მოკლედ, რაღა დავმალო და დიდხანს ვიფიქრე თემისთვის როგორ უნდა მეპასუხა და საიდან მივდგომოდი. ბოლოს ამ ფოტოს ატვირთვა გადავწყვიტე. გაგიკვირდებათ და არც შიშველი ქალია სადმე და არც წითელი თუმცა...
ამ ფოტოს ისტორია შეიძლება იცოდეს ბევრმა, მაგრამ აქაც უნდა მოვყვე. ფოტო 2008 წლის გაზაფხულზეა გადაღებული. ჩემი მეორე ფირია და ერთ მზიან კვირა დღეს მე და თათული (LilacWine) ქუჩებში გავხეტიალდით. ერთ-ერთ ეზოსთან ჩავლისას მითხრა, ეს მაგარი ეზოაო. მეც გავექანე, მაჩერებს, არა, მოიცა, ეგ ლევანას ეზოაო (სიხარულიძის), მეთქი რას ქვია მაგისი ეზოა, შევედი და გადავიღე ეს ძღიანკიანი კადრი. ჰოდა... ესაა ფოტო, რომელიც გადავიღე მაშინ, როცა ვეძებდი ჩემს ფოტოგრაფიას და ახლაც ვეძებ პრინციპში. და სიმართლე რომ ვაღიარო, არც მაქვს სურვილი, რომ ოდესმე ვიპოვო. რადგან სწორედ ამ ძიებას აქვს ჩემთვის აზრიც და სტიმულიც და რატომღაც მეშინია, რომ თუ ვიპოვი, ჩემი ფოტოგრაფიაც იქვე მოკვდება. მოვიპარე და გადავიღე. არავის არაფერი გვაქვს ჩვენი რეალურად. და ზოგადადაც ჩემი ფოტოგრაფიაც ალბათ ესაა... უბრალოდ სხვისი სამყარო ჩემს ჭრილში და მე სხვის ჩარჩოში.
თუ ვინმე მეტყვის, ამ თემას "ყველას თავისი ფოტოგარფია აქვს" ქვია და არა ლიტერატურაო, ვერაფერს ვუპასუხებ, თქვენი ხმალი და ჩემი კისერი
ჰმმ ... ამ კვირის თემა, ჩემი აზრით, ზუსტად ისეთი იყო სადაც "თემასთან ახლოს არაა" ეგეთი ფრაზის გამოყენება შეუძლებელია, იმიტომ რომ ზუსტადაც რომ "ყველას თავისი ფოტოგრაფია აქვს"...
პ.ს. თვითონ თემის სახელმა იმდენად დამაინტერესა, რომ შემოვდიოდი და ვათვალიერებდი
კი.. რთულია მაგ ფრაზის ადეკვატურად გამოყენება.. მაგრამ, თემის აღქმა ძალიან ზოგადი გახდა.. და არ მოველოდი.. თითქოს მე მინდოდა მესამე პირში გვესაუბრა.. და არა პირველ პირში.. და მეტად კონკრეტულად..
შეიძლება ეს ჩემი ბრალია.. რთული და ბანალური თემა გამოვიდა? ან მე მეჩვენება რაღაცები..