მაშ ასე, ჯერ-ჯერობით თამაშის სურვილი გამოთქვეს და ოფიციალურად დარეგისტრირდნენ: 1)Ditrofane 2)Risorgimento 3)Marcus 4)Mamont 5)shavlego - იგივე კოკი 6)nature 7)kapo
kesha-ს და coldplay1983-ს ოფიციალურად არ მოუწერიათ, მაგრამ თითქმის ზუსტად ვიცი რომ ითამაშებენ. ანუ ჯერ 9 კაცი შეგროვდა.
ვინც გადაწყვიტა თამაში kapo-ს მიწეროს PM-ით ნამდვილი სახელი და საკუთარი მობილურის ნომერი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ პარასკევი ბოლო ვადაა დარეგისტრირების. მადლობ.
Guja, კარგი, აწი უფრო მეტი სტიმული მექნება მოგების
რაც შეეხებათ ორგანიზატორებს: რავი ყოველთვის ასე ვთამაშობდით და ახლაც იგივეს გეტყვით: პირველი ეტაპი 3 მოგებამდე მეოთხედფინალი 3 მოგებამდე ნახევაფინალი 4 მოგებამდე ფინალი 5 მოგებამდე.
ეს ყველაფერი დაჯდება 40-45 ლარი. ასე რომ მგონი არანაირ პრობლემა არ იქნება და მოთამაშეებიც გაცილებიტ კარგ პირობებსი ვიქნებით
2008 წლის ზამთრის ჩემპიონატი ბილიარდში!!! (ბოკელებს შორის)
მაშ ასე, შაბათს, 20 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე, კლუბ "ბულდოგში" დაიწყება ჩემპიონატი ბილიარდში. დასაჩუქრდებიან პირველ და მეორე ადგილზე გასულები. (პრიზების თვითღირებულება, მონაწილეთა რაოდენობის პროპორციული იქნება). DDDD.gif
გისურვებთ წარმატებებს.
შაბათს, 20 დეკემბერს, 19:00 დავიწყებთ თამაშს. ფინალური შეხვედრაც იმ დღესვე იქნება, რადგან გამარჯვებულებს ფულს გადავცემთ და არა სხვა რაიმეს. დასაჩუქრდებიან მხოლოდ I და II ადგილზე გასულები. შემოსული თანხიდან გადავიხდით საბილიარდოს ქირას, ხოლო დარჩენილი თანხის 60% გადაეცემა I ადგილზე გასულს, ხოლო დანარჩენი, ანუ 40% II ადნილზე გასულს. სამონაწილეო თანხა იქნება 10 ლარი. გადასახადს შევაგროვებთ შაბათს, თამაშის დაწყების წინ.
თამაშის ზოგადი პირობები. მოთამაშე წყვილებს შევარჩევთ ორგანიზატორები, შემთხვევითი პრინციპით. ანუ ე.წ. ლოტოტრონის პრინციპით. (ამ ყველაფერს დროის მოგების გამო ვაკეთებთ). წყვილები ითამაშებენ ორ ხელს (საჭიროების შემთხვევაში სამს) და მათგან გამარჯვებული გადავა შემდეგ ეტაპზე, წაგებული კი ავტომატურად ამოვარდება თამაშიდან.
1) Ditrofane 2) Risorgimento 3) Marcus 4) Mamont 5) shavlego - იგივე კოკი 6) nature 7) kapo 8) tsumbusha 9) AMIRANI 123 10) coldplay 1983 (PM არ მოუწერია) 11) kesha (PM არ მოუწერია) 12) user-Nikala (PM არ მოუწერია) 13) Avtandil Mamulia (PM არ მოუწერია) 14) CrimsonWithClover (PM არ მოუწერია) 15) mutanti (PM არ მოუწერია)
დავიწყებ იმით, რომ მოთამაშეთა რაოდენობა გახლდათ მხოლოდ ცხრა:
kapo nature kesha coldplay1983 ditrofane chika73 crimsonwithclower mamont marcus
ხოლო გულშემატკვივარნი მხოლოდ - batukela და duci მოხარული ვარ, მოთამაშეებმა და გულშევატკივრებმა ერთმანეთი გავიცანით, მერე რა რომ წავაგე
ლოტოტრონის პრინციპით გადავნაწილდით წყვილებად. მართალია იმან, რომ ვიყავით 9ნი მცირე პრობლემა შეგვიქმნა, რომელიც მოვაგვარეთ და საბოლოო ჯამში ჩემპიონატმა ნამდვილად კარგად ჩაიარა... გულშემატკივრების ნაკლებობას კი ვუჩივოდით......
ყოველგვარი შესავლის გარეშე, როგორც batukela მ გამცნოთ ბილიარდში 2008 წლის ზამთრის სეზონის ჩემპიონატის გამარჯვებული ბოკელებს შორის გახდა coldplay1983
მან ჩემპიონობა ფინალში kesha ს დამარცხებით მოიპოვა
დიდი მადლობა საბილიარდე ბულდოგს, რომელმაც ყველანაირად შეგვიწყო ხელი და გამარჯვებულისათვის პრიზიც დააწესა: 2 კვირიანი თამაშის ტალონი. ორგანიზატორთა მხრიდან კი პირველ და მეორე ადგილებზე გასულებს გადაეცათ მოთამაშეთა რაოდენობისადა პროპორციულად მცირე ფულადი ჯილდო.
დიდი მადლობა ყველა მონაწილეს ასევე batukela ს და duci ს
ეს მხოლოდ 2008 წლის ზამთრის სეზონის ჩემპიონატი იყო...