მარტო ფოტოსაიტებს არ ვგულისხმობ აქ.
საიტი, რომელიც მთლიანად მომხმარებლებისგან არის მართული.
ამას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, მაგრამ როცა ყველა გავაცნობიერებთ, რომ ბოკე სხვა არაფერია, თუ არა ჩვენ.. რომ ბოკე თითოეული ჩვენგანისგან შედგება, ყველაფერი კარგად იქნება. ასე მგონია მე.
პათეტიკურად ჟღერს? შეიძლება, მაგრამ ასეა.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ramaz
post Feb 10 2011, 15:09
#157 

Amateur Amateur
308


Magdu,
გასაგებია, gavcitldi2.gif
უბრალოდ ეს ორი კომპონენტი თვითონ შედის ნებისმიერი სურათის შეფასებაში, თან არ ჩანს რა მიაჩნია პროფესიონალს წუნად ან რა მოეწონება, მხოლოდ ქულაა...
მე უფრო ამ მიმართულებების განცალკევებაზე ვაკეთებდი აქცენტს. ვისაც პრეტენზია ექნება რომ მისი სურათი ე.წ. ''დფ'' თუ რამე სხვა გახდეს ერთი ატვირთავს, ავტომატურად აღარ იქნება ის გაუგებარი ,,ოვაციები" ლაშამ რაც იგულისხმა თემაში.. diax.gif

Added @
Avtandil Mamulia,
აუფ, ეგ ბევრად სერიოზულია, არ გამახსენე ახალგაზრდობა, ისე აზრი მომეწონა.. bravo.gif

Added @
Nino Baidauri,
bravo.gif პათეთიკურად არა ჟღერს, ელემენტარულია თითოეული ნიკის უკან რომ ცოცხალი ადამიაანის არ უნდა დაგვავიწყდეს, თავისი პატივით ღირსებით და ადამიანობით bravo.gif bravo.gif bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Feb 10 2011, 15:16
#158 
Club Founder

Administration Administration
4,838


ramaz,
შეგიძლიათ უფრო დეტალურად დაწეროთ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ramaz
post Feb 10 2011, 15:18
#159 

Amateur Amateur
308


Nina Minzoni,
100% რაც ბრძანეთ, ეგ ყველაფრის თავი და თავია, სამწუხაროდ ნაწილს არ უნდა ამასთან შეგუება...
Added @
Magdu,
შევეცდები, თავის დროზე როცა ფოტოხელოვნებას ვსწავლობდი მაშინ არსებობდა ჟანრების გარკვეული კრიტერიუმები, თუ რა როგორ უნდა გადაღებულიყო სწორად, ეხლა შეიძლება ეს წარსულია არ ვიცი...
მაგრამ ჟანრების შეფასების კრიტერიუმებს (ჩემეულ ხედვას ) ავტვირთავ (თუ დავპოსტავ არ ვიცი), მერე ზოგს თქვენ დაამატებთ ზოგს სხვა და (შევჯერდებით) ჩამოყალიბდება რაღაცა გარკვეული მოთხოვნები...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Feb 10 2011, 15:35
#160 
Club Founder

Master Master
14,574


ramaz,
QUOTE
შევეცდები, თავის დროზე როცა ფოტოხელოვნებას ვსწავლობდი მაშინ არსებობდა ჟანრების გარკვეული კრიტერიუმები, თუ რა როგორ უნდა გადაღებულიყო სწორად, ეხლა შეიძლება ეს წარსულია არ ვიცი...


