LilacWine, ეხლა წავიკითხე შენი პოსტი ეგღა მაკლია ვინმემ დამიშაოლს აზრის გამოთქმა. რაც მინდა იმას ვიტყვი და ცინიკურ ტონს მოვეშვათ.... ვისაც არ მოწონს .. Added @ პ.ს.
ე, რა გჭირთ ხალხო, რა დაგემართათ, საჩხუბრად და საკინკლაოდ კი არ გამიხსნია ეს თემა, ვისაც უნდა წამოვა, ვისაც უნდა არა. ვისაც უნდა იქ წავა, ვისაც უნდა იქ, ვისაც უნდა კიდევ გამოფენაზე და ვისაც უნდა კიდევ არსად... take it easy
ჰოდა, ვინაიდან და რადგანაც კითხვა გაუჩნდა ჰოკუსფოკუსს, კითხვა გაგიჩნდებათ სხვებსაც (წამომსვლელებს), სად ვიკრიბებით, რომელ საათზე, რითი მივდივართ და უკან რითი ვბრუნდებით:
მოკლედ, მთავარია თქვენი მონდომება და გამოხმაურება, ვისაც რამე აზრი და კითხვა დაგვებადება, მოდი უკვე აქ დავწეროთ.
რაც შეეხება წასვლას, არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა: 1. ავტობუსი ან მარშრუტკა. ამისთვის 5-დან 6-ის ნახევრამდე მაინც ავტოსადგურში უნდა ვიყოთ. 2. მანქანა. ამ შემთხვევაში მე ვერაფერს შემოგთავაზებთ თქვენ თუ გექნათ, სიამოვნებით მივიღებთ. როგორც ვიცი, საიტის ერთი მომხმარებელი უკვე დაუკავშირდა თათულის ამ შემოთავაზებით. გასვლის დრო ამ შემთხვევაშიც იგივეა. ადგილი შეთანხმებით 3. შეგვიძლია დავიქირავოთ მარშრუტკა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ბევრნი ვიქნებით, მაგრამ რასაც ამ თემას ვუყურებ, ეს ვარიანტი ალბათ გამორიცხულია.
უკან წამოსვლა: 1. თუ მანქანით (მანქანებით) ან დაქირავებული მარშრუტკით წავედით, ეს პრობლემა თავისთავად იხსნება. 2. თუ წავედით ავტობუსით. ამ შემთხვევაში, დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში მომუშავე საქალაქთშორისო ტრანსპორტი კონცერტის დასრულების დროისათვის აღარ იმუშავებს. მერიამ თუ გამოყო ამისათვის რაიმე დამატებითი რესურსი, არ ვიცი და სიმართლე გითხრათ, ძალიან მეეჭვება. მოკლედ, ჩვენს თავს თვითონვე უნდა მივხედოთ. 2.1. შეგვიძლია წამოვიდეთ მატარებლით, მის მოლოდინში სადგურში ვიბომჟოთ და ფოტოები გადავიღოთ 2.2. შეგვიძლია ბოლოს და ბოლოს იქ დავიქირავოთ მანქანა. 2.3 შეგვიძლია დავრჩეთ კიდეც. ამაზეც შემიძლია თადარიგი დავიჭირო. მაგრამ ეს ვარიანტიც არა მგონია თქვენთვის მისაღები აღმოჩნდეს გარკვეული შეიძლება თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (სამსახური, ოჯახი და ა.შ.) ყოველ შემთხვევაში, როგორც ვარიანტი, იყოს ესეც.
მოკლედ, მთავარია მონდომება და ცოტა ექსტრიმი, ყველაფერი გამოგვივა
შეგვიძლია კიდევ, ავტოსტოპი ვცადოთ ან უცნობ თანამსმენელებს შევეტენოთ, მეხერხება. ოღონდ აი არ ვიცი რა, 5 სთვის თუ მოვიცლი... მანქანითაც ვერ ვიქნები ალბათ, ნიკამ 2 კვირით მიმატოვა...
