ჩემი სტუდენტობისას როცა თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტში ინფორმატიკის ლექტორები კომპიუტერს შტეფსელიდან თიშავდნენ Windows 95 თანამედროვეობა იყო და სიახლე ხოლო იგივე ინფორმატიკის ლექციები უშუქობის გამო ცდებოდა, გამოდიოდა ასეთი რუსული ჟურნალი "Компьютерра ". ერთ–ერთ ნომერში იყო მოყოლილი ისტორია პროკუდინ –გორსკის შესახებ რომელიც მე–20–ე საუკუნის 10–იან წლებში ფერად ფოტოგრაფიებს აკეთებდა. მაშინ მინდოდა ეს ამბავი რამე ფორუმზე მომეყოლა მაგრამ საშუალება არ მომეცა. ამას წინებზე შემთხვევით გადავეყარე ინტერნეტში ამ პიროვნების ფოტოებს და აღმოვაჩინე რომ ,იგი საქართველოშიც ყოფილა. ამ თემით მინდოდა თქვენთვის გამეცნო პიროვნება რომელმაც თავის დროზე ძალიან გამაოცა.
და მაინც.......
მთელი არსი იმაში მდგომარეობდა რომ პროკუდინ–გორსკი იღებდა შავ–თეთრ ფოტოს მაგრამ იყენებდა ფერების (წითელ მწვანე და ცისფერი) ძირითადი კომპონენტების გამოყოფას.მან გამოიგონა გადაღების მეთოდი სპეციალური აპარატი და პროექტორიც კი რომლის გამოყენებითაც ფოტოკამერაში ყენდებოდა თხელი ფერადი ფოტოპლასტინა რომელზედაც თანმიმდევრულად ხდებოდა ერთი და იგივე სცენის, სამი კადრის ექსპონირება აღნიშნული ფერების მქონე შუქ–ფილტრების გამოყენებით . თითოეული კადრის ექსპონირებას დაახლოებით 3 წამი სჭირდებოდა. შემდეგ ხდებოდა ფოტოპლასტინის გამჟღავნება კონტაქტური მეთოდით ხდებოდა დიაპოზიტივის დამზადება რომელიც თავსდებოდა პროექტორში აი სწორედ აქ უკვე ხდებოდა ამ სამი კადრის გაერთიანება პრიზმისა და შუქ–ფილტრის დახმარებით ასეთი კადრი უკვე ფერადი გამოდიოდა.
შეიძლება ზოგიერთი არ დამიჯერებს მაგრამ ამ პიროვნებამ ასეთი მეთოდით ფოტოები 1907-1915 იღებდა მაშინ როცა ფერდი ფოტოს ხსენებაც კი არ იყო ჯერ. მე გამაოცა ხარისხმა ამ თემაში მარტო ორი პატარა ფოტოს მიბმა შევძელი ხოლო მათტვის ვინც დაინტერესდება ამ პიროვნების სხვა ფოტოებითაც შეგიძლიათ ხილოტ აი ეს ლინკი