მოდი დავიწყებ იმით რომ ჩემმა ( და არამარტო ჩემმა ) დადებულმა ბოლო ფოტომ ძალიან გამაკვირვა როდესაც შევედი 3 საათის წინ და ვნახე 3.9 ქულით იყო საუკეთესოებში ეხლაკი ვნახე და 3.5 აქვს რატომ ხდება ასე? რატომ წერენ 0.0-ს? უბრალოდ არ არის რა ლამაზი რა
ადამიანი ვცდილობ რაღაცას რომ გამომივიდეს მთელი დღე ვფიქრობ რა გადავიღო როგოღრაც მომივა აზრი ვყიდულობ შტატივს, იმის გულისთვის რომ ზემოდან გადავიღო კადრი და არა ისე რომ დავდგე კუნძზე და ისე გადავიღო, ვიღებ დაახლოებით 100 150 კარდამდე მთელი დღეები ვფიქრობ რომელი ამოვარჩიო რომელი მოეწონებათ რომელს დამიფასებენ როგორღაც ამოვარჩევ მერე ვზივარ ვამუშავებ და მთელი დღეები + 3 დღე ლიმიტს ველოდები გახარებული რომ დავდო ფოტო და შემიფასოს ხალხმა როგორღაც მიაღწევს საუკეთესოებში და ვიღაც ჭკუათ მყოფელი დაჯდება და დაწერს 0.0 ხელის მარტივი მოძრაობით ისე რომ არცკი გაუტყდება ან არცკი იფიქრებს რატომ ვამცირებ ამ ადამიანის ფოტოს, ვიცნოობ მიცნოობს? ასესე მოუნდება და დაწერს 0.0 არ არის რა ეს ლამაზი საქციელი რა. არ მოგწონს და ნურც შეაფასებ შენიჭირიმე არავინ გთხოვს და არავინ გეხვეწება ხომ? დაწერე კრიტიკა მარა ეს 0.0 რა უბედურებაა? ბევრი არის მომჩივარი და მე არ ვარ პირველი ვინც ამ საკითხმა შეაწუხა და ყელში ამოუყვანა. ჩემი აზრით ეგეთი იუზერები არ იმსახურებენ მაღალ სტატუსს ადმინისტრაცია ვალდებულია რომ ჩამოაქვეითოს საფეხურებით ან რაიმე გეგმა შეიმუშაონ.
მე პირადად 4 ფოტოზე მომივიდა ეგეთი რაღაც რომ იყოსაუკეთესოებში და აღარ არის შემდეგ კი დამთვალიერებმა ვისაც არ ქონდა შეფასებული შემიფასა.
ადამიანს გულს უცრუებენ რა? და კამერისკენ გახედვაც აღარ უნდებათ
0-ებს როგორც წესი არ ვწერ მაგრამ უფრო უშნოდ მე მაგალითად 5-ების წერა მიმაჩნია რაც ჩემთვის ფოტოგრაფიის გაუპატიურებაა.... არცერთი ფოტო ბოკეზე (თითქმის) არ იმსახურებს 4-ზე მაღალ ნიშანს, მიტომ თუ 0 უფრო ობიექტურს გახდის საბოლოო ნიშანს რატომაც არა? წერონ
ეს თემა ბოკეს ტკივილი იმიტომაა რომ ძეცკი სადი გახდა ... 5.5 იმიტომ წერენ რომ მერე იმატაც დაუწეროთ .. დაა გულისამრევია .. კამიკას ვეთანხმები ძაან იშვიატადაა როცა მინდა 5.5 დავწერო .. და მერე ყველას თუ 5.5 უწერე მაგარი ფოტო რომმ დაიდოს იმას რაუნდა დაუწერო ესაა და ეს ..
0.0 რაც შეეხება ეგეც ადამიანზეა დამოკიდებული იმის ამბიცია თუ აქ რომ თავისი ფოტო უნდა გახდეს დ>ფ ... დაგიწერენ .. მაგრამ მაგისთვის ადმინისტრაცია იკო ადრე რომლედიც მაგას ყურადღებას აქცევდა და ეხლა აშკარად მაგარი კიდიათ ..
სხვა რა დაგრჩენია ნუ რასაკვირველია მხოლოდ ის რომ წახვიდე და დღეში 150 Fოტო გადაიღო იმის Fიქრით რომელი მოეწონებათ ბოკეზე -)))))))))))))))
ტეხავს ბოკეს გამო თუნდაც ერთი კადრის გადაღება უნდა გადაიღო შენთვის,შენი სიამოვნებისთვის და მერე თუ გაგიჩნდება სურვილი სხვასაც რომ აჩვენო და არა... საბავშო ბაღი რა მართლა-) 5/5 -))))))))))))))))))
2-3 თვეში იმუნიტეტი გამოგიმუშავდება და ეგაა,ხოდა შენც სხვა რა გზა გაქვს გარდა მოთმინებისა ტყუილად უნდა იშალო ნერვები,ვერც გაიგებ ვინაა და ვერც ვერაფერს იზამ,ერთი გულში კარგად შეამკე,მოუკითხე ნათესაობა და მორჩი მაგით