უი, აქანე ამბავი მომხდარა მგონი ხო? მაცალე გადავხედო შესავალში როგორ იყო, რაო აბა....
ესე იგი თუ სწორედ მივხვდი, ჩემმა მაიმურთხებმა დაიმსახურა მოწონება და აწი მე უნდა დავასახელო ახალი თემა ხო? კეთილი და პატიოსანი. მე გავხსნა ახალი თემა თუ აქ დავპოსტო შემდეგი კვირის თემა რა იქნება და ადმინისტრაცია გაა-ტოპიკებს? მაპატიეთ ამდენი "პირველკლასელის" ტიპის შეკითხვაზე, მაგრამ ამ ნაწილში არ ჩავღრმავებივარ აქამდე ბოკეს.
მოკლედ, დრო რომ არ გავაცდინოთ, აქვე ვიტყვი თემას. მოდი რამე საკალელი, ყველასათვის ტკბილი და სექტემბრისთვის შესაბამისი იყოს რამე... მაგალითად ახალი სასკოლო სეზონი იწყება ხომ კი? მგონი ყველას ეყოლება ახლო-მახლოს ბიჭუკლ-გოგუცუნები პირველად რომ მიდიან სკოლაში. ცოტას განიცდიან, ცოტას "დიდობენ".. 100% სუფთა ემოცია მოდის თვალებიდან.
ლეიდიზ ენდ ჯენტლმენ, ამ კვირის თემა იქნება: "წითელი ვაშლი გაგორდა.."