საქართველოს კინოკომისიას ესაჭიროება ექსტერიერის და ინტერიერის ფოტოები:
თუ გსურთ დაეხმაროთ საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებას გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ფოტოები ჩვენს ელექტონულ ფოსტაზე info@gnfc.ge ან მოგვაწოდოთ ეროვნული კინოცენტრის ოფისში (ივლისის ბოლომდე ამ მისამართზე)
აღმაშენებლის გამზ. # 164, 0112, აგვისტოდან - ზ. გამსახურდიას სანაპირო # 4, 0105
ფოტოს არჩევის შემთხვევაში თქვენი სახელი მითითებული იქნება ფოტოზე. ეროვნული კინოცენტრი არ გასცემს ანაზრაურებას.. პროფესიონალი ფოტოგრაფების სახელი მოხვდება საქართველოს კინოკომისიის ვებგვერდის ფოტოგრაფების ბაზაში. გვესაჭიროება ყველა სეზონის ფოტოები.
კინოკომისიის აღწერა: კინოკომისია ოფიციალურად დაარსდება 2010 წლის შემოდგომაზე. იგი არის ეროვნული კინოცენტრის ქვე-სტრუქტურა, რომელიც ემსახურება ადგილობრივ და უცხოელ კინემატოგრაფისტებს ქვეყანაში კინოწარმოებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიებასა და მიწოდებაში. კინოკომისია რეკლამირებას უწევს საქართველოს, როგორც მომხიბვლელ გადასაღებ სივრცეს, მის ტექნიკურ შესაძლებლობებს და ფისკალური წახალისების ფორმებს. კინოკომისია სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობს. კინოკომისიის ვებ-გვერდზე მიმდინარეობს მუშაობა. გთხოვთ იხილოთ საჭირო მასალის ჩამონათვალი.