ციფრული არ გაქვს გადაუღე და აგვიტვირთე გაგახსნევინებთ დ გეტყვით რომელიცაა რომ იცოდე თან იქნებ გაგაყიდინოთ კიდევაც თუ კიევ 88 არის ულაპარაკოდ დღესვე მომყიდი შანსი არ გაქვს თან არც იცი როგორ იხსნება მაინც არაფერშI გჭირდება
მარცხენასაც ვატრიალებ და მარჯვენასაც მარა ზემოთ არცერთი არ ამოდის.
აუ ეხლა არ მაქვს ციფრული აქ,მოიცა მობილით გადავიღებ. რათ გინდა ასე 88? ამას ზედ არაფერი აწერია,ერთი ის ვიცი ამის პატრონი ლელოში მუშაობდა კომუნისტების დროს,ფეხბურთს და რაგბის იღებდა
ამოატრიალე, კამერა, და ძირზე ორივე მხარეს ექნება რგოლი, ეგ რგოლები უნდა მოატრიალო და და ქვევით დაქაჩო (ოღონდ ეცადე რგოლები კი არა დაქაჩო კორპუსს მოკიდო ხელი და ისე დაქაჩო)
ამ კაერას ძალიან კარგი ლინზა აქვს და ფარდა რკინი ვერტიკალური და თან სიჩქარე 1000 აქვს... ისე კიევ 4 ია ან მაგის რომელიმე მოდიფაკაიცა კიევ 4X
2 ობიექტივი აქვს,იუპირეტ-8 და იუპიტერ-11. კიდე რა მაინტერესებს,დასაფოკუსებლად გამოსახულების დამთხვევაა საჭირო და ოდნავ ჩაბნელებულ ოთახში არაფერი ჩანს,მხოლოდ განათებულ ადგილას შევძლებ დაფოკუსებას?
იუპიტერ 8 ზე ვთქვი მე მაგრამ იუპიტერ 11 იც კაია, ის ფოტოზე რომაა თავზე ბარაბანი რომ აქვს მოყვება ეგეც? მაგის გარეშე იუპიტერს 11 ს ვერ გამოიყენებ იმდენად რამდენადც 135მმ იანია..
ჩაბნელებულ ოთახში მე ვიზირის გარეშეც ვერ ვხედავ ხო ისე ფოკუსისი გასწორებისას მარცხენა ფანჯარაზე ხელი არ დაგეფაროს შემთხვევით.... ხოდა სიბნელეში საერ>თოდ ყველაფრით ჭირს ფოკუსის გასწორება... ვიზირი თუ არაა ძაან დამტვერილი იდეაში არ უნდა იყოს ძაან ბნელი....
მე 2 ლარად ვიყიდე ეგ აპრატი მშრალ ხიდზე, ერთი ორმა ფოტმო ძაან მომაწონა ოღონდ ცოტა მოუხერხებელი გადასატენი და გადასახვევი აქვს
ვიზირში რომ ვიყურები შუაში ჩანს ყვითელი კვადრატი ოღონდ ძალიან ბუნდოვნად და სულაც ნახევარი ჩანს,დიაგონალზეა გაწყვეტილი გარეთ არ მიცდია დაფოკუსება,ოთახში და ისიც ანთებული ნათურა,სხვა ვერაფერი დავინახე.მოკლედ იმედია ცოტას გამართობს მადლობა დახმარებისთვის
მოკლედ გადავწყვიტე ხვალიდან ოფიციალურად დავიწყო ამ აპარატით გადაღება,ხოდა ცოტა რჩევები მჭირდება,კერძოდ:
1. ვიზირში რას ვხედავ რეალურად? ანუ 50mm-ზე აპარატის ვიზირში უნდა გავიხედო თუ ბარაბნზეა მაგის ვიზირი?
2. კონკრეტულად საიდან ვასწორებ ექსპოზიციას,ისოს? ექსპონომეტრი რეაგირებს განათებაზე,მაგრამ აქ იმდენი ერთნაირი სატრიალო აქვს რომ რომელი უნდა გავასწორო ექსპონომეტრზე ვერ მივხვდი. მოკლედ მითხარით ვინც რა იცით,ბუდუ რად
ხო,კიდევ რამე კარგი ფირი მინდა,კარგი ფერადი.სად ვიყიდო და რა ფასად.
თუ 50 მმ იანი გიყენია, არ გინდა ბარაბანი, მოხსენი...თავის ვიზირი 50 მმ ისთვისაა, თუმცაა ახლო მანძილებზე (0,9 დან 2 მეტრამდე) ცდომილება საგრძნობია მარა არა იმდენი რომ ამგის გამო ეგ ბარაბანი სულ გეკეთოს რომელიც არ ვარ დარწმუნებული რომ უფრო ზუსტად ზომავს.
