master of masters , სიშიშვლე ქართულ ფოტოგრაფიაში ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი აზრი,როგორი დანოკიდებელება გაქვთ,მოგწონთ თუ არა და ასე შემდეგ... მაგალითად,სიშიშვლეც ხელოვნებაა ოღონდ არა ვულგარული სიშიშვლე... Added @ სხვათაშორის ამ ბოლო დროს ქართულ ფოტოგრაფიაშიც მომრავლდა სიშიშვლე და ბევრი მათგანი არც თუ ისე ცუდია......
და არ მესმის რატომ უნდა ტეხავდეს ? რა ქართული მენტალიტეტი არ გვაძლევს მაგის საშულებას ? ჩემი აზრით სიშიშვლე ნამდვილად ხელოვნებაა და ხშირად სილამაზესთან ასოცირდება, მაგრამ რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ ვულგარულ სიშიშვლეს ეგ უკვე ნამდივლად საზიზღრობაა.
მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტექსტით თემის დაწყება არ არის სწორი. გამოთქვი შენი აზრი ან მოსაზრებები, შენი თვალით დანახული რეალობა, გამოცდილება.. ჩვენც გაგიზიარებდით ჩვენ აზრებს (ვისაც გამოდციდელბა აქვს - გამოცდილებას)
არაქვს მნიშვნელობა სიშივლეა თუ კონსერვის ბანკა ყველაფერი ხელოვნებაა მთავარია როგორ გადაიღებ.
მართალია ამ ბოლოდროს მომრავლდა ბევრიიღებს მაგრამ ბევრს ადვილი გონია გადაღება სინამდვილეში ურთულესია შიშველი ნატურის გადაღება,რადგან არავითარ შემტხვევასი არუნდა იყოს ვულგარული თუ ხელოვნებაზეა საუბარი.
სამწუხაროდ საქართველოში ბევრი ვულგარულს იღებს რასაც ვერ დავარქმევდი ხელოვნებას
ჩვენთან, მთავარი პრობლემა მენტალიტეტია, თუ ვინმე გაიგებს, რომ შენ შიშველ ქალს ფოტოები გადაუღე, ან დახატე, მაშინვე დაიწყება ლაპარაკები და ჭორები:"იცი, იმან რა ქნა?!....." და ა. შ. ეს კი სრულიად გაუმართლებელია, ამას სხვანაირი მიდგომა უნდა. არ უნდა შეხედონ, როგორც :გარყვნილებას", არამედ, როგორც ხელოვნებას.
ari egre...magra ra vukot rom kalebic da kacebic chventan(miuxedavad apishirebadi evropulobis) aziatebi arian?!?!??!!-ARC ARAPERI AR UNDA VUKOT!!!!!!!-es aris chveni erovnulis da tvitmkopadis ganukopeli nacili da ubralod mgoni sachiroa amastan shegueba:))))))))getanxmebi rom amashi arapeli garkvnili araa,magram me mainc ar var mzad shishvel modelad romelime chemi dzaan axlobeli mandilosani vixilo:)))))))))))))))))))))))
ნუ მე ჩემ აზრს ვიტყვი. როდესაც ხელოვნების თვალით უყურებ ეგ სრულიად რეალურია. და კარგიცაა მაგრამ როდესაც შენ ფოტოაპარატში (ან სადმე) მეზობლის ბავშვი შემოვა დაავლებს ხელს და ტვალეტში გარბის ეგ უკვე ცუდი
მე მაგალითად პირიქით ძალიან მომწონს შიშველი სხეული....ხელოვნების თვალსაზრისით ულამაზესი აღსაქმელი ნატურააა....თავისი ლამაზი,ნაზი,მრგვალი მოყვანილობითა და ფორმებით... მარა ნუ აქ მაინც ჯერ ერიდებიან რა რატომგაც შიშველ სხეულს....ნატურა გთანხმდება მარტო იმ შემთხვევაში თუ სახეს დამალავს....ან შენ არ გამოუჩენ სურათში...
რა მაინტერესებს იცით? აქ ხომ ფოტოგრაფთა კლუბია და ვინმეს თუ გადაუღია სიშიშვლე ან ვინმეს თუ მიუცია ნება გადაეღო თავის თავი შიშველი? რა არ მესმის იცით? ეგ არის ფოტოხელოვენბის 1-1თი ყველაზე ლამაზი კუთხე რადგან ადამიანი არის ყველაზე სრულყოფილი არსება და მისი სილამაზე რა თქმა უნდა ყველანაირ სილამაზეს ურჩევნია ადამიანის გონებას. რადგან ნებისმიერ ადამიანში არის რაღაცა სილამაზე და თუ ფოტოგრაფი ხარ ზუსტად ეგ სილამაზე უნდა დაანახო ფოტოსურათში ხალხს,ამიტომ ის ფრაზა რომ აუცილებელია იყოს მზეთუნახავი პოზიორი სურათისთვის სისულელეა : ) ფიზიკურობაც არ შეუშლის ხელს ფოტოს უნდა მიუდგე იმ კუთხით ამ ფოტოს რომლითაც იგი ყველაზე კარგად გამოჩნდება და ამას უკვე ნიჭი უნდა . ჩემი აზრით საქართველოში ეგ სფერო განუვითარებელია და მხოლოდ პროფესიონალი მოდელები ან მეგობრები ერთმანეთში ოღონდ ან დაფიცებით რომ არავის ანახებს ან კიდე მერე იმ სურათების წაშლით იღებენ მაგ ფოტოებს : ) და მასე არ უნდა იყოს. თუ შენს წინ დგას ადამიანი რომელმაც თავის საქმე იცის 5თიანზე და მას შეუძლია შენი თავი წარმოაჩინოს საუკეთესო მხრიდან რატომაც არ უნდა მისცე მას ამის ნება? მაგრამ უმეტესობა შემთხვევაში ეგეთი უკომპლექსო ხალხი მოჰყავთ ცოლად თავისნაირ უკომპლექსო ხალხს ან ფოტოგრაფებს და შეყვარებულებიც ასეთნაირები ჰყავთ ხშირ შემთხვევაში და ეს განაპირობებს ამ ხელოვნების სიკვდილს ჩვენს ქვეყანაში = )) სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით