BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> Vincent Laforet სამზადისი, პეკინის ილიმპიური თამაშების გადასაღებად

| |
Magdu
post Jan 14 2009, 10:44
#1 
Club Founder

Administration Administration
4,838


მოიმარაგეთ ხელსახოცები, ნერწყვების მოსაწმენდათ და მხოლოდ ამის შემდეგ ნახეთ ისტორია. smile.gif

ტექსტის და ფოტოების ავტორი: Vincent Laforet
თარგმანი ჩემი.



არ ვიცი არსებობს თუ არა სხვა ღონისძიება, რომელიც საჭიროებს ასეთ მომზადებას, როგორიცაა ოლიმპიური თამაშები. დაგეგმვა იწყება ერთი წლით ადრე და არ მთავრდება უშუალოდ დაწყებამდე. რაღაც-რაღაცეებს დაჭირდა მთელი თვე. მე ვეცდები მოგიყვეთ, თუ როგორ ვემზადებოდი და ვფუთავდი მოწყობილობებს.

დასაწყისისთვის სათქმელია, რომ ყოველი ოლიმპიური თამაში განსხვავდება წინამორდებებისგან. ყოველ 2 წელი სხვადასხვა შემადგენლობის კომიტეტი წყვეტს შეძლებთ თქვენ თუ არა გამოიყენოთ დისტანციური კამერები და სად შეიძლება მათი განთავსება, როგორი განვითარდება მოვლენები, როგორი შუქი იქნება, როგორი ფონი და სად მოგცემენ გადაღების უფლებას. ყველაფერი ეს წარმოადგენს განტოლებას რომლის ცვლადების რაოდენობა უახლოვდება პარამეტრების რაოდენობას. მათ შორის ბევრი პარამეტრი არის უცნობი უშუალოდ მოვლენების დაწყებამდე.

წინამორბედ თამაშებზე იყვნენ "ფოტომენეჯერები", ხშირ შემთვევაში ყოფილი ოლიმიური ჩემპიონები. თქვენ იცნობთ ერთმანეთს და იცით როგორ დაუკავშირდეთ. მათმა კი იციან როგორ დაგეხმარონ. მათ ვალდებულებას წარმოადგენს ყველაფერზე თვალყურის დევნა, მათ შორის ფოტოგრაფის უსაფრთხოებაზე ზრუნვა (მაგალითად შეიძლება ვერ შეამჩნიო და ისე აღმოჩნდე მოედანზე ან სარბენ ბილიკზე და ა.შ.). მოკლედ ისინი ზრუნავენ იმაზე, რომ ყველაფერი ჩატარდეს მაღალ დონეზე, ხოლო თქვენ კი მიიღოთ კარგი "სურათები"

პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე კი მენეჯერები არ არიან. არ არიან და მორჩა. ლოკალ მენეჯერებს დანიშნავენ ყოველ კონკრეტულ შემთხვევისთვის და წარმოუდგენელია რას უნდა მოელოდო მაგათგან. წესები შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. მუღამი (თარჯიმნის შენიშვნა - სხვა სიტყვას აქ ვერ გამოვიყენებდი) არის ის, რომ მენეჯერები იქნებიან დაცვის თანამშრომლები და მაგათ ფოტოგრაფებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. ამას ემატება ასევე ენის ბარიერი. მოკლედ დაგეგმვა არ არის მარტივი. სტრესი იქნება ისეთი, რომ არავის შეშურდება.

ასევე უცნობია, თუ ვინ გაიმარჯვებს ამა თუ იმ სპორტის სახეობაში და ვინ გახდება სენსაცია, სად რა მოხდება, საიდან უნდა გადაიღო, რა ლინზით ან რა პარამეტრებით.
ასევე შეუძლებელია დატოვო აპარატი და წაყვიდე საპირფარეშოში ან საჭმელად. ფოტოგრაფიაში არ არსებობს მეორე ჯერი. გამოტოვე - ნახვამდის. შენ ან მაგარი ხარ და გადაიღე შედევრი, ან არავინ. ზუსტად ამიტომ გამოცდილი ფოტოგრაფები ითვალისწინებენ რაც შეიძლება მეტ დეტალს წინასწარ, იმისათვის რომ გადაღებისას იფიქრონ მხოლოდ კადრზე და არა ორგანიზაციულ მხარეზე.

