Neopan 100 რა გითხრათ და Tri-X 400-ისთვის 10 ლარი საერთოდ არაა ძვირი. დაახლოებით ასე ღირს საზღვარგარეთაც. მაგაზე კარგი შავ-თეთრი ფირი მე არ მეგულება (საკუთარი გემოვნების ფარგლებში). მერე რა, რომ ზაზას ჩახვეულია. ვადაგასული ხომ არაა?
gingery ვინ თქვა Tri-X-ზე ძვირია ან არ ვაგრაო? ნეოპანია ძვირია 7 ლარიც არ იყო იაფი და 11 კიდე ნამდვიალდ ძვირია
ნუ ეს ისე, თორე ეს ძვირიც პირობითი ნათქვამია, მაგალითად მე ძალიან მიყვარს ნეოპანი და რო დამჭირდება იყოს მაგას ვიყიდი ვიდრე სხვა შავთეთრს მაგ ფასის ფარგლებში
ნებისმიერ ფირს გამოიწერ და მარტივად ჩამოიტან ამერიკიდან - მე მიცდია ეგრე რამდენჯერმე. აი ასე მუშაობს ეს სქემა: http://www.bhphotovideo.com/ - მე ამ საიტიდნა ვიწერ- თქვენ შეგიძლიათ სხვა საიტები იპოვოთ- ბევრია ეგეთი. იხდი პლასტიკური ბარათით და ამერიკის მისამართს უთითებ onex.ge - დან(ეგაა ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც ჩამოაქვს ამერიკიდან ამანათები, სხვებიც არსებობენ, მაგრამ მე ონექსის ერთგული ვარ:P). ჩამოტანა ძაან იაფი ჯდება- 5$ ზე მეტი არ გადამიხდია მე, ერთ კვირაში ჩამოდის საქართველოში და მარტივად და უპრობლემოდ ღებულობ შენს ნანატრ ფირებს
სკანერი რა ვიცი აბა, ზაზასთან ნორმალურად მისკანერებენ ხოლმე და...