არაფერი არ არის წარსული

საცივი საცივია და თუ ცხვრის ხორცით აკეთEბ მაშინ მას სხვა რამ უნდა დაარქვა და არა საცივი smile.gif

მაგას ვიძახი ამდენი ხანია, თუმცა ყველა არც ღებულობს და ვრც ხვდება. ახალი რა თქმა უნდა საჭიროა და ახლის ძებნაშია კაცობრიობა ყველა დარგში, მაგრამ რაც არის უკვე იმის გადაკეთება რომც გინდოდეს ვერ იზამ. თან ახალი დამახინჯებულს ძველს ნამდვილად არ ნიშნავს, აი ამის გაგება უჭირთ როგორც წესი. ახალი ახალია და მორჩა, მარა რათ გინდა ახლის ნახვას ძველის დამახინჯება ჯობია რადგან ძალიან ადვილია და პრიმიტიული აზროვნებისთვის ჭეშმარიტი ახალიც DDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Feb 10 2011, 15:44
#161 
Club Founder

Administration Administration
4,838


ramaz,
ანუ მე მაინტერესებს, თქვენ მიგაჩნიათ ახალი "ჯგუფი"-ს შემოღება რომელიც შეაფასებს, თუ ცალკე შეფასების ველის დამატება, ან იქნებ რამე სხვა?

გავმეორდები, შეფასებაში ტექნიკა და მხატვრულობა ხომ ზუსტად მაგიტომ არის ჩასმული, რომ ერთით შეფასდეს ფოტოს გადაღების "წესების დაცვა" და მეორე კი უფრო სუბიექტური შეფასებისთვისაა (მოწონება, არ მოწონება).

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Maka Naveriani
post Feb 10 2011, 15:45
#162 

Amateur Amateur
2,154


ნამდვილად მივესალმები ამ თემის გახსნას და იმედი მაქვს შედეგი იქნება!
როცა პირველად აქ დავრეგისტრირდი და საუკეთესო ფოტოები ვნახე, ცოტა არ იყოს გავოგნდი, რადგან მათი უმრავლესობა არათუ საუკეთესოებში, საერთოდაც არანაირ შეფასებას არ იმსახურებდა... მალევე მივხვდი რომ აქ ნაცნობ-მეგობრობა უფრო ჭრიდა, ვინემ ნამდვილი პროფესიონალიზმი. სწორედ ესაა ჩვენი, ქართველების სენი. არასდროს მიცდია აქ ნაცნობები გამეჩინა და ამით მიმეღო ქულები. აქ მხოლოდ ორად-ორ ადამიანს ვიცნობ და ისიც ვირტუალურად.
სამწუხაროდ, იშვიათად რომ პროფესიონალებმა რჩევა-შენიშვნები გაიმეტონ. შეიძლება ამას წევრების მძაფრი რეაქციების გამო, აღარ აკეთებენ, მაგრამ ამ საიტის შექმნის მიზანი ალბათ, ის იყო რომ დამწყებ და მოყარულ ფოტოგრაფებს დახმარებოდნენ. ბევრი აქ მხოლოდ გასართობად შემოდის. მე კი მინდა რომ იმაზე მეტი ვისწავლო, ვინემ ამ 6 თვის განმავლობაში აქ შევიძინე.
მას შემდეგ რაც სტატუსი მომცეს (ნამდვილად არ ველოდი ჯერ და ეს სივრცის მომატების გამო ამიხარდა მხოლოდ) უფრო დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. მე არ ვარ პროფესიონალი ფოტოგრაფი და ნაკლებად ვერკვევი ფოტოგრაფიაში, მაგრამ რის გამოც ფოტოს ვაფასებ, ეს მისი მხატვრული მხარეა. ქულების მისაღებად არასდროს დამიკომენტარებია და არ შემიფასებია ფოტო და ამას არც აწი გავაკეთებ. ხოლო კრიტიკით - პროფესიონალებმა უნდა გააკრიტიკონ.
ნამდვილად მისასალმებელი იქნება ადმინისტრაციის მხრიდან, შეიმუშავონ სისტემა, რითაც ფოტოები მართლა ობიექტურად შეფასდეს, ნაცნობ-მეგობრობის გარეშე და ამით ყველა ის ბოკელი უნდა იყოს დაინტერესებული, ვისაც მართლა რაღაცის სწავლა უნდა აქ და მხოლოდ გასართობად არ შემოდის.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ramaz
post Feb 10 2011, 15:49
#163 

