კომპანიამ Leica Camera AG გამოაცხადა ციფრული კამერის Leica M8 მოდიფიკაციის გამოშვების შესახებ.
მოდელს დაერქვა Leica M8.2. მან მემკვიდრეობით მიიღო წინამორბედის ტექნიკური მონაცემები, ტუმცა განსხვავდება წინამორდებისგან უხმო საკეტით (მეტალის ფარდებით), კორპუსის განსხვავებული ხორკლიანი მოპირკეთებით, ეკრანის ნაფხაჭნებისგან დასაცავად საფირონის შუშის გამოყენებით. Snapshot Mode რეჟიმი იმათვის ვისაც უნდა კარგი შედეგის მიღება განსაკუთრებული დახელოვნების გარეშე, ასევე გააჩნია უფრო კომპაქტური დასატენი მოწყობილობა.
აპარატის მახასიათებლებია
* 10