საქართველოს უნივერსიტეტში, 29 აპრილს, 15:00 საათზე მოეწყობა სამი ონლაინ ჟურნალის პრეზენტაცია. შეხვედრაზე სამივე ჟურნალის სარედაქციო ჯგუფები ისაუბრებენ თემებზე: 1. როგორ დაიბადა ჟურნალის კონცეფცია. 2. რა პრინციპით ხდება ნამუშევრების შერჩევა. 3. როგორ შეიძლება საკუთარი ნამუშევრების გამოქვეყნება ჟურნალებში. 4. რა არის საჭირო მსგავსი პროექტის განხორციელებისთვის. 5. პრაქტიკული რჩევები მათ, ვისაც ელექტრონული ჟურნალის შექმნა სურს.