BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ბოლოსიტყვაობა

| |
Lasha Palavandishvili
post Jan 30 2010, 22:57
#1 

Validating
5,589


ღამე მშვიდობისა, მე ლაშა ფალავანდიშვილი დავიბადე 1988 წლის 15 აგვისტოს.
ალბათ ცხელოდა...
ვიზრდებოდი ქობულეთში, ვსწავლობიდ #7 საშუალო სკოლაში, მე-9 კლასი დავამთავრე წარჩინებით და მე-10 კლასიდან გადმოვედი ბათუმში საცხოვრებლად.
აქედან იწყება გაცილებით სერიოზული და შეგნებული ცხოვრება.
მე-11 კლასში დავუკავშირდი ჩემვისის უმნიშვნელოვანეს ადამიანს, --- და ასე დავიწყე სიყვარულით ცხოვრება...
მერე ბევრი მეგობარი, ნაცნობი და კარგი, ხმიარული სიტუაცია, უსაზღვროდ მრავალფეროვანი და დიდი ინფრომაციის ხვრეპა...
ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში.
ვარ ბუღალტერი, ბანკირი.
მაგრამ საერთოდ არ მინდოდა, ხო იცით გურჯული, აჭარული ოჯახი, შვილის პროფესიას შენ განსაზღვრავ...
ხო და ასე მივაღწიე მე-4 კურსს და დღემდე, ამ წუთამდე მოვედი...
უახლოეს დღეებში ვაპირებ წავიდე მონასტერში,(ვაპირებ, თუ გამიშვებს მოძღვარი, ჯერ კიდევ სასაუბრო დაგვრჩა...) იქ სადაც მთელი ცხოვრება (ალბათ) ვიქნები, ბუნებასთან, სულთან ახლოს...
ხო და რა მინდოდა მეთხოვა მოდერაცისათვის 6 თვეზე მეტ ხანს ვერ შემოვალ და ჩემი გალარეა არ წაიშალოს თუ არის შესაძლებელი? user posted image

და კიდევ ერთი ვერაფერს ვგრძნობ, საერთოდ ვერაფერს...
რამდენიმე დღე აქ ვიქნები, ან საერთოდაც შეიძლება დავრჩე, ვერ წავიდე,არ გამიშვან...
უბრალოდ რარაც მინდდა დამეწერა, რაც შეიძლებოდა უცბად ვერ გამეკეთებინა თუ წავიდოდი...


დიდი მადლობა ყველას, კარგი ფოტოებისათვის, საინტერესო ინფორმაციისათვის და ზოგადად რომ არსებობთ!
პატივისცემით!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mano Svanidze
post Jan 30 2010, 23:02
#2 

Amateur Amateur
2,750


angel.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ekaterine77
post Jan 30 2010, 23:08
#3 

Amateur+ Amateur+
9,267


ლაშა... შენც ბოლო ფოტოზე რამდენჯერ შევედი და გამოვედი აღარ მახსოვს... და ვუსმენ იმ მელოდიას...

წავიკითხე და გული დამწყდა. ძალიან.

სულიერ სიმშვიდეს გისურვებ. გულწრფელად.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
perfi
post Jan 30 2010, 23:35
#4 

Amateur Amateur
1,576


LAშა sad.gifsad.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sofio Gokhelashvili
post Jan 30 2010, 23:46
#5 

Amateur Amateur
11,533


ლაშა ლაშა ლაშა! ))))

აქ გულდასაწყვეტი არაფერია პირიქით!!! თუ გაქვს იმხელა ძალა შინაგანი რომ წახვიდე მონასტერში და იქ იცხოვრო ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია!

ერში ცხოვრება რთული გვეჩვენება მაგრამ მონასტერში ბევრად მეტი სირთულეა. ადამიანი რაც უფრო მორწმუნეა მას მეტად ებრძვის ეშმაკი...
მონასტერში ძალიან დიდი სიმშვიდეა! ისეთი როგორიც არსად!
და გისურვებ სულიერ სიმტკიცეს! რადგან მონასტერში ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდება და თუ ამას გაუმკლავდები ღმერთი მეტ ძალას მოგცემს!
ღმერთმა მოგცეს ძალა რომ შეძლო ის რაც გულით გინდა!

უფალს თU მიენდობი ყველაფერი კარგად იქნება და ისიც გახსოვდეს რომ ქვეყნად უმიზეზოდ არაფერი ხდება!