Amateur Amateur
308


Guja,
მეც მანდ ვარ...
ყოველ შემთხვევაში დღესაც რასაც მე ვათვალიერებ და სერიოზული ფოტოგრაფების ნამუშევრებს ვეცნობი, პრაქტიკულად ჯერ ისევ ამ პრინციპებს ეყრდნობიან და ხელმძღვანელობენ. ჩემს მაგალითს მოვიყვან....2002 წელს გერმანიაში ჩემს ერთი სურათს, საერთოდ არ შეხედეს ფოტოკონკურსზე, მიუხედავად იმისა რომ ტექნიკურად კარგად იყო გადაღებული, პეიზაჟი იყო ჟანრით და არც დილით არ არის გადაღებულიო და არც საღამოთიო, ეს მიზეზიც კი საკმარისი იყო იმისათვის რომ დაეწუნათ.... diax.gif და მართლებიც იყვნენ...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Feb 10 2011, 15:53
#164 

Amateur+ Amateur+
9,666


მაგრამ რის გამოც ფოტოს ვაფასებ, ეს მისი მხატვრული მხარეა ტექნიკა არგვინდა ? DDDD.gif
Magdu ამსიბერეში დავსკლეროზდი მე პირადად და კარგი იქნებოდა ფეისბუქზე როა კომენტარს რო დატოვებ სადმე და თუ შემდეგ ახალი პოსტი დაიდება რო გატყობინებს რაღაც მაგდაგვარი რო გაგეკეთებინათ : ) დაწერ ხოლმ,ე რაღაცას და მერე გავიწყდება და რჩება უყურადღებოდ DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Feb 10 2011, 15:55
#165 
Club Founder

Administration Administration
4,838


mtebis asuli,
QUOTE
ნამდვილად მისასალმებელი იქნება ადმინისტრაციის მხრიდან, შეიმუშავონ სისტემა, რითაც ფოტოები მართლა ობიექტურად შეფასდეს, ნაცნობ-მეგობრობის გარეშე და ამით ყველა ის ბოკელი უნდა იყოს დაინტერესებული, ვისაც მართლა რაღაცის სწავლა უნდა აქ და მხოლოდ გასართობად არ შემოდის.

ამას ვერც ერთი სისტემა ვერ უზრუნველყოფს. ადამიანები უნდა შეიცვალონ და ნაცნობ-მეგობრობის გამო არ აფასებდნენ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Maka Naveriani
post Feb 10 2011, 16:00
#166 

Amateur Amateur
2,154


ტექნიკაც გვინდა ბატონო, მაგრამ მე არ ვარ პროფესიონალი და ამიტომ თავს უფლებას ვერ მივცემ ტექნიკა ვინმეს დავუწუნო, მაშინ როცა კადრი კარგია და მომწონს. სწორედ პროფესიონალებს უნდა ეკისროთ ეს ვალდებულება და არა ჩემნაირ მოყვარულებს, ფოტოს ყველანაირ ღირებულებაზე პროფესიონალებმა და გამოცდილმა ფოტოგრაფებმა უნდა იმსჯელონ და ისე შეაფასონ ფოტო.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ramaz
post Feb 10 2011, 16:04
#167 

Amateur Amateur
308


Magdu,
ვფიქრობ რომ, ახალი ჯგუფი არ მოიტანს იმ შედეგს, არც ცალკე ველი, ალბათ უფრო საიტის გვერდი, რამდენად სწორედ ვაყალიბებ ჯერ არ ვიცი, ანუ ვისაც პრეტენზია ექნება რომ მისი სურათი პროფესიონალურია და კლასიკური, ამ გვერდზე ატვირთავს თავის ნაშრომს და დაელოდება შეფასებას ან კომენტარებს, თავისთავად ცხადია რომ ამ საიტზე პროფებს ვერ დააბამ მხოლოდ ამისთვის (გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო), შეფასების დროც შესაბამისად არ უნდა იყოს შეზღუდული რამოდენიმე დღით, შესაბამისად დისკუსიაც უფრო კონსტრუქციული იქნება. აღარ იქნება ფრაზები ,,მე ასე მესმის" ,, მე ესეთი ხედვა მაქვს"... და ა.შ. ან კიდე პორტრეტია ტყის ფონზე დაგაღებული და თვითონ პიროვნებას სურათში ლუპით ეძებ....
მიუხედავად იმისა რომ თქვენ შეფასების სისტემაში ეს ელემენტები ისედაც იგულისხმება. საიტის იმ გვერდზე ,,მოხეტიალე (ვაი პროფესიონალ) ფოტოგრაფს" არც საქმე ექნება და არც ინტერესი...
მაპატიეთ აბდაუბდა ნაწერისათვის... ბოლომდე მეც არ გამიაზრებია ეს იდეა.. gavcitldi2.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Rhea
post Feb 10 2011, 16:15
#168 

