გარბენი, გარბენიო.... რაც არ უნდა დაბალი იყოს ამ აპარატში 1200 დოლარზე მეტს არავინ გადაიხდის და არა იმიტომ რომ ცუდი აპარატია, უბრალოდ იმიტომ რომ ამ აპარატის ფასი ეხლა ეგაა.
ისე რაც არ უნდა იყოს რესურსი მინიმუ 100 000 აქვს 5დ-ს და არა მგონია მომავალმა პატრონმა მაგ ნიშნულს ისე მიაღწიოს აპარატი რომ არ გამოცვალოს, ასე რომ ეს გარბენიც ყურით მოთრეული მიზეზია. ნაღდი მყიდველი იყიდის.
წარმატებები გაყიდვაში. კარგი აპარატია ნამდვილად და სურათიც მომეწონა
5D შესანიშნავი ფოტოაპარატია და დამერწმუნეთ, თუ შეადარებთ მარკ II ფოტოებს, სურათის ხარისხში ვერ მოიგებთ ბევრს. საკმაოდ მაქვს გადაღებული ორივეთი. ვიდეო- ფოტოაპარატისათვის მხოლოდ მარკეტინგული ოპციაა. ISO კი, მარკზე 2500 მაგალითად მისაღებია შედარებით ვთქვათ 5D-ს 1600 ისა. მაგრამ ნიკონის D700 თან (რომლითაც ეხლა მე ვსარგებლობ) ახლოს ვერც მივა. აქ ISO 6400 სავსებით კომფორტულია. მოკლედ, დიდი თანხის დამატებას 5D-ზე მარკ ორისათვის არ გირჩევთ. მე ასეთი მართლა "ტკბილი" კამერა მეორე არ მეგულება. რაც შეეხება გარბენს, ნიკონისაგან და ახალ კენონებისაგან (digic III შემდეგ) განსხვავებით, 5D -ს და ადრინდელ კენონების Shutter Actuation Count ასეთი ოპციაა, შესაძლებელია ინახოს არა ეგზიფში, არამედ მხოლოდ RAW ფაილში. დაგჭირდებათ Hex ედიტორი. მიეცით "Hexadecimal" TYPE "95D" და ნახეთ 95D, 95E უჯრები. ეს არის ის ციფრები, რაც თქვენ გაინტერესებთ. მაგალითად 95D ში წერია 45, 95E ში - 67. ესეიგი კამერას გადაღებული აქვს 4567 კადრი. წარმატებები.
მარკზე 2500 მაგალითად მისაღებია შედარებით ვთქვათ 5D-ს 1600 ისა. მაგრამ ნიკონის D700 თან (რომლითაც ეხლა მე ვსარგებლობ) ახლოს ვერც მივა. აქ ISO 6400 სავსებით კომფორტულია. მოკლედ, დიდი თანხის დამატებას 5D-ზე მარკ ორისათვის არ გირჩევთ. მე ასეთი მართლა "ტკბილი" კამერა მეორე არ მეგულება.
გაითვალისწინეთ მეგაპიქსელები და ნიკონის მუდმივად ჩართული ნოიზ რედაქშენ ფუნქცია და განსხვავებულ შედეგს მიიღებთ