რომელ მონასტერშI წახვალ თუ წასვლაა?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mano Svanidze
post Jan 30 2010, 23:51
#6 

Amateur Amateur
2,750


გაჰყარე სევდა.

მე მართლა მჯერა იმის რაც გითხარი და შენც უნდა დაიჯერო..
მთავარია მოინდომო დაჯერება.. და დაიჯერო..

ღიმილი დამანახე, ღიმილი DDDD.gif
ოღონდ ძალდაუტანებელი : )

აჰ გავქრი ეხლა

ის რომ წიწაკა წითელია და მწარე მაინც არ გიშლის ხელს შეჭამო და ამით მერე რა? პასუხიც იცი : )

ღიმილიმეთქი ვახ DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Palavandishvili
post Jan 30 2010, 23:51
#7 

Validating
5,589


Sofio Gokhelashvili,
QUOTE
რომელ მონასტერშI წახვალ თუ წასვლაა?


ჯერ ისიც არ ვიცი, თუ ამიშვებენ...
ძალიან შორს, მთში, მიყრუებულ ადგილას.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sofio Gokhelashvili
post Jan 31 2010, 00:04
#8 

Amateur Amateur
11,533


აა... ახლა რაღაც ვერ მივხვდი..

თუ სევდას გგვრის ეგ ყველაფერი რაღატო აკეთებ მაგას? იმიტომ რომ იმედგაცრუებული ხარ?

ისეთი გრძნობა დამეუფლა ახლა რომ ვიღაც გაძალებს წასვლას..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Palavandishvili
post Jan 31 2010, 00:07
#9 

Validating
5,589


Sofio Gokhelashvili,
QUOTE
აა... ახლა რაღაც ვერ მივხვდი..


რა კონკრეულად?
QUOTE
თუ სევდას გგვრის ეგ ყველაფერი რაღატო აკეთებ მაგას?


სევდა არა, უბრალოდ მიზანშეწონილად ცავთვალე, რომ მეთქვა იუზერებისათვის.
თან მოდერაციასაც მივმართე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sofio Gokhelashvili
post Jan 31 2010, 00:15
#10 

Amateur Amateur
11,533


აქ ისეთი ღაპაღუპი წავიდა ვეღარ გავიგე!

მე ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი შენს ადგილას და სულ არ ჩავრთვლიდი საჭიროდ შემოვსულიყავი ფოტოსაიტზე და დამეწერა ჩემი სამომავლო ფიქრები და მოქმედებები )))

ბოკეს ჯავრი მიგყვება? ))))



კაი წავედი მე!

წარმატებები ლაშა ! ხელი მოგიმართოს უფალმა ყველა კეთილ საქმეში..


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Palavandishvili
post Jan 31 2010, 00:17
#11 

Validating
5,589


Sofio Gokhelashvili,
QUOTE
ბოკეს ჯავრი მიგყვება? ))))


არ ვცი, უბრალოდ ცემი ფოტოები მინდა ცოცხალი იყოს.

დიდი მადლობა!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Zaza Gabaidze
post Jan 31 2010, 00:27
#12 

Amateur Amateur
3,176


Lasha Palavandishvili, ღმერთმა იმის ძალა მოგცეს რომ მონასტერში შეძლო ისე ცხოვრება როგორც მონასტერი მოითხოვს, ძალიან, საკმაოდ, რთულია თუმცა ამაშია ძალა რომ ეს ყველას არ შეუძლია, სულიერ სიმშვიდეს გისურვებ. angel.gif 2kiss.gif

ღმერთს ებარებოდე
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nini
post Feb 2 2010, 11:15
#13 

Amateur Amateur
4,014


sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Palavandishvili
post Feb 2 2010, 11:32
#14 

Validating
5,589


დახურეთ თემა!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nina Minzoni
post Feb 2 2010, 17:34
#15 
AccuWather

Amateur+ Amateur+
8,779


Lasha Palavandishvili,
დიდი მადლობა შენ smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Janibegashvili
post Feb 2 2010, 19:28
#16 
Freedom

Amateur+ Amateur+
5,771


ყოჩაღ ლაშა..
ეგ ნაბიჯი არც ისე ადვილია და თუ გადადგავ მაგ ნაბიჯს ესეიგი გაქვ იმხელა ძალა რომ ბოლომდეც მიყვე..

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
batukela
post Feb 2 2010, 19:44
#17 

Amateur Amateur
15,132


ძალიან დიდ პატივს გცემ..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 14th July 2025 - 19:34

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'