ანდრეის მიერ შეფასებული ნებისმიერი ფოტო ნივთი ეტალონია ფოტო ტექნიკის ღირებულებაში მთელი საქართველოს მაშტაბით არა? "андрей сказал значит бог сказал" ...
ანდრეის ფასები არაა ეტალონი, მაგრამ არც ამაზონის 250 დოლარია თბილისისთვის რეალური. მაგ ფასად დიდხანს მოუწევს პატრონს მყიდველის ლოდინი. მე მშრალ ხიდზე ეგ აპარატი 80 ლარადაც მინახავს მშვენიერ მდგომარეობაში. ასე რომ ფასები თბილისზე უნდა იყოს მორგებული. წარმატებები გაყიდვაში.
ქართული ბაზარი, რომ ძალიან იაფფასიანია ვიცით ყველამ, მაგრამ საინტერესოა კონკრეტულად ეს მოდელი ჩვენთან ღირს ძალიან იაფი, თუ საზღვრებს მიღმაა ძალიან ძვირი?
სამი საათის ელემენტით უზრუნველყოფს ექსპოზიციასაც და დიაფრაგმასაც, ფოკუსირების სისტემაც სხვა ამ ტიპის აპარატებთან შედარებით მოქნილი აქვს. და რაც მთავარია კომპაქტური და პრაქტიკულია. ეს აპარატი შეგიძლია ჩაიდო ჯიბეში და სრულიად შეუმჩნევლად დაარღვიო ადამიანის უფლებები , გადაუღო მათ საჭირო დროსა და ადგილას. ჩემი აზრით, ლომოს ეს მოდელი ნებისმიერი მოყვარულისთვი (და არა მხოლოდ) საუკეთესო აპარატია.
მე ზენიტ ლც-ა მაქვს. ეს ორი აპარატი თითქმის ერთი და იგივეა.. ძალიან მომწონს..
ფასს რაც შეეხება, მშრალ ხიდზე 80 ლარადა ვნახე. ლომოს ოფიციალურ საიტზე 200 ევრო ღირს. ჩემი აზრით ამ აპარატის ფასი არ იციან ჩვენებმა და ცოტა სნობებიც არიან, რადგან მხატვრული ფოტოების გადასაღებად ისეთ ძვირიან აპარატებს ყიდულობენ, რომ 5-6 ცალი ლომო მოუვათ იყიდონ ერთი, დანარჩენით იმოგზაურონ სადმე..
Kapo, იციან თუ არ იციან ფაქტი ჩემთვის ის არის, რომ დღეს თუ ხვალ ვიღაც გამოჩნდება, რომელიც 80-100 ლარის ფარგლებში ჩამახუტებს ამ აპარატს და რატომ გადავიხადო დღეს 300 თანაც ევრო? ) პ.ს. თანაც ისეთი ხალხი ხშირად ჩანს ვინც იაფად, "საქართველოსფასებით" ყიდის
სამი საათის ელემენტით უზრუნველყოფს ექსპოზიციასაც და დიაფრაგმასაც, ფოკუსირების სისტემაც სხვა ამ ტიპის აპარატებთან შედარებით მოქნილი აქვს. და რაც მთავარია კომპაქტური და პრაქტიკულია. ეს აპარატი შეგიძლია ჩაიდო ჯიბეში და სრულიად შეუმჩნევლად დაარღვიო ადამიანის უფლებები , გადაუღო მათ საჭირო დროსა და ადგილას. ჩემი აზრით, ლომოს ეს მოდელი ნებისმიერი მოყვარულისთვი (და არა მხოლოდ) საუკეთესო აპარატია.
მე ზენიტ ლც-ა მაქვს. ეს ორი აპარატი თითქმის ერთი და იგივეა.. ძალიან მომწონს..
ფასს რაც შეეხება, მშრალ ხიდზე 80 ლარადა ვნახე. ლომოს ოფიციალურ საიტზე 200 ევრო ღირს. ჩემი აზრით ამ აპარატის ფასი არ იციან ჩვენებმა და ცოტა სნობებიც არიან, რადგან მხატვრული ფოტოების გადასაღებად ისეთ ძვირიან აპარატებს ყიდულობენ, რომ 5-6 ცალი ლომო მოუვათ იყიდონ ერთი, დანარჩენით იმოგზაურონ სადმე..
დავამატებ იმას რომ ამის ლინზა შემუშავდა საბჭოთა კავშირის დროს პროფესორის მიერ დაცულ სამხედრო დაზვერვის ლაბორატორიაში მართალია დიაფრაგმა 2.8 აქვს მაგრამ რეალურად სრულიად ბნელ ადგილებში იღებს. მე ეოს 7D მაქვს და 5 ლინზა გამოვცვალე და ნუ 000 ნოლიან ციფრებს გაცდა ჩემი ხარჯები თუმცა დაბალ განათებაზე რაც ეს აკეთებს იმათგან ვერ მივიღე. 200 EU რაც დევს საიტზე ეხლა არის ჩინეთში გამოშვებულების ფასი, და დიაფრაგმას მათზე ვერ ადიდებ, ამაზე + დამატებით დიაფრაგმის კონტროლიც არის ვოტ...
"კარგი" ფასი რომ ადევს იმიტომაც დევს ამდენ ხანს გასაყიდად ბოკეზე. კარგით, რა.. თბილისში ვართ და ყველამ ვიცით +/- ფასები და სად რა იყიდება. მშრალ ხიდზე რომ 80-100 ლარად იყიდი მაგას დღესვე, რატომ უნდა იყიდოს ვინმემ ბოკეზე იგივე 200-300 ევროდ??
პ.ს. კვირასაც ედო ანდრეის ეგ კამერა გასაყიდად, ასე რომ "იშვიათი საპოვნელი" ნამდვილად არ არის
RIGHTMAN, ნიშნის მოგებით რატომ ლაპარაკობ? თუ წაიღებ საზღვარგარეთ და გაყიდი თუნდაც 500 ევროდ ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ საქართველოში ეგ ფასი არ აქვს, შეიძლება ღირდეს კიდეც ძვირი, მაგრამ აქ არავინ გადაიხდის მაგ ფასს, იმიტომ რომ ანალოგები ბევრად იაფი ღირს.. ისე ცნობისათვის ლეიკა M6 გაიყიდა იმის ნახევარ ფასად რაც რეალურად ღირს და არ მგონია ლომო ფენომენი იყოს საიმისოდ რომ ფასი არ დააკლდეს წარმატებები გაყიდვაში..