ერთი კვირაა მაღვიძარის გამორთვა მავიწყდება ტელეფონზე და ისიც ყოველ ღამით მიზანმიმართულად და დაჯინებით 3 საათზე მაღვიძებს. ახლაც დამიბზუილა ყურთან. იმდენად გამოვფხიზლდი, ჩართული და აშხრიალებული ტელევიზორის გამორთვაც კი მოვახერხე. სამაგიეროდ დაძინებას ვეღარ ვახერხებ. ასტრალის ზღურბლთან ჩემი ეზოს ძაღლები მეწევიან ყეფით და რეტდასხმულ ცნობიერების ნაკადს მიწყვეტენ. შემდეგ ახალი ჟაჭვი იწყება და ერთი მეორეს მოსდევს გაუგებარი ლოგიკითა და მიმდევრობით დაწყობილი ხატები. სულში ჩასახლებული ჭინკები ცოცხლდებიან, ენას მიყოფენ და სადღაც სიბნელეში მიმაქანებენ. ეს ჩემი შეშლილი სურვილებია. თეთრი ფრიალა კაბა ბუჩქებს ედება, მეფხრიწება და ვიკაწრები. პირი თმით მევსება. დამწყები და პლაგიატი რეჯისორი აქ კადრში მაწივარ-მაკივარ ტურასაც ჩასვამდა, მაგრამ სიჩუმეა. სრული დუმილი და მეშინია. ურჩხული კომუსი ნამუსს მხდის, რომელიც აღარ შემრჩენია და სისხლს მწოვს. ჩემს თვალებში სიკვდილის აჩრდილებს ეთამაშება და ორგასტიკულად ხარხარებს. პოსტორგაზმული ზიზღიდან როგორღაც იმ სახლში ვხვდები სადაც გავიზარდე… დეეეე!.. მხოლოდ კედლები მხვდება, იატაკი ვარდისფერი ქაფითაა დაფარული და დამპალი კომბოსტოს სუნი დგას, მაზიდებს და ტუალეტში შევრბივარ, უნიტაზში ჩემი მამინაცვლის თავი დევს და ულვაშებს აცმაცუნებს… გულგახეთქილი ვფხიზლდები და ოფლს ვიწმენდ. გული ისევ მერევა. მაგრამ ვიცი, რომ ილუზიაა. რაღა დამაძინებს. აკანკალებული ხელით სიგარეტს ვეძებ, მაგრამ სადღა მაქვს… ჟანდაბა… ჩემი ეზოს ძაღლები ისევ ყმუიან, თუმცა ამჟერად მათი ყმუილი მსიამოვნებს კიდეც. ვიღაც ჩემს მაგივრად იცლება. ქარია ცივი, ცივი და წვიმს. თითო-ოროლა წვეთი ხანდახან ფანჟრის რაფას რატომღაც ხმაურით ასკდება. ფანარს ავანთებ-ჩავაქრობ, ავანთებ-ჩავაქრობ. ალბათ სიგნალს ვიძლევი, მაგრამ თვითანალიზის თავი არ მაქვს. რა დროს უნიტაზში მოცმაცუნე მამინაცვლის თავია, ჩამერეცხა მაინც. თავს ვაიძულებ რამე სასიამოვნოზე ვიფიქრო და რაზე იფიქრებს ერთი წირპლიანი, სულით ხორცამდე ქალი, თუ არა მამაკაცზე. გინდა სასიამოვნოზე უნდოდეს ფიქრი და გინდა უსიამოვნოზე. ჰოდა მახსენდება ბიჭი, რომელიც თითქმის გაუცნობლად ლამის შემიყვარდეს და ა, ბატონო, ტოკავს გული უკვე, განა არა, მაგრამ ჩემს ფანტაზიებს ის ამინდი არ უხდება, ფანჟრებს რომ ეხეთქება და შემოლეწვას ლამობს. ჰედონისტურ კანონზომიერებებს ვერაფრით ვუმორჩილებ აზრთა მსვლელობას და ახლა ის მახსენდება, როგორ მომატყუა სამი-ოთხი წლის ასაკში მეზობლის მაწაკმა გოგომ, აყვანილი ხარო. ეს რაღა შუაში იყო ახლა, მაგრამ გული მეთუთქება და ძალიან მეცოდება ჩემი თმახუჭუჭა და სიბრიყვემდე გულუბრყვილო ბავშვობა. ცხვირი მეჭედება და მეტირება. არადა, სხვას რომ შევეცოდო, გულიც გამისკდება. მაპატიეთ, მაინც წირპლიანი ქალი ვარ. საბანში თავ-ფეხიანად ვიფუთნები და გვერდიდან ცხვირს ვყოფ. დამწყები და პლაგიატი რეჯისორი აქ ემბრიონის პოზაში დამაწვენდა, მაგრამ არა, ასეც არ ვიკუნტები. კრუსუნ-კრუსუნში მეძინება და უზარმაზარი კლოუნი მესიზმრება, გადაპუდრული სახით, ყურებამდე გახეული წითელი პირით, წითური კულულებით, კუბოკრული შლაპიდან რომ გამოჩრია. ხელის გულზე მიყვანს და თავისი ჭკუით კეთილად მიღიმის. მომკალით და მაინც მეშინია…
ცუდია, ძალიან ცუდია.. წეღან facebook-ზეც მომეშალა ნერვები, ყველგან ლიმიტია ამ სტატუსებზე რაა )))
ბათუმში მინდა ) ძალიან მინდა.. კარგი ამინდები მინდა, არა იწვიმოს ოღონდ ბათუმში ვიყო ) ჩემს ცხოვრებაში პირველად ვამბობ ამ ფრაზას )) "ბათუმში მინდა" არა, რეალურად რომ ვიმსჯელოთ ქობულეთში უფრო მინდა, მაგრამ ეეხ
ტურფააავ ტურფაააააავ )))))))
გამოვყრუვდიი ) ამდენი ხანი სახლში არ გავჩერებულვარ, მითუმეტეს აგვისტოში (( ადამიანებთან ლაპარაკი მომენატრაა )
ბევრი რამ მომენატრა კიდევ.. მაგრამ რა აზრი აქვს..
მოვიწყინე, ძალიან მოვიწყინე ; ( არადა არ მინდა...
უაზროდ ვლაპარაკობ ბევრს...თუმცა ადრე ვამბობდი უაზრო აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ აზრი უკვე თავისთავად აზრიანიათქო )))
მაგრამ უაზროდ იმიტომ რომ ეს ლაპარაკი შედეგს მაინც ვერ გამოიღებს, ან რა შედეგი უნდა გამოიღოს? ჰმმ არ ვიცი...
თმები მაქვს გასაშრობი და ისე მეზარება როგორც ახლა დაძინება.. არადა რა დასანახი ვარ ახლა სველი თმით, ღამის პერანგში და თავზე შემოხვეული დიიიდი პირსახოცი
ეეჰ... გავედი... კეთილი ანგელოზები და ტკბილი ძილი : )