ოლიმპიური თამაშების ამ ნაწილს მკითხველი ვერასოდეს ვერ დაინახავს. ჩვენი საქმეა აიღო საჭირო ნივთები და მიიტანო საჭირო ადგილას. შესაძლებელია რომ ტექნიკის უმრავლესობა არ დაგჭირდეს, რას იზავ?! ჯობია გქონდეს ის რაც შეიძლება არ გამოგადგეს, ვიდრე არ გქონდეს საჭირო დროს. უნდა ელოდო, ელოდო, ელოდო. იმის მიუხედავად რა ცუდი პროგნოზები არ უნდა იყოს დასაწყისში.

პეკინის თამაშების ახალი წესი - უნდა წინასწარ იცოდე რა მიგაქვს, რადგანაც ჩინეთის მთავრობა ითხოვს “Equipment Confirmation Letter” — ზუსტი ჩამონათვალი იმისა, რასაც შეიტან ქვეყანაში და გამოიტანო. ჩვეულებრივად აკრედიტაცია საკმარისი იყო. ეს მოთხოვნა კი რაღაც არარეალურია, არც ერთ თამაშზე რომელიც გადამიღია ასეთი მოთხოვნა არ დაუყენებიათ. თუმცა არასოდეს არ არის ცუდი შენი მოწყობილობების სიის ქონა, მაგრამ მაგის მოთხოვნა საელჩიში.... და კიდე, მას შემდეგ რაც სიას დაარტყამენ ბეჭედს, მორჩა.. მობრუნების გზა აღარ არსებობს. ვერაფერს დაამატებ.

ხალხის უმრავლესობა ჩამოვა 2-3 კამერით და 2-3 ობიექტივით. მაგრამ იმის გამო, რომ ამოსარჩევია უამრავი ღონისძიებიდან, და სხვადასხვა შეჯიბრის გადასაღები ტექნიკა კორდინალურად განსხვავდება, ორი-სამი ობიექტივით ვერ შემოიფარგლები. მომიწევს ტვირთის ტარება და ა.შ. დაფიქრდით, ჩემი "ბაგაჟი"-ს წონა მარტივად გადააჭარბებს 80 კილოგრამს.

ერთ-ერთი საშუალება "უნიკალური" კადრის შექმნის არის დისტანციური კამერების გამოყენება. არის უამრავი კარგი რაკურსი, რომლიდან გადაღება შეუძლებელია, მაგრამ იქ შეიძლება კამერის დაყენება, ნიჩურიტის გაკეთება.. რა იცი იქნება რამე გამოვა...

ეს კი ნიშნავს, რომ საჭიროა ბევრი კამერის წაღება (ყოველი შემთხვევისთვის). არა მარტო "ბოდი" არამედ ობიექტივებიც, დისტანციური მართვის პულტები, გადამცემები, ფიქსატორები, შტატივები, სამაგრები და სხვა... ერთობლიობაში ეს ააორმაგებს მოწყობილობების რაოდენობას. მაგრამ მიღებული შედეგი ამართლებს დანახარჯებს.

მნიშვნელოვანია: კამერები უნდა განთავსდეს ღონისძიებამდე დიდი ხნით ადრე. ხშირად ტოვებ კამერას პოდიუმთან ერთი კვირით ადრე, რადგანაც საჭირო დროს მას ვეღარ მიუახლოვდები (უსაფრთხოების მიზნით). ამიტომ მისაღები იქნება გონივრული გადაწყვეტილებები. მამაკაცებს შორის ფინალური 100 მეტრის გადასაღებად ათენში, მე დავამონტაჟე კამერები დილის 5 საათზე. შეჯიბრი დაიწყო საღამოს 10-ზე და გაგრძელდა 10 წამი. ვიმედოვნებ, ახლა მაინც გესმით რას ვგულიხმობ. გაამრავლეთ ეს 2 კვირაზე და მიხვდებით, რომ ოლიმპიური თამაშების გადაღება დიდი წვალებაა, რომელიც მოითხოვს ზედმიწევნით დაგეგმვას.

