დიდი მოკრძალებით გთხოვთ,ან ქართულად დაწერეთ ან ინგლისურ-რუსულად.... ამ ერთ პატარა ტექსტში, ეს უბედური ქართული ენა სულმთლად გაცამტვერებულია... პასუხებშიც იგივე... ამას ბარბარიზმიც აღარ ჰქვია... იქნებ ოდნავ უფრო მეტი სიფრთხილით მოეპყროთ ამ საკითხს...
ისე აპიარებენ ბათუმს საახალწლოდ რომ... რამდენი თბილისელი ჩავა წარმომიდგენია და აღარ მინდა
ჰა, ჰა 5000 კაცი ცამოვიდეს. აქედან 30-40 % ბალტიისპირეთIდან ელიან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან. 40 % კიდე სომხეთი, აზერბაიჟანი, თურქეთი. დანარჩენი კიდე საქართველოდან.
QUOTE
ძველ ახალ წელს ჩამოვალ მე
თუ გაბარზრდა და მაგარი გამოვიდა,ძველისათვის ფურო მაგარს გააკეთებენ, მერე ნახე შენ თბილისელები.
ბათუმში საახალწლოდ მრავალი კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. ახალი წლის დღეებში სასტუმროებში, რესტორნებში და სავაჭრო ცენტრ BTM -ში 15% -იანი ფასდაკლება იქნება, რაც ტურისტებისა და ბათუმში ახალი წლის გატარების მსურველთათვის სასიამოვნო სიურპრიზი უნდა იყოს.
გთავაზობთ საახალწლო ღონისძიებების აფიშას:
15 დეკემბერი – საახალწლო ნაძვის ხის ანთება მოძრაობის თეატრის შოუ; ფეიერვერკი;
25-31 დეკემბერი - ყინულის სასახლე _ საახალწლო შოუ პროგრამა
30-31 დეკემბერი - თოვლის ბაბუების აღლუმი ბათუმში 200 მდე სანტა კლაუსი და თოვლის ბაბუ დაივლის ბათუმის ცენტრალურ ქუჩებს და ამცნობენ ყველას ახალი წლის ღამეს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები და ჯამბაზები.
31დეკემბერი- 1-2 იანვარი-გრანდიოზული საახალწლო კონცერტი ევროპის მოედანზე. მონაწილეობენ: • მსოფლიო პირველი ხმა – ხოსე კარერასი • იტალიელი ტენორი – გვიდი ლოკონსოლო • ზურაბ სოტკილავა • ლადო ათანელი • მსოფლიო ვოკალურ კონკურსში გამარჯვებული – მარიკა გულორდავა • 2009 წლის ზალსბურგის საოპერო ფესტივალის მთავარი ვარსკვლავი – ნინო სურგულაძე • მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სოპრანო – ნინო მაჩაიძე • ქართველი ამომავალი ვარსკვლავი – სოფო ნიჟარაძე • ნიუ-იორკის მეტროპოლიტან ოპერის 2009 წლის მთავარი ვარსკვლავი – გია გაგნიძე • ევროპის საუკეთესო მევიოლინე – ლიზა ბათიაშვილი • ლეგენდარული სუხიშვილების დასი • ქართული კულტურის განძი – ნინო ანანიაშვილი აგრეთვე 18.00 საათიდან პოპულარული მუსიკის კონცერტი იქნება თეატრთან გაკეთებულ სცენაზე.
31 დეკემბერი-ხოსე კარერასის კონცერტი ევროპის მოედანზე, ლაზერ-შოუ. ფეირევერკი. ქალაქის რამდენიმე წერტილში დამონტაჟდება სპეციალური ეკრანები, რომლებზეც მოხდება საახალწლო კონცერტის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება. საახალწლო საკონცერტო პროგრამა დასრულდება ტექნო მუსიკით (ინგლისელი Dj)
1 იანვარი- ჯგუფი “შინისა” და “ცისფერი ტრიოს” კონცერტები. (სცენა იქნება თეატრთან)ნიკა მემანიშვილის ორკესტრი.საახალწლო პროგრამა ბათუმის ოპერისა და დრამის თეატრში საახალწლო საკონცერტო პროგრამა დასრულდება ტექნო მუსიკით (ინგლისელი Dj)
2 იანვარი - დათო ევგენიძის ჯგუფის, ცნობილი საქსოფონისტის იგორ ბუტმანის კონცერტი სახალხო სეირნობა (12 საათიდან 6 საათამდე)ქალაქის ცენტრში, მემედ აბაშიძის გამზირი გადაიკეთება ფეხით მოსიარულეთათვის. ბათუმის რესტორნები, აგრეთვე აჭარის რაიონების წარმომადგენლები მოაწყობენ საკუთარ კუთხეს და გაუმასპინძლდებიან სტუმრებს. მოეწყობა ეთნოგრაფიული გამოფენები, ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლები, გაკეთდება გიგანტური აჭარული ხაჭაპური.
საახალწლო დღეებში ბათუმის რესტორნებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და კონცერტები. 31 დეკემბრის ღამეს შოუ პროგრამები აქვთ კლუბებს “ინტურისტი”,BBlack Bar ”, “არენა”."არტ-ბულვარი”.
31 დეკემბერი-რესტორანი “მეგრულ-ლაზური” – “პიკასოს ბიჭების” ძველი და ახალი თაობა. “ჯეოსტარელები” ბათუმიდან. 31 დეკემბერი-რესტორანი “ძველი გემი” – ცოცხალი მუსიკა, შოუ პროგრამა. 31 დეკემბერი-“ინტურისტი-დისკორიუმი”-Dj სერ, Dj Dreem, ლატარიის გათამაშება, საახალწლო მაგიდა. 31 დეკემბერი-“არმენია-ნიუ”-ფეიერვერკები, გასართობი შოუ-პროგრამა. 31 დეკემბერი-“სან-რემო”. საახალწლო შოუ-პროგრამა. 31 დეკემბერი-”არტ-ბულვარი”. ბალ-მასკარადი.შოუ-პროგრამა. 1 იანვარი- “ინტურისტი-დისკორიუმი”.BBlack Bar –ფართი. Dj მანჩესტერიდან.