Amateur Amateur
4,226


ყველაფერი გასაგებია, თუ ფოტო არ მოგწონს უნდა თქვა რა არ მოგწონს.

მაგრამ გამოცდილი ფოტოგრაფი რომ დადებს ფოტოს, რომელიც მთლიანობაში კი მოგწონს, მაგრამ მოდელს ცხვირი ისე აქვს გადანათებული, რომ ცხვირია თუ უფორმომასა ვეღარ იგებ (მაგალითისთვის ვამბობ არავის ვგულისხმობ) და ამის შესახებ რომ დავუწერო, ხომ მეტყვის შენს გალერეას მიხედეო და მართალიც იქნება, იმიტომ რომ მე გაცილებით სუსტი ფოტოები მიდევს. ამ შემთხვევაში ძნელია კრიტიკის დაწერა smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Feb 10 2011, 16:17
#169 

Amateur+ Amateur+
9,666


Rhea მართალი ხარ.

მსგავსი აქეთ უთქვამს ნიუ ბაის მაგრამ რასიზავ DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
scout
post Feb 10 2011, 16:34
#170 

Amateur+ Amateur+
14,472


ამ საიტზე სამი წელია რაც დავრეგისტრირდი და რაც კი რამ ფოტოგრაფიაში ერთი ნაბიჯი მაინც წავდგი წინ, სულ ამ საიტის დამსახურებაა. აქ დარეგისტრირებული უამრავი ნიჭიერი თუნდაც არაპროფესიონალი ფოტოგრაფისგან მისწავლია ბევრი რამ, ისეთები, როგორებიც არიან დავუშვათ Archer, aief11, GNN, Lasha palavandishvili, Liu, MINI, stringer, tsumbusha, DIKARKA, Guja, Avtandil Mamulia, Nikoloz Mameishvili და ბევრი კიდევ სხვა, მიუხედავად მათი სტატუსისა და პიროვნული ღირსებისა (მათგან ბევრს საერთოდ არ ვიცნობ), ამ ხალხის ფოტოების ყურებით და გარჩევით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და მიხარია ამათგან დღეს საიტზე ბევრი შემორჩენილი რომაა და ბევრ კარგ რაღაცაზე მოუწოდებს ყველას!
არაობიექტურობასა და პროტექციონიზმს რაც შეეხება, ეგ საერთო ქართული რეალობაა და BOKE ამ შემთხვევაში არასწორი ადრესატია, ეს ყველამ საკუთარ თავში ეძებოს. ერთი რამ მინდა ვთქვა, აქ რომ დავრეგისტრირდი, იმდენად ცხარე იყო თვითდამკვიდრებისათვის და თითოეული ქულისათვის ბრძოლები, რომ ძალიან ბევრი იწერებოდა PM-ში ფოტო შემიფასეთო (მათ შორის მეც გამიკეთებია მსგავსი "ზღარბობა" DDDD.gif ), მაგრამ ამ ხალხისაგან ბევრი, ვიცი, დღეს ძალიან კარგ ფოტოებს იღებს და PM-ს ფოტოს შესაფასებლად კი არა მოკითხვის მიზნითაც კი აღარ იწერება. lol.gif ამით იმის ხაზგასმა მინდა, რომ ეს რაღაც ერთი პატარა ეტაპივით იყო ბოკეზე თავის დასამკვიდრებლად და ეს უკვე მიუთითებდა, იმთავითვე, საიტის მცირე ჩავარდნებზე smile.gif ამაზე არც არასოდეს გავბრაზებულვარ და არც შევწუხებულვარ DDDD.gif (მე მაპატიეთ!). smile.gif მესმის იმ იუზერებისაც ვინც ამ თავის დამკვიდრებისათვის ბრძოლაში წმინდა პროფესიონალური ღირსებებისა და ობიექტური შეფასების კომპონენტის გაძლიერებას მოითხოვს, ეს იუზერები თავისთავად უფრო კარგ მიზანს ისახავენ, ზოგადად, ვიდრე ზემოთ ხსენებულნი, მაგრამ მაინც მგონია, რომ არ ღირს ამაზე დიიიიიდი აურზაური (ან აურ-მალხაზი და აურ-ზურიკო).
რაც შეეხება იმას, რომ საიტზე ფოტოების ხარისხი ეცემა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი ცდილობს უფრო ფოტოგრაფიის ანა-ბანაში გარკვევას და შესაბამისად ფოტოკლუბების საიტებზე დარეგისტრირებას, რაც BOKE-ს დეგრადაცია კი არა, ძალიან დიდი წარმატებაა smile.gif

