პროკრედიტ ბანკი განაგრძობს თანამედროვე ქართული ხელოვნების მხარდამჭერ პროექტს “ProArt”.
პროექტში მონაწილეობას ნებისმიერ დაინტერესებულ ფოტოხელოვანს გთავაზობთ. წარმოადგინეთ ნამუშევრები შემდეგ თემებზე:
* საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება; * გარემოს დაბინძურება საქართველოში; * საქართველოს საზოგადოებრიობა; * მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში თანამედროვე ფოტოგრაფის ობიექტივით; * სოფლის მეურნეობა საქართველოში; * ბავშვები საქართველოში; * კულტურა საქართველოში.
ნამუშევრები გამოიფინება პროკრედიტ ბანკის ფილიალებში, როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, სადაც მათ ფართო აუდიტორია გაეცნობა. პროექტის ბოლოს დაიბეჭდება ფოტოკატალოგი, რომელიც თითოეულ მონაწილეს სამახსოვროდ გადაეცემა.
დაინტერესების შემთხვევაში: 1. აირჩიეთ ერთი, რამდენიმე ან ყველა თემა, სურვილისამებრ. 2. გამოაგზავნეთ თქვენი ავტობიოგრაფია და 3. ფოტონამუშევრები (არჩეული თემების მიხედვით, ელექტრონული ფორმით, მცირე რეზოლუციით)
აღნიშნული მასალები გამოგზავნეთ: 30 აპროლამდე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე proart@procreditbank.ge ან მოიტანეთ პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში, მისამართზე: აღმაშენებლის გამზ. 154. კონვერტზე მიუთითეთ ProArt. რეგიონებიდან: გთხოვთ მასალები მიაწოდოთ პროკრედიტ ბანკის ფილიალს თქვენს ქალაქში ან გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: proart@procreditbank.ge