ექსპონომეტრის ისარი უნდა გაუსწორო შუაში რომ წერტილია (უფრო რომბს გავს) იმას უნდა გაუსწორო, და გასწორება ხდება მარცხნივ რომ რგოლია იმის მიხედვით....ხოდა მას შემდეგ რაც გაუსწორებ ისარს წერტილს და ამ რგოლს რომ გააჩარებ, შეხედავ წყვილებს, ამოირჩევ და დააყენებ,... ფირის მგრძნობელობაც მანდვე(იმ რგოლის შიგნით კიდე რგოლია მგონი არ მახსოვს ზუსტად) უნდა მიუთითო
ფირს რაც შეეხება.... მე ფუჯიკოლორ 100ს გირჩევდი, სუპერია 200 აქვს კარგი ფერები მაგრამ ჩემი აზრით ზედემტად მაღალი სატურაციაა აქვს, ასევე სუპერია ა100ს რომელიც თბილისში იშოვება თუ არა არ ვიცი. ნუ პროფოტოსაც არაუშავს, მარა ფუჯიკოლორ 100 მე ორივეს მირჩევნია, თუ ასიანი არ გეყოფა მაშინ ალბათ ფუჯი სუპერია 200 ან ფუჯიკოლორ 200, თუმცა მეორე როგორია არ მახსოვს.. ხოდა მელიქიშვილზე პორტრა უდევთ დასამწნილებლად, ეგეც კარგია თუ როგორც 100 იანს ისე გადაიღებ
ხოდა კიდე მგრძნობელობების ცხრილი
18- 45 - 50 21- 90 -100 24-180-200 27-350-400
ანუ თუ 100 იან ფირს ჩადებ, ამ შკალებიდან რომელიც ექნება შენსას იმის მიხედვითუნდა დააყენო 21, 90 ან 100 და თუ ესენი არ ექნა და აქვს 65 და 13ო მაშინ მაგათ შორის უნდა დააყენო
ექსპონომეტრის ისარი უნდა გაუსწორო შუაში რომ წერტილია (უფრო რომბს გავს)
ექსპონომეტრის ისარი თავისით არ მოძრაობს განათების მიხედვით?
ესეიგი მარცხენა მხარეს 2 რგოლია,ქვედაზე აწერია:8,4,2,1 წითლად და მერე 2-დან 1250-მდე. ზედაზე 1.5-დან 22-მდე. და ამეების თავზე დირკაში ჩანს 8,16,32,65......500.
თუ არ შეწუხდები უფრო ზუსტად ამიხსენი ამ რგოლებიდან რა რა არის,რა რას გავუსწორო და რის მიხედვით.
შატერის სიჩქარის დაყენება მივხვდი,გავხსენი და ჩავხედე რა სიჩქარეზე როგორ იხურება.სხვა დანარჩენში ჯერჯერობით კარგად ვერ გავერკვიე.მანუალს ვკითხულობ და იმედია გავერკვევი. მადლობა
User-Nikala, 8,16,32,65......500. ეს ისოა 100 არის 65 სა და 130 ს შორის.... 160 არის 130 ის ექვივალენტური..... 200 არის 130 სა და 250 შორის.....
1,5...22 ეს დიაფრაგმაა, წითლად რომ აწერია ეგ წამებია, და დანარჩენი 2 დან 1250 მდე არის 1 შფარდებული ვთქვათ 1250 თან ანუ 1/1250 წამი.... ანუ სიჩქარის რგოლია ეგ, აი მაგ სიჩქარის როგლს რო დაატრიალებ იმან უნდა ამოძრავოს ექსპონომეტრი ს რგოლი როგორც მახსოვს, 2 თვეა არ მინახია ეგ აპარატი და არ მახსოვს ზუსტად
ხვალაც ჩავუჯდები კიდე და ვნახოთ,მერე 2-3 ფირს დავაექსპერიმენტებ და გამოვა რაღაც ყველაფერს მივხვდი რა რისთვის არის,ეხლა ისღა დამრჩა ერთმანეთს სწორად შევუფარდო.
აუუ მეც მაქვს ეგ აპარატი ოღონდ თავზე რო რაღაც "ძნელი" ადგას ეგ არ აქვს, ერტხელ ვცადე გადაღება და ფირი ვერ ჩამიდეს სამგან მივედი და ვერცერთგან ვერაფერს გახდნენ
Nika Pkhakadze, User-Nikala, მემგონი, მემგონი კი არა სხვანაირი ობიექტივი აქვს, ჩემი უფრო დიდია , ხოდა მართალი ხარ კაუშკა ვერ ვიშოვნე, მერე ვიღაცამ მაჩუქა მადლობები ვუხადე იმ კაცს და მაინც არ წავიდა საბოლოოდ