BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ART FOR DIALOGUE, პროექტი „ხელოვნება დიალოგისთვის „

| |
teodal
post Aug 24 2009, 12:00
#1 

Amateur Amateur
2,215


პროექტი „ხელოვნება დიალოგისთვის „

კულტურულ-შემეცნებითი ტური ქართველ და სომეხ ახალგაზრდა
ხელოვანებს შორის


ზოგადი ინფორმაცია :

პროექტი ხორციელდება გერმანული ორგანიზაციის Theodor-Heuss-Kolleg (Robert Bosch Stiftung) www.theodor-heuss-kolleg.de და ევრაზიის ფონდის ( EPF ) www.epfound.ge
ერთობლივი პროექტის „გახდი მონაწილე ! ახალგაზრდა მოქალაქეთა მონაწილეობის გააქტიურობა სოციალურ ცხოვრებაში „- ფარგლებში

საქართველო და სომხეთი ორი უძველესი ისტორიისა და უმდიდრესი კულტურის მატარებელი მეზობელი ქვეყანაა.მათ ხელოვნებაში ბევრ მსგავსებებს აღმოვაჩენთ, რადგან ორივე ქვეყნის კულტურას საერთო ფესვები და ბევრი მსგავსებები გააჩნია. ჩვენი თანამეგობრობაც საუკუნეებს ითვლის.
მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,ორი ახალი დამოუკიდებელი ქვეყანა ჩნდება რუკაზე, რომლებიც ძირითადად დაკავებულნი არინ ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ერთმანეთის ხელოვნებასა და კულტურას.რის შედეგადაც ეს ორი მეზობელი ერი კულტურულ იზოლაციაში მოექცა და ჩვენმა თანამეგობრობამ დაკარგა თავისი კულტურული სახე.
ახლა ხალხს და განსაკუთრებით ახალგაზრდობას აქვს ცრუ შეხედულება მეზობელი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე,
და სამწუხაროა რომ დღესდღეობით საქართველოსა და სომხეთის ახალგაზრდა თაობას აქვს ძალზედ მწირი ინფორმაცია თუ რა ხდება და როგორ ვითარდება ხელოვნება ამ ქვეყნებში.

პროექტის აღწერა :

პროექტი „ხელოვნება დიალოგისთვის“ მიზნად ისახავს ,კულტურული გაცვლითი ტურის საშუალებით კულტურული დიალოგის დაწყებას საქართველოს და სომხეთს შორის .

პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ორივე ქვეყნის კულტურულ ღირშესანიშნაობებს, ორგანიზებული იქნება კულტურულ-შემეცნებითი ტურები თბილისში და მცხეთაში (საქართველო ) და ქ.გიუმრიში,ქ.ერევანში და ეჩმიაძინის კომპლექსში (სომხეთი).
მონაწილეებს ჩაუტარდებათ სემინარები ქართულ და სომხურ ხელოვნებაზე და მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ ისინი შექმნიან თავიანთ ნამუშევრებს, რომელთა გამოფენაც შედგება პროექტის ბოლოს მოწყობილ გამოფენაზე,რის შედეგადაც გადაეცემათ სერთიფიკატები.

თუ გსურთ პროექტში მონაწილეობის მიღება შეავსეთ მოცემული აპლიკაცია 15 სექტემბრამდე და გამოგვიგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე :

artfor_dialogue@yahoo.com

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია


საჭიროა უბრალოდ იყოთ :
- 18 -26 წლამდე ახალგაზრდა ხელოვანი
- გქონდეთ ხატვის ნიჭი
- ან მოღვაწეობდეთ გამომსახველობითი ხელოვნების დარგში
- გაინტერესებდეთ მეზობელი ქვეყნის ხელოვნების გაცნობა
- ფლობდეთ რუსულ ენას საშუალო დონეზე (სასაუბრო)


*** პროექტში მონაწილეობა უფასოა! საჭიროა მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი და მგზავრობის თანხა თბილისი -გიუმრის მიმართულებით და უკან დაახლოებით 60 ლარი,სემინარები ჩატარდება რუსულ ენაზე



პროექტის კოორდინატორები:

თამარ ძაგანია takodzagania@yahoo.com
Tel : 895 500 508

მაგდა ლობჟანიძე magdu13@yahoo.com
Tel : 893 32 18 14

Added @
მონაწილეობის მსურველებმა მიმართეთ ორგანიზატორებს შემდეგ მაილზე artfor_dialogue@yahoo.com და ისინი მოგაწვდიან აპლიკაციას
სამწუხაროდ აქ აპლიკაცია არ აიტვირთა sad.gif
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dave
post Aug 24 2009, 12:41
#2 

Amateur+ Amateur+
1,182


აუ ანკეტა სადმე ატვირთეთ რა... sad.gif www.rapidshare.com ზე ან სადმე...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
teodal
post Aug 24 2009, 12:58
#3 

Amateur Amateur
2,215


http://rs139.rapidshare.com/files/270827678/Doc1.doc


ესეც ატვირტული ანკეტა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dave
post Aug 25 2009, 00:30
#4 

Amateur+ Amateur+
1,182


გმადლობთ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 18th June 2025 - 05:54

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'