ჩაფრენის შემდეგ შემდეგი ნაბიჯია, რას გამოვიყენებ მე ხვალ. და ასე ყოველ საღამოს. ილიმპიური თამაშები გწურას როგორც ლიმონს. მაგრამ ეს საუკეთესო მოვლენაა, რომელიც ერთად კრებს საუკეთესო ფოტოგრაფებს და შუბლებით აჯახებს ერთმანეთზე. "ვნახოთ ვინ გადაიღებს უკეთესად". ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ეს არ არის სპრინტი... ეს მარათონია!!!



ჩემი აზრით ეს არის ტექნიკის შეფუთვის ყველაზე დამღლელი აღწერა. ზოგს ეს მოეჩვენება გადამეტებულად, "ტექნი-ფრიკებს" კი პირიქით - მოეწონებათ.



პირველი წესი - თუ თქვენ გაქვთ რაღაც ნივთი, ეს არ ნიშანვს რომ ის აუცილებლად უნდა წაიღოთ. მოწყობილობა - მძიმე და მოუქნელია. მთელმა ამ "ნაგავმა" შეიძლება საბოლოოდ გადაღებაშიც შეგიშალოს ხელი. და რაც მნიშვნელოვანია, ვიღაცამ ხომ უნდა ათრიოს. ამიტომ, წაიღეთ ის რაც დაგჭირდებათ!



რა დაგჭირდება და რომელ შეჯიბრზე ცალსახად არ არის გარკვეული სანამ ერთხელ მაინც არ გადაიღებ ასეთ ღონისძიებას. საბედნიეროდ ეს ჩემთვის არ არის პირველი ოლიმპიური თამაშები. უნდა დავრწმუნდეთ საკმარისად მაქვს თუ არა ჩემოდნები და ჩანთები, რომ შევძლო ყველაფრის ჩატანა. არა მარტო ჩატანა, არამედ უსაფრთხოდ ჩატანა. არასოდეს არ ჩატენოთ ზედმეტი ჩემოდანში - პლასტიკი დასკდება და საკეტები გაიხსნება.



ჩემი სტანდარტული ნაკრებია: ექვსი კამერა (3 დისტანციური გადაღებისთვის, 3 - ლოკალურისთვის) და 15-მდე ობიექტივი, რომელთა უმრავლესობა მიმაგრებული იქნება დისტანციურ კამერებზე. 7 მიმღებ-გადამცემი LPA Pocket Wizard Multi Max მარცხნივ — ეს რადიო ტრიგერებია (ფაქტიურად — დისტანციური ღილაკები) შორ მანძილზე გადასაღებად. ყველა "სწორდება" გარკვეულ რადიოარხზე, რომ ხელი არ შეეშალოს სხვა ფოტოგრაფებს.



მე ვიღებ ორი Canon EOS 1Ds MKIII, სამი Canon EOS1D MKIII, და ერთი 5D. 1Ds და 1D რიგითობით გამოვიყენებ დისტანციური გადაღებისთვის დიდი გარჩევადობით და ხელით გადაღებებისთვის . 1Ds სურათის დიდი ზომა აქვს, მაგრამ ის უფრო ნელია. ყველა ფუნქცია (custom functions, კამერის პარამეტრები) დასაყენებელია გაფრენამდე ... ჩაფრენის ლოდნი უბრალოდ სისულელეა. ასევე მე თან მიმაქვს 100GB-ზე მეტი ბარათები Lexar UDMA, ყველა ჩემი მონსტრის გამოსაკვებად (20 ბარათზე მეტი) ყველაფერს ვიღებ მხოლოდ RAW-ში.



პირველ პლანზე დევს სახელმძღვანელო Newsweek — იქ არის ჩამოთვლილი ყველა ღონისძიება დღების მიხედვით. დასვენებსი დღეებშ მე გულდასმით ვკითხულობდი მას, ვარჩევდი იმ ღონისძიებებს რომელთა გადაღება მინდა (ამის გარდა ხომ კიდევ მოსაფიქრებელია როგორ უნდა ვიმოძრავო მთელი ჩემი "ნაგავით" ერთი წერტილიდა მეორემდე). ერთი გადაღება შეიძლება იყოს დილით, მეორე საღამოს. ასევე მაგიდაზე მიდევს ჩემი პასპორტის და აკრედიტაციის 3 ქსეროასლი და საბაჟოსთვის საჭირო საბუთები.



ეს სამაგრებია. ძალიან მძიმე, მაგრამ განსაკუთრები საჭირო რაღაცეები. მე ვიყენებ Bogen Magic Arms / Super Clamps და სფერული თავებს კამერების დისტანციურ ადგილებში განსათვსებლად. ასევე იატაკი ფირფიტა OverXposed, უამრავი შტიფტი, gaffer tape (სკოტჩი), გამშვები "ტროსიკები" და სხვა. ასევე მიმაქვს 6 დამზღვევი ტროსი კამერებისთვის, ყოვეილ შემტხვევისთვის, რომ შემთხვევითი წაქცევისას კამერა არ მოძვრეს და არ დაეცეს არავის თავზე.



ფიქრი იმაზე, რა მოხდება თუ ჩემოდანი გაფუჭდება ზედმეტია. უნდა იფიქრო თუ როგორ მიიტანო ეს ყველაფერი ერთი პარტიით (Pelican-ის მკვრივ ჩემოდნებში) და ასევე როგორ უნდა აფრინდე ამ ყველაფრით. მკვრივი ჩემოდანი მძიმეა და მოუქნელი, მას არ ეშინია წყლის - ფაქტია, მაგრამ მათი ტრევა ავტობუსეში საკმაოდ დამღლელია. საბაჟოზე ძაღლ კოდის შეუძლია ასაფეთქებელი მოწყობილობების ყნოსვით მოძებნა, თუ მას არ აინტერესებს ჩვენი ჩემოდნები ე.ი. საბაჟოსაც გავცდებით.



შემდეგ უნდა იფიქრო იმაზე სად რა ჩადო. ზოგჯერ უბრალდო ჩაალაგებ მოწყობილობებს ჩემოდნებში, რომ ნახო რა სად ეტევა. (ნებისმიერ შემთხვევაში ჩემოდანში ვდებ რბილ იზოლაცია, არაფერი რომ არ დაიმტვრეს) აი 400/2.8 ზევიდან (ძირითადი ობიექტივი ნახევრად სიბნელეშ გადასაღებად) და 500/4 - ჩემი ფავორიტი - მსუბუქი და ძალიან მკვეთრი.



გადავწყვიტე მაქსიმალურად ყველაფერი ჩავალაგო ბორბლებიან რბილ ჩემოდნებში Think Tank. მათი "ზმეიკა" იკეტება საკეტით და აქვს ველოსიპედის საკეტის მაგვარი რაღაც. ამ კადრში მე დღის განამვლობაშ პირველად შევისვენე და ვპასუხობ ტელეფონს. (სხვათაშრის ჩალაგებამდე ყველაფერი მოწმდება)



ვცდილობ ჩემოდნები ლოგიკის მიხედვით ჩავალაგო. აი ჩემოდანი Airport International; ის ოდნავ პატარაა ორ დანარჩენ Aiport Security-ზე და მასში დევს დისტანციური მართვის პულტები და მათთან დაკავშრებული სხვა ნივთები. ღონისძიებიდან გამომდინარე, მე ვარჩევ წავიღო ეს ჩემოდანი თუ არა. მასში არის ყველაფერი დისტანციური გადაღებისთვის და ასევე ერთი ობიექტივი 70-200/2.8



როგორც ხედავთ, ყველაფერი ჩაეტია. ჩემოდანი Pelican და კიდე დარჩა ადგილი დამტენებისთვის და სხვა რაღაცეებისთვის, რომელსაც ვროვებ ნომერში. თეთრ სკოჩზე ნაჩვენებია შემადგებლობა - ეს გამომადგება უძილო მეორე კვირის ბოლოს.



ნარჩენები: ამ ჩემოდანშ სხვადასხვა რბილი ნივთები - დამცავი კამერებისთვის და ობიექტივებისთვის. ბევრი სხვადასხვა მაქვს - Think Tank, AcquaTech, Canon.
პეკინში ახლა წვიმის სეზონია, უნდა მხად ვიყო. კამერები შეიძლება იყოს მისამაგრებელი ღონისძიებამდე 8-12 საათით ადრე, ამიტომ ყველაფერია მოსალოდნელი. აქვე წყალგაუმტარი შარვალი და კარბონის მონოპოდი Gitzo.



ეს "გრძელ" ობიექტივებიანი ჩემოდანია. აქვე 1-2 ბოდი და მოკლე კარბონის მონოპოდი Gitzo. ეს არის მეორე ჩემოდანი, რომლის თრევაც ყველგან მომიწევს.



ეს სუპერ-ბუპერ ჩემოდანია, მასში დევს ფიქს ობიექტივები. სხვადსხა ობიექტივებია დიაფრაგმებით f/2.8-დან f/1.2-მდე. მათი საშუალებით შესაძლებელია ძალიან ბნელ ადგილებში გადაღება და ისეთი კადრების მიღება, რომლებსაც სხვები ვერ გააკეთებენ. ამ ჩემოდანს თან ვატერებ შეძლებისდაგვარად. მე მას ვფუთავ ნესტისგან დაცულ ქეიზში და ვკეტავ ველო-საკეტით. ალბათ სადმე დავდებ და საჭირობისამებრ მივალ და ამოვიღებ შიგთავს. ეს ჩემი უსაყვარლესი "გოგოებია"



პირველი არის ყოველდღიური ჩემოდანი. მასში დევს სამი "ბოდი", ძირითადი ზუმ-ობიექტივები, 300/2.8, CF-ბარათები, სამი ტელეკონვერტერი (ორი 1.4X და ერთი 2X), კუთხური ვიზირი, რომელიც გეხმარება გამოსახულების აწყობაში დისტანციურ კამერებზე და WIFI-გადამცემი კამერებისთვის. რამოდენიმე ნეიტრალური და პოლარიზებული ფილტრი, რომლებსაც ალბათ არ გამოვიყენებ. თუმცა რა იცი რა ხდება. ტილოები.
თუ მხოლოდ ერთი ჩემოდანის წაღება იქნება საჭირო, მაშინ ესაა ის. ამას პლუს ერთი მაშუქი (როგორც წესი მათი გამოყენება ოლიმპიურ თამაშებზე აკრძალულია, მაგრამ რა იცი რა ხდება)



და ბოლოს - მიმაქვს ორი ნოუტბუქი, ერთი სათადარიგო. სამი FW800 Lexar UDMA-კარდრიდერი, ორი გარე ვინჩესტერი Lacie თითო 160GB , ვინჩესტერი G-Tech 250GB, ნოუტბუქის სათადარიგო აკუმულატორი და სხვა "ნაგავი"



ნოუთბუქი — 17" მაკბუკ პრო. დოკუმენტები საბაჟოსთვის, მე შევცვალე ნოუთბუქის DVD მეორე ვინჩესტერით. აი უკვე 250გბ-ზე მეტი მაქვს ორ სხვადსხვა ვინჩესტერზე - ეს არასოდეს არ არის ზედმეტი.