ყველას გისურვებთ (და პირველ რიგში თავად BOKE-ს), რომ ამ საერთო მცდელობიდან რაიმე გამოიყვანოთ! აქ ვინც აქტიურობთ ნახევარს მაინც გიცნობთ (ვირტუალურად მაინცsmile.gif ) და დიდი პატივს გცემთ და თქვენი მადლობელიც ვარ.
P.S. საიტის ადმინისტრაციას ვთხოვ, ჩამომაკლოს სტატუსი თუკი ეს დამუსახურებელია! აი, Balanchini-საგან კრიტიკის მორალურ საფუძვლებს კი ცოტათი ვერ ჩავწვდი.

P.S. თითქმის ყველა ფოტო წავშალე გალერეიდან, რომელიც დღის ფოტო ვერ გახდა და იმ დღის ფოტოებშიც ბევრი ნაგავია, მაგრამ ეგ ჩემი მორალის და პირადი შეხედულებების ამბავია და ისევ მასე მოვიქცევი მრავალგზის vasha.gif lol.gif მორალის კითხვა ამ საიტზე ჩემთვის არავისაგან მიიღება, მე აქ სხვა საკითხებზე რჩევებისა და სხვა თემებზე საუბრისათვის ვარ დარეგისტრირებული wick.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Gela Kipiani
post Feb 10 2011, 16:54
#171 

Amateur Amateur
745


scout,
bravo.gif bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Rhea
post Feb 10 2011, 17:00
#172 

Amateur Amateur
4,226


ყველაზე კარგი იქნება Amateur+ და ზევით ვინც არიან ხშირად აკრიტიკონ ფოტოები (თუ მართლა გასაკრიტიკებელია.), მაინცდამაინც ნუ დაწერენ 0-ებს, მაგრამ დაწერონ რა არის სუსტი და რისი გაკეთება შეიძლებოდა ამ შემთხვევაში ან რა იქნებოდა უკეთესი... მარტო სუსტია ან არ ვარგათი ვერ გაიგებს ადამიანი რა გააკეთა არასწორად და უფრო გააბრაზებს, ვიდრე ენთუზიაზმს მისცემს...

რომელი Amateur+ და ზედა სტატუსიანები არ იქნებიან რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურები დააქვეითონ. ეს უფრო გამოაცოცხლებს თვითონ საიტსაც და დამწყებ ფოტოგრაფებსაც დაეხმარება. და უკვე გამოცდილ იუზერებს/ფოტოგრაფებს პასუხისმგებლობის გრძნობას მოუმატებს smile.gif

ეს მხოლოდ ჩემი აზრია და რა ვიცი, რა ვიცი DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nina Minzoni
post Feb 10 2011, 17:17
#173 
AccuWather

