ევროპის საერთაშორისო დღეს, 8 მაისს მთაწმინდის პარკში ფოტოკონკურსი “ქოლგა” გაიხსნება.
კონკურსის პარტნიორია საერთაშორისო ფოტოკონკურსი Lee make History. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 20 ნამუშევარი მათი კოლექციიდან. ასევე, 101 საუკეთესო საკონკურსო ექსპონატი. კონკურსის თემა თავისუფალია. გახსნის შემდეგ ფოტო-ექსპოზიცია ერთი კვირით გადაინაცვლებს “ქარვასლის” საგამოფენო დარბაზში, სადაც ფოტოების დათვალიერების საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება. დაჯილდოების ცერემონია 14 მაისს თბს ბანკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება. საპრიზო ფონდი 5000 ლარი კონკურსის 5 გამარჯვებულზე თანაბრად გადანაწილდება. კონკურსის ორგანიზატორების მიერ დაწესებულია არასაკონკურსო პრიზიც – “ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის”, რომელიც ღვაწლმოსილ ფოტოგრაფს გადაეცემა. ასევე, დამზადდება მაღალი ხარისხის ფოტოკატალოგი, რომელიც დაურიგდებათ ფესტივალის მონაწილეებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს. პროექტის განხორციელებაში ორგანიზატორებს თბილისის მერიის კულტურისა და განათლების საქალაქო სამსახური, საზოგადოებრი მაუწყებელი, სტუდია “ფოტოსამყარო”, “თიბისი ბანკი” და სხვა ორგანიზაციები ეხმარებიან.