მემგონი მოვრჩი. ერთ ჩემოდანს გავიყოლებ თან (სალონში) ეს იმისთვის რომ თუ დამიკარგეს ბარგი.
ვიმედოვნებთ მოგეწონათ!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Jan 14 2009, 12:44
#2 

Amateur+ Amateur+
28,968


პირველი რეაქცია ეს იყო>>>>>>>>> cry.gif

მეორე ეს >>>>>> CANON 4 EVER! B).gif

და მესამე ეს ირაკლის,თემისთვის >>>>>>
luke.gif madloba.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
TATI
post Jan 14 2009, 13:15
#3 

Photographer Photographer
5,420


სურვილების თემაში ამ თემის დალინკვა შეიძლება DDDD.gif
angel.gif

ise ამდენი არც მინდა :P ორი ობიექტივით ვიბნევი და ... ca, c'est trop :P
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Tamri
post Jan 14 2009, 13:29
#4 

Amateur+ Amateur+
6,357


ამდენი რომ მქონდეს ვერც ავითვისებდი DDDD.gif

ისე ხოტეტ ნე ვრედნო DDDD.gif

მინდა angel.gif ასეთი კომპლექტიშე lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Iki Bazadze
post Jan 14 2009, 13:40
#5 

Photographer Photographer
5,984


მანიაკია ოფიციალურად!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
GioMac
post Jan 14 2009, 15:03
#6 

Amateur Amateur
595


რა უნდა ვიკითხო?

კომპიუტერთან რომ მანდილოსანი ზის ის ვინაა? gavcitldi2.gif

DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mishka Ramishvili
post Jan 14 2009, 16:07
#7 

Amateur Amateur
3,976


ხოოო smile.gif
ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ sad.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
anika-zeppelin
post Jan 14 2009, 17:16
#8 

Amateur Amateur
6,513


ჰომ.. ისა რაქვია...
მმმ...
აიი...
არა, რავიციი.. განაა რამე...
მმმ... აიი ...
ისა...

ჰო კაი .. არაFერი....

:უსერ:

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nikusha23
post Jan 14 2009, 17:23
#9 

Amateur+ Amateur+
4,178


1 ხელი ვიტირე უკვე diax.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
alienoty
post Jan 14 2009, 20:28
#10 

Amateur+ Amateur+
2,582


რა კაია რო არ ვარ ფოტოგრაფი DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
rimanely
post Jan 14 2009, 20:36
#11 

Amateur+ Amateur+
9,217


დიდი არაფერი... :P DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Jan 14 2009, 21:04
#12 

Amateur+ Amateur+
3,330


მე თუ მკითხავ სუა რაა საჭირო ამდენი ბარახლო იმისთვის რო კაი ფოტოები გადაიღო მაქსიმუმ ორი კამერა და ნიწი საკმარისია ალბად DDDD.gif ეს მანიაკია აშკარად და ტექნიკის ხამი DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Janibegashvili
post Jan 14 2009, 21:06
#13 
Freedom

Amateur+ Amateur+
5,771


crazy.gif crazy.gif crazy.gif

აუფ ტიპირა ღორია lol.gif lol.gif

ამდენი რაღაც მთელი ცხოვრება გეყოფა კაცს შვილიშვილებსაც დარჩებათ lol.gif lol.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jan 14 2009, 21:11
#14 
Club Founder

Administration Administration
4,838


Giorgi Janibegashvili,
QUOTE
აუფ ტიპირა ღორია lol.gif lol.gif

ამდენი რაღაც მთელი ცხოვრება გეყოფა კაცს შვილიშვილებსაც დარჩებათ lol.gif lol.gif


ვერ დაგეთანხმები smile.gif ხომ არ წერს კიდე მინდაო.. ეს მისი სამუშაო ინვენტარია smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nini Mamaladze
post Jan 14 2009, 21:12
#15 

Amateur Amateur
2,028


ვაიმე............. დამპალი რათ უნდააააააააააააა მაჩუქოს რააა რამე აუუ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Janibegashvili
post Jan 14 2009, 21:22
#16 
Freedom