Amateur+ Amateur+
8,779


scout,
ბრავო! smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tornike09
post Feb 10 2011, 18:06
#174 

NewBie NewBie
398


scout-ს ვეთანხმები... სავსებით მართალია diax.gif diax.gif diax.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Feb 10 2011, 18:13
#175 

Amateur+ Amateur+
1,081


6 ივე გვერდი წავიკითხე : ))))))))

სუ ვფიქრობდი, რომ ამ გვერდზე თუ არა შემდეგზე მაინც იქნებოდა ის რასაც მე მაგალითად ყველაზე დიდ ყურდღებას ვუთმობ და რაც ყველაზე თვალშისაცემია ჩემთვის

"გემოვნება"

ყველა გულახდილათ წერდა თავის შეხედულებეს ამ თემაში და მეც ვეცდები ეთიკის ფარგლებში გამოვხატო ჩემი აზრი

რატო არავინ არ ამახვილებს ყურადღებას გემოვნებაზე ?

აქ მოთხოვნაა , რომ უნდა გაუმახვილო ყურადღება შეცდომებზე და ურჩიო გზა ხარვეზების გამოსასწორებლათ,

მაგალითი პირველი : გაშავთეთრებული ფოტო (ძირითადათ ან მოხუცი ადამიანის ან ბავშვის პორტრეტი, რომელზეც ასახულია უმეტესად ფსევდო ტრაგიზმი მოხუცის თვალებსა და დაკოჟრილ ხელებზე, ან სამთვალა ბავშვი ან საგიჟეთის სერიები) გადადუღებული თემები ქართველი "ფოტოგრაფების" ამ შემთხვევაში რა კომენტარი უნდა მივწერო

1. გოიმი ხარ - რასაც ვგრძნობ

2. თავი შევიკავო და გავატარო ესეთი ფოტო როგორც მორიგი სპამ მეილი ჩემს ინბოქსში - როგორც ვიქცევი

მაგალითი მეორე: აზიური გარეგნობის გოგოები გადაღებული "ატრაჟაწელით" კუს ტბასთან ან სადმე ტოტების ფონზე ახლად შეძენილი ქენონის 50მმ იანი ლინზით

1. უგემოვნობაა - რასაც ვგრძნობ

2. ტენდენციური მიმართულების ცუდი შესრულება

3. ვატარებ და არაფერს ვწერ იმიტომ,რომ არ ავიშალო ნერვები და არც ავტორს ვაწყენინო

მაგალითი მესამე : გაუთავებელი უხარისხო ლანდშაფტები და "სტუდიური ფოტოები" ძირითადათ ცუდი განათებით, არასიმპატირუი მოდელით , უმეტყველო გამოსახულებებით

1. აღარ მოგბეზრდათ ?

2. ვატარებ და არაფერს ვწერ აზრი არ აქვს იმ შემთხვევაშიც თუ დროს დავხარჯავ და დასაბუთებულად ავუხსნი მიზეზებს არ მოწონების

ამ შემთხვევაში მე რა ვქნა ? smile.gif)))

იშვიათად შემოვდივარ ამ საიტზე ალბათ კვირაში ორჯერ და ჩემი მხრიდან მსგავსი კრიტიკა აღქმული იქნება როგორც ქედმაღლობა და "ჭკუისმასწავლებლური პონტაობა" (იფ იფ)


აი ის მიზეზები თუ რატომ არ ვწერ მე კრიტიკას და მხოლოდ იმ ფოტოზე ვწერ რამეს რომელიც მომწონს და ვთვლი რომ რაღაცას წარმოადგენს

ტენდენცია დაღუპავს საქართველოს (მოხუც,ახალგაზრდათა პორტრეტები კაი ზერნოთი და უკეთეს შემთხვევაში ფართე კუთხის ლინზით, 50მმ და ატრაჟაწელები , ბენეტონის და ლევისის გავლენის ქვეშ მოყოლილი ახალგაზრდები, დეპრესია საგიჟეთები ამოუწურავი თემაა)

