მოკლედ არ დაიზაროთ,, თქვენი დახმარება ძალიან მჭირდება რასაც მირჩევთ იმას ვყიდულობ,
არჩევანის წინაშე ვდგავარ და რომელს მივანიჭო უპირატესობა არ ვიცი
Canon EOS 50D თუ Nikon D90 (ლინზები მირჩიეთ) (არცერთი არ ვიცი როგორ იღებს)
ამ 2 აპარატს შორის რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
აწი მომიწევს საქართველოს თითქმის ყველა კუთხის მონახულება და სურათების გადაღება,რაც კი საინტერესო რამ შემხვდება ,( ეს იქნება ლამაზი ბუნება, მოძრავი ობიექტები, მდინარეები და მოკლედ ყველაფერი) მინდა რო ლამაზი და მკვეთრი სურათები გადაიღოს აპარატმა,
ძალიან მნიშნველოვანია თქვენი რჩევა, თქვენ რასაც მირჩევთ დასაბუთებულად, იმას ვყიდულობ მეც
წინასწარ გიხდით მადლობას
თუ ფასებში დიდი სხვაობაა , რომელიც იაფი ღირს ამ მოდელიდან ის გამომადგება? მოკლედ თქვენ რჩევას ველოდები
მოკლედ დავწერ აქაც მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის გუშინ საღამოს ვიყიდე ნიკონ დ90 თავისი ლინზით 18--105 მმ (ჩიპიც მოყვა და ყველაფერი რაც საჭიროა) 750$ -ად სულ ახალი,,
ჩემმა მეგობარმა წამიყვანა თავის მეგობართან სამსახურში რომელსაც ორივე კამერა ქონდა და ნიკონი უფრო მომეწონა უფრო რეალურ სურათს იღებდა და მე ნიკონს მივანიჭე უპირატესობა,, თანაც ვიდეოს გადაღებას შესძლებია რაც დამატებითი უპირატესობააა
აქ ღირს 800 დოლარი + შიპინგი + დღგ... აჰა იყიდიდი 750ად აბააა... რატო გიყვართ ეგეთი ლაპარაკი?
მეგობარო D90 ვიყიდე ახლახან და არ ვიცი როგორ აგიღწერო... მოლოდინს გადააჭარბაო არ ქვია ამას... ძაან სერიოზული აპარატია ქენონ 550D-ეს შევადარეთ ხარისხით და ნიკონმა აჯობა და ა.შ... მე პირადად სანამ ვიყიდდი ბევრი ვიკითხე... ლამის მთელი რუსული ფორუმები გადავიკითხე და ყველგან წერია რო D90 ლეგენდაა... გირჩევ D90 იყიდო მგონი აქვ იღაც ყიდდა D90ს 18-105 ით.... კარგად დაათვალიერე...
დღეს მომიწია სურათების გადაღება და ბუნებაში გავლა მოკლედ აი რა ვთქვა არ ვიცი რა აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, აღფრთოვანებული ვარ ამ აპარატით,, სასწაული ხარისხის სურათებს იღებს, მე ამ აპარატის 40 %-საც ვერ ვიყენებ ჯერ,(ნელნელა ვერკვევი) და უკვე ეს ხარისხი მაკმაყოფილებს კიარადა სასწაულად იღებს, წარმომიდგენია მცოდნეს ხელში რა ხარისხის სურათებს გადაიღებს,,,
ნაღდად არ მოველოდი ამ აპარატისგან ამდენს
Geosa სად ვიყიდე და დუბაიდან ქონდა ჩამოტანილი ჩემს მეგობარს და მომცა 750$-ად სულ ახალი გაუხსნელი, თავისი 18-105მმ ლინზით და ჩასადები ჩანთით, ჩიპით,რაღაც ფილტრებიც მოყვა, კიდე წვიმისგან დამცავი რაღაცაც მოყვა, ლინზაზე ყენდება,
უნდა ჩავუჯდე კარგად ამ აპარატს და გავერკვიო უკეთესად, წარმომიდგენია რა ხარისხის სურათებს გადაიღებს , ჯერ ეხლა პირღია დამტოვა ისეთ სურათები გამოვიდა რო რავი რა , არ ვიცი რა ვთქვა
თავისი ფასი როგორც ვიცი 850$ ღირდა იქ ადგილზე მოულოდნელად მამამისმა გადაწყვიტა რო სასწავლებლად უშვებს უცხოეთში, ხოდა კამერა მე მომყიდა ამ ფასად,, და მანქანაც მაგრად იაფად გაყიდა
Geosa რამოდენიმე კითხვა მაქვს ამ აპარატთან და თუ შეგიძლია რო მიპასხო? ზოგი რამის დანიშნულებას საერთოდ ვერ მივხვდი მიჩვევა უნდა რა