მოგესალმებით ყველას... ამ თემას იმიტომ ვქმნი რომ მეც როგორც ახალბედას მაქ პრობლემა ვერ გავიგო უცხო სიტყვები რომელიც ალბათ ბევრი დამწყებისათვის გაუგებარია ძნელია გაიგო რას ნიშნავს body, linza, grip და კიდევ მრავალი ასეთი სიტყვა თუ ვინმემ არ აგიხსნა რა არის ესა თუ ის ნაწილი დავსვათ შეკითხვები სხვადასხვა ტერმინებზე და იმედია ჩვენი უფროსი და გამოცდილი "კოლეგები" განგვიმარტავენ ამ ყველაფერს მაგალითად მე მაინტერესებს ეხლა რა არის Polarized Filter ?
ინგლისური ვიცი მაგრამ ფოტოგრაფიაში იმდენი უცხო სიტყვაა რომ ქართულად ვერ ვხვდები და ინგლისურად რამეს გავიგებ? ? ? თუ არ გეზარებათ და თუ იცით იქნებ ქართულად აგვიხსნათ თორე საიტებს მეც ბევრს ვნახულობ ეგეთს
ჩემი ენით გეტყვი, მოკლედ ფირის ერთი კადრის ზომაა 24მმX36მმ (მართკუთხედი გვერდებით 24მმ და 36მმ ) და 400D ს მატრიცის რაც ფირის როლს ასრულებს დაახლოები 15X23, ____________________ | ____________ | მოკლედ წარმოიდგინე ეს ორი ჩარჩო, ეხლა | | | | ამ ჩარჩოებში მიღებულ გამოსახულებებს თუ | | | | შეადარებ მიხვდები რომ პატარა ჩარჩო არის | |___________| | დიდიდან ამოჭრილი, ანუ ერთი და იგივე |____________________ | ობიექტივით იღებ და პატარა ჩარჩოში რაც ჩანს ის დიდ ჩარჩოშიც იქნება მაგრამ ფოტოზე უფრო დიდი მასშტაბი ექნება, და რამდენად დიდი იქნება მაგის გასარკვევად დიდის დიაგონალი უნდა გაყო პატარაზე, და 400D შემთხვევაში დაახლოებით 1.6. ანუ ერთი და იგივე საგანს რომ გადაუღებ ერთი და იგივე ობიექტივით 400D თი გადაღებული 1.6 ჯერ დიდი გამოჩნდება ფოტოზე ვიდრე ფირით გადაღებული.
ტირეებით მქონდა ჩარჩოები დახატული და რომ დავპოსტე აირია, იქ ხო სხვა სიგანე აქვს
ისო არის მგრძნობელობა, ანუ რაც უფრო მაღალია ისო მით ნაკლები შუქია საჭირო, ვთქვათ ისო 800 ზე ორჯერ ნაკლები შუქი ჭირდებ ისო 400 თან შედარებით და ორჯერ მეტი ისო 1600 თან შედარებით, მაგრამ ხარისხი უხეშად რომ ვთქვათ დაბალ ისოებზე უკეთესია.