უი ისე ერთი ფოტოგრაფის თემა დავდე , მირჩევნია ფტორაფებზე მასალა დავდო დროდადრო აქ ვიდრე ჭკუა ვასწავლო ხალხს მგონი უფრო ინფორმაციული და ზევიდნ გადმოხედვის გარეშე გაკვეთილები იქნება

http://www.boke.ge/forum/index.php?showtop...=0&#entry267225

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tavadi
post Feb 10 2011, 18:25
#176 

Amateur Amateur
4,340


შეფასების სისტემა ბევრჯერ შეიცვალა, მაგრამ არცერთი მოგვწონდა. არც მოგვეწონება ალბათ რაც არ უნდა შემოგვთავაზონ.. პრეტენზიებიც რატომღაც მხოლოდ ადმინისტრაციასთან გვაქვს. ჩვენი, თითოეული ადამიანის, ბრალი ხომ არასოდეს არაფერია. DDDD.gif აღარ გავაგრძელებ, მორალის კითხვა ყველას კარგად გვეხერხება, საკუთარი თავის კონტროლი კი უფრო გვიჭირს..
რაც შეეხება სიტუაციას- რატომღაც ყველამ მიუყრუა ჩემს ნათქვმს.. ჩაიდოს შეფასების სისტემაში, რომ ეგრეთწოდებული "წონიანის" შეფასების გარეშე არ გახდეს დ/ფ. ეს წონა განისაზღვროს ამატურ+-ზე მაღალი სტატუსით.. რაც შეეხება ფოტოს გარჩევას და განხილვას-რა ვქნათ ადმინისტრაციას მოვთხოვოთ ეგეც დაავალდებულოს ყველა წევრი, თუ არ დაწერთ კომენტარს ბანს დაგადებთო? DDDD.gif
ყველამ თავისი წილი საქმე აკეთოს და სოფელი აშენდება..
გაქცევა კიდევ საქმეს არ შველის.. სადაც გაიქცევი იქაც არ მოგეწონება რაღაც და კიდევ სხვაგან გაიქცევი.. კაცი მაშინ ხარ, როცა საქმეს იქ აკეთებ სადაც ხელს გიშლიან და საშუალებას არ გაძლევენ..
Added @
მაინც მორალი ვიკითხე blink.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Feb 10 2011, 18:29
#177 

Amateur+ Amateur+
1,081


მთავარი დამავიწყდა

ლაშა შენ გახსენი ეს თემა და დაარქვი დეგრადირებული ბოკე

მგონი შენი მოსაზრებიდან ის ჩანს რომ საიტი კი არა საიტის მომხმარებლების ქცევა არ მოგწონს

საიტს უსაყვედურებ მაშინ როცა ან დიზაინი,ან სპამები ან გამართული სერვერი ან მსგავსი ტექნიკური მხარე არ მოგწონს

და სხვა დანარჩენი მომხმარებლის ბრალია ან დამსახურება რაც მოგწონს ან არ მოგწონს მგონი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nina Minzoni
post Feb 10 2011, 18:43
#178 
AccuWather

Amateur+ Amateur+
8,779


Giorgi Dadiani,
გეთანხმები, smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Feb 10 2011, 19:43
#179 

Amateur+ Amateur+
8,113


დღის ფოტოს მინიმალურ ქულად განისაზღვროს 4.2, საუკეთესო ფოტოს მინიმალურ ქულად 3.9. ვოტ angel.gif
Added @
და კიდევ ბონუსად: ყველა ფოტოს ავტორი 1 დღით იყოს ანონიმური ))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Palavandishvili
post Feb 10 2011, 19:51
#180 

Validating
5,589


http://www.boke.ge/forum/?img=144404

აქ რა ხდება? :-)))

Giorgi Dadiani,
საიტი ხო ტავისთავად ვერ იარსებებს?
ადამიანები ქმნიან ამ ვირტუალურ სუბსტანციას..
გამომდინარე აქედან, ვგულსიხმობ იუზერებს რომლებიც ქმნიაან ბოკეს... :-))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

10 გვერდი « < 4 5 6 7 8 > » 
Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 14th July 2025 - 19:47

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'