BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

· · [ ]

> Digital RF ანუ მომცრო ბიჭები დიდი ... გულით, :):):) ახალი ნიშაა, ეკუთვნის თემა

| |
Raulito
post May 13 2010, 11:24
#1 

Master Master
2,310


არაა დიდი ხანი რაც ოლიმპუსმა გაისროლა პირველი ციფრული პენ-ი, მერე პანასონიკი მიჰყვა. ის კი არა უკვე მე-2 სერიაც გამოფინეს მზეზე. იქ ლაიკამ დააძახა, რაღას 4/3 ფორმატიო, აჰაა და ბარემ არასრულ-მატრიციანი სარკე-შუშაბანდიანი კამერის ზომა გული ჩავუდოთო (ნუ, დააფასა კიდეც როგორც იცის ხოლმე მაგ ფინთმა მაგან!).

ამ ყოლიფერმა შენ უყურე და კაი გნიასი გამოიწვია ფოტო-ამქარში. მითამ ახალი ნიშა-ნიკორა სჩითამსო ?- გაუბედა და იკითხა ზოგმა. არაო, სანამ ბობოლები არ გაერევიანო მაგ საქმეშიო, მანამ არც იფიქროთო. საინტერესო კი არის, დორბლმდენიც კიო, განსაკუთრებით ეს საყვარელი რეტრო სტაილინგიო.

მოკლედ, გამოხდა ხანი და პირველი ბობოლაც გამოკუსკუსდა ასპარეზზე. ეხლა, აქ ნუ დავიწყებთ ეგ რა ბობოლააო, ეგ გუშინდელი გამოჩეკილი ბახალაო, ესაო ისაო - გუშინდელია თუ დღევანდელი, იმფერი ლაჯით შემოვიდა ამქარში რო არ იქნება მაგის ისა, რა ჰქვია, ჰო, იგნორირება. სონი-ზე ვამბობ რაღა.. ჰოდა აი, ამოიღო და დადო . თან ერთი კი არა ორი დადო: "ნექს-5" და "ნექს-3":

http://www.dpreview.com/previews/sonynex5/

ეხლა დიდი ქოთ-ქოთია - ადრეც კი იყო ისე, ჩვენში დარჩეს - ქენონა და ნიკორა თუ ხარშამენ ჩუმად ძვლიანსაო თავის ლაბარატორიებში. გულფანცქალა ფოტოჯეელობა ამბობს რომა არ იქნება რო არა შვრებოდნენო. რავი, მეც ეგრე მგონია - ძაან პრაქტიკული რამეა და ვერ წაუვლენ. თანაც ფული ხო უყვართ არა? მაშ როგორ?! მე პირადად რაღაი ქენონიანებში ვწერივარ, ველოდები, თან სული მიკაწკაწებს, ძაან თუ გასჭიმჭიანურეს ამათ, მანამდე ხომ არ ჩავბღუჯო ოლიკო ბიცოლა-თქო...

ჰოდა ეგრე. ეს ამდენი იმიტომა, რომა ერთი თემა კი ეკუთვნის ამ ახალ ციფრულ რეინჯფაინდერულ ჯეელებსა და გავხსნათ რაღა... და დავყაროთ ინფოები, ტესტები და თუ ვინმემ გაუბედეთ და იყიდეთ უკვე, თქვენი შეფასება-ჰაზრებიც არ დაამადლოთ ბოკესა.

იხარეთ და იმრავლეთ ამ გაგანია მაისში. ჩემკენ ცხელა, რა ვქნა. smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Reply to this topicStart new topic
(30 - 31)
Lasha Palavandishvili
post Feb 9 2012, 13:20
#31 

Validating
5,589


Raulito,
Focal length multiplier 2×

ar varga.gif

მემგონი ლაიკა მ9 და ფუჯი 100 ამათგან ღირებული... :|
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika Pkhakadze
post Feb 9 2012, 21:27
#32 

Photographer Photographer
8,492


QUOTE(Raulito @ Feb 9 2012, 12:08)
აჰა, ისევ ოლია დეიდა კისკასობს. გუჯას გულის გასახარებლად რა გამოუშვეს, ა: smile.gif

http://www.dpreview.com/previews/olympusEM5/page4.asp
user posted image
*


ისე ოლიმპუსი გამოუშვებდეს ფულფრეიმს OM ბაიონეტით კაი იქნებოდა, მარა ფულფრეიმი კი არა 13X18-ზე მეტი არ გვინდაო
ოფტოპიკი რომ არ გამოვიდეს, პირველი ციფრული დიდგულიანი რეინჯფაინდერი ეპსონ რდ-1 იყო, ეწყინება რომ არ ვახსენოთ, 2006 ის მოდელია მგონი და, დღესაც 1000$- ზე მეტი ღირს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 17th June 2025 - 03:34

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'