BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ციფრული ფოტოგრაფია, ეს საინტერესოა

| |
Nino Gakhokia
post Mar 5 2010, 16:10
#1 

Amateur Amateur
10,168


ტრადიციული ფოტოგრაფიის დროს სირთულეს წარმოადგენდა ფირის გამჟღავნება,განსაკუთრებით როცა ფოტოგრაფი იმყოფებოდა ბუნებაში,დასახლებული პუნქტებისგან მოშორებულად.ტელევიზიასთან კონკურენციამ აიძულა ფოტოგრაფები მოენახათ ფოტოების მიწოდების უფრო სწრაფი მეთოდი.მოცილებულ ადგილებში ფოტოგრაფები იძულებულები იყვნენ თან ეტარებინათ მინიატურული ლაბორატორიები გასამჟღავნებლად.1981 წელს სონიმ გამოუშვა პირველი სამომხმარებლო კამერა რომელსაც არ ჭირდებოდა ფირი Sony Mavica..
ეს პირველი კამერა მთლიანად ციფრული არ იყო.1990 წელს კი კოდაკმა გამოუშვა DCS 100- პირველი კომერციულად ხელმისაწვდომი ციფრული კამერა.თუმცა მისი მაღალი ფასი ამ კამერას ხელმისაწვდომს ხდიდა მხოლოდ პროფესიონალთათვის.ამ წელს დაიბადა პროფესიონალური ციფრული ფოტოგრაფია.ციფრული კამერა იყენებს სენსორს გამოსახულების დასაფიქსირებლად,სენსორს ფილტრის მაგივრად.ძირითადი განსხვავება ციფრულ და ქიმიურ ფოტოგრაფიას შორის არის ის რომ ქიმიური ფოტოგრაფია შეზღუდულია მანიპულაციების ჩასატარებისთვის რადგან ის მოიცავს ქიმიურ პროცესს და ფირს.ციფრულ ფოტოგრაფიას ასევე გააჩნია კომუნიკაციის და სხვადასხვა აპლიკაციის გაცილებით მეტი საშულება.
ციფრული არაპროფესიონალური კამერები ფართოდ გავრცელდა რომლებმაც გადააჭარბეს ფირიანი კამერების გაყიდვას.ამიტომაც 2004 წლის იანვარში კოდაკმა შეწყვიტა 35 მმ-იანი ფირიანი კამერების გამოშვება დასავლეთ ევროპაში,წლის ბოლოს კი ამერიკასა და კანადაში
.
Pროფესიონალების 75 % იყენებს ისევ ფირიან კამერას.ამერიკაში ჩატარებული კვლევის თანახმად კი პროფესიონალთა 68% აღიარებს ფირის უპირატესობას ციფრულთან შედარებით შემდეგი ძირითადი მიზეზების გამო:

,„ფირს შეუძლია მეტი ინფორმაციის დაფიქსირება საშუალო და დიდი ფორმატის სურათების
გადაღებისას.
...ფირს შეუძლია ფოტოგამოსახულების შექმნა
.,.ფირს შეუძლია შუქჩრდილების დეტალების გადმოცემა

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 2nd May 2025 - 17:07

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'