უცნაური სახელი აქვს თემას? ნურას უკაცრავად ვინ რა მონიტორით "უჭვრიტინებს" თავის ფოტოებს? ეს კითხვა რატომ დამებადა და შემთხვევით მოვხდი სხვის კომპთან და ჩიპზე მქონდა რაღაც ინფორმაცია, რომელიც უნდა გამეხსნა და უცებ ჩემს ფოტოებს გადავაწყდი და რას ვხედავ...... რომლებიც მეგონა რომ საკმაოდ კარგად არის დამუშავებული თქო ჰოპლააააააა და უცებ შემიცვალა წარმოდგენა რადგან მე ნოუთბუქში ვამუშავებ და შესაბამისად ნოუთბუქის მონიტორები უფრო ბნელია ჰოოოოდააააა კაი განათებულ მონიტორზე ხან რა მიჩვენა "ზედმეტი" და ხან რა.....
Giorgi Janibegashvili, ჰოო ვიცოდი ეს სხვებისგანაც მაგრამ სანამ არ დავრწმუნდი.... რომ შევხედე ფოტოებს მეორეჯერ დათვალიერება აღარ მომინდა თუ არა და ნოუთბუქში რა იდეალურად მაქვს
levani7, ჩემთან იდეალურად არის ისევე როგორც სხვა ჩემი ფოტოები მაგრამ მაინც გადაამოწმე...
Magdu, უღრმესი მადლობა, გადავხედე ამ თემებს და ძალიან საინტერესოა თუმცა მე სულ სხვა პრობლემა მაქვს და სხვა რამ ავღნიშნე, კალიბრირება რომ საჭიროა ვიცი და ამის მოწყობილობაც იყიდება, არის რომ ზოგიერთი ფირმის მონიტორებს მოყვება და არის რომ ცალკეც იყიდება, ნუ არც ისე იაფი ღირს, მაგასაც სხვადახვა ფასები აქვს თუ არ ვცდები
უბრალოდ მე ის ავღნიშნე რომ ეხლა ვხმარობ ნოუთბუქს და ამას ბევრად ნაკლები განათება აქვს ვიდრე სხვა LCD ან სხვა ტიპის მონიტორებს, ფერების პრობლემა კი არ მაქვს, ანუ აქაც რომ ლურად ვხედავდი იქაც ლურჯი გამოჩნდა უბრალოდ როდესაც სხვა მონიტორში ვნახე და ვიცოდი რომ იდეალურად უნდა ყოფილიყო ანუ როგორც მინდოდა ისე მაგრაააამ რა იდეალურად, ზოგზე შარპი ქონდა მეტი, ზოგ სურათზე კი განათება და ა.შ. ანუ დამუშავების დროს რომ მეგონა რომ ნორმალურად არის ყველაფერი თქო გამოდგა რომ უფრო ზედმეტად მიმიცემია სხვადასხვა მონაცემები
იმის და მიუხედავად რომ აქამდე ამ ნოუთბუქის განათების უკმაყოფილო არვიყავი ცნობილი ფაქტია რომ ნოუთბუქის მონიტორი ბევრად უფრო ბნელია ვიდრე LCD ან სხვა მონიტორები
HP-ის არც ისე კარგი ნოუთბუქის ეკრანზე ვამუშავებ და სხვა მონიტორებზე თვალს ვარიდებ ხოლმე ჩემს ფოტოებს.. იმდენად დიდი განსხვავებაა, შეიძლება გული "გაგესტკლიცოს" არც კალიბრირება შველის და არც არაფერი : (
Mე ჩემი HP-ის LჩD მონიტორით ვარ კმაყოფილი. 19 დიუმიანია და უკკე სამი წელია მემსახურება რაც ეხება კალიბროვკას მე მგონია რომ ც ჩვენთან მიანც ელექტროენერგია დაბალი სიხშრით (პერიოდულობას არ ვგულისხმობ ამ სიტყვაში) მოგვეწოდება და ესეც აისახება ეკრანებზე.