სალი, მართალია. ჭორია იქნება ბატუკ, მაგას ვერავინ დამაჯერებს, რომ იქ საქველმოქმედო კონცერტს ატარებს ვინმე ძალიან ძვირ ფასად... მივადექი ყველაზე სანდო წყაროს, დამელოდეთ ცოტა ხანს : ))))) უიმეეეე, ასეთი რაღაც არ გამიგია, კაგებეს ქსელი დამჭირდა ფაქტობრივად რა, უFFFFFF
ჩემმა კრაგმა მეგობრებმა შიდა ქართლის გუბერნიიდან და ადმინისტრაციიდან მითხრეს, რომ მოსაწვევები უკვე დარიგებულია და მეც კი აღარ დამრჩა არაფერი
ასე, რო არ გირჩევთ ტყუილად ჩასვლას ეს ღონისძიება კონეთეატრში იმართება, რაც ძალზედ პატარაა და მხოლოდ მოწვეული ხალხი შევა
ძალიან საწყენია მაგრამ ასეა მეგობრება მაგი ამბავი Added @ gingery, უფასოა, მაგრამ მოსაწვევებია დარიგებულია მოსახლეობაშიც და მოწვეულ სტუმრებშიც და ესმოსაწვევები ოფიციალურია და ჩვეულებრივი ბილეთის წონა აქვს
თეთუ... შემირცხვა აგენტურა ნიკუშ, შენ გული არ გაიტეხო : ) კიდეც არა, არ მიკვირდა რა მიჩქმალულია ყველაფერი-მეთქი... მოკლედ პარიკით და შავი სათვალით მიხილავთ ხვალ გამოფენაზე კეშა, მადლობა : ) დასხდნენ ბიძია გაზულუქებული სკამიანები და ჩოჩიშვილ-წკრიალაშვილები და უკრან მოინაცვლეობით ტაში ხან ლელა წურწუმიას და ხან შინს
gingery, ნუ მთლად ეგრე მკაცრიც არ ვიქნებოდი მაინ ჩემი მეგობრები არიან თქვა კაცო
რაც სეეხება ლელა წურწუმიას ეგ ჰო, მართალი ხარ. ძალიან გამიკვირდა რომ მე გორში რაღარც ღინისძიებაზე მოსაწვევი არ მაქვს, მოვკვდი სიცილით, მაგრამ არაუშავს გადავიტან
ჯანდაბაჯანდაბაჯანდაბაჯანდაბაჯანდაბაჯანდაბაჯანდაბაჯანდ ბაჯანდაბა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! უუუჰ რამდენს იტევს ეს სიტყვა...
მართლაც რომ ისეთი ხალხი იქნება ნახევარზე მეტი, სულერთი რომ არის შინს მოუსმენენ, წურწუმიას თუ შავპრინცს...
ახლახან ველაპარაკე ზაზა მიმინოშვილს და პრინციპში, იგივე მითხრა, რაც კეშამ დაწერა აქ. ერთადერთი დარბაზი ყოფილა გორში, რომელიც თბება და ამიტომ გადაუწყვეტიათ იქ. კონცერტი გორის მოსახლეობისთვის ტარდება, დარბაზი ძალიან პატარაა და მოკლედ ობდგლარმაშიბნყუ რააა...
მალე ამ კონცერტების ორგანიზატორის ნომერს გავიგებ და დავაზუსტებ საბოლოოდ, გორში წასვლა ღირს თუ არა. ზაზამ მითხრა, შეიძლება თბილისშიც გაიმართოს მსგავსი კონცერტიო და მაშინ ქე ავშენდებით
უნდა რამე მკითხაობა, როგორი განწყობა მექნება ახლა მე (და სანდროს)?
კი მოგვიწია ცოტახანს ყინვაში დგომა, სანამ დაცვას შევეცოდებოდით, მერე სადგურში იმ იმის სმენა, რომ დილამდე მატარებელი არ იქნება, მერე ტრასამდე ჩანჩალი და ხელის ქნევა ვინმე კეთილის ლოდინში...
მაგრამ უმშვენიერესი საღამო იყო. და რატომ - პასუხი ზილგაში, რითშეში, კავკასიურ ცეკვაში და უამრავ სხვა შედევრშია, რაც "ზაზა პაპამ", "ზურა პაპამ", მამუკამ და მთელმა შინმა გვაჩუქა გუშინ.
ეუF, რაკი შენ გამოჩნდი, მეთქი სად არის ეს ბავშვი, რამე ცუდს ხომ არ მოეწია მშურს, მშურს, მშურს... მარა მეც კარგი საღამო მქონდა გუშინ :P მართალი გამოფენაზე გამკენწლეს, შენ აქ რას აკეთებ, შინიდან მოდიხარო? მაგრამ მაინც აუუუ, მაინც მშურს... შინიან სადგურ-ტრასაზე ბოდიალიანად