Amateur+ Amateur+
5,771


QUOTE(Magdu @ Jan 14 2009, 21:11)
Giorgi Janibegashvili,
ვერ დაგეთანხმები smile.gif ხომ არ წერს კიდე მინდაო.. ეს მისი სამუშაო ინვენტარია smile.gif
*




სამუშაოინვენტარიი??ავოიეეეეეეეეეეეე წარმომიდგენია სახლშ კიდე რამდენი რამე ექნება lol.gif lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
climber
post Jan 14 2009, 21:39
#17 

Amateur+ Amateur+
6,184


მეც მინდა ეგეთი ნაგავვები მქონდეს sad.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jan 14 2009, 21:58
#18 

Amateur+ Amateur+
8,113


5 ერთნაირი კამერა საჭიროა? smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Jan 14 2009, 22:31
#19 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


ააი ამას ქვიაა მუღამი, 100% ჩაბმულია საქმეში, მაგრამ ამდენს რომ ემზადები და ამდენს რომ ფიქრობ შეიძლება მომენტი რომ მოვა უცბად დაიბნე DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Anna Sulaberidze
post Jan 14 2009, 23:13
#20 

Amateur+ Amateur+
6,041


უიმეsad.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 14 2009, 23:25
#21 

Amateur+ Amateur+
4,684


ლევან, ამან თუ კიდე კადრი გამაზა და დაიბნა, ურჩევნია აიღოს ეს თავისი ავლადიდება, სათითაოდ დააწეროს ზედ ჩვენი სახელები და გამოგვიგზავნოს. ჩვენc გავიხარებთ და ეგეც თავის ნამდვილ გზას იპოვის მერე lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kakha kakhiani
post Jan 14 2009, 23:40
#22 
Unregistered





ფუფ რამდენი ქენონი



lol.gif lol.gif lol.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Jan 14 2009, 23:47
#23 

Amateur+ Amateur+
1,081


ამორალურია ეს უკვე

P.S. ღორობაა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jan 14 2009, 23:53
#24 
Club Founder

Administration Administration
4,838


ვინმემ მონაყოლი თუ წაიკითხა?! smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Jan 14 2009, 23:54
#25 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


Magdu,


მე წავიკითხე მასწDDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 15 2009, 00:23
#26 

Amateur+ Amateur+
4,684


ეგ რომ არ წამეკითხა, ნახევარს ვერც მივხვდებოდი ფოტოებში რეები ალაგია DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Rebecca
post Jan 15 2009, 01:32
#27 

Amateur+ Amateur+
5,674


ეს ტიპი Fრიკია, მარა აი მაგის ფოტოები ალბათ ნუ რავიც კადრს არ მაზავს.
და ვაფშე ამის ჩემოდნებს რომ რამე მოუვიდეს ხომ ექნება ეგრევე გულის შეტევა?


blink.gif blink.gif
Magdu,
Magdu,
შენც Fრიკი ხარ რომ ეს გადმოთარგმნე და აქ დაგვიდე ჩვენ. blink.gif blink.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Iki Bazadze
post Jan 15 2009, 15:59
#28 

Photographer Photographer
5,984


მე წავიკითხე ბოლომდეე. ამ ყველაფრის ფინანსური მხარე უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის ანუ cost benefit-ი smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Iki Bazadze
post Jan 15 2009, 17:10
#29 

Photographer Photographer
5,984


გამაგებინეთ ეს რა ლინზითაა გადაღებული ?

user posted image

PS

ვინცენტას ფოტოა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jan 15 2009, 17:43
#30 
Club Founder

Administration Administration
4,838


Iki Bazadze,
ეს დამუშავებაა.. სადღაც ნანახი მაქვს სტატია ასეთ ეფექტზე.

შუა იშარპება და გვერდები იბლარება...

სხვა ვარიანტი ტილტ შიფტია, მაგრამ ტილტი არ იქნება ამ შემთვევაში (ჩ.ა.)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 9th July 2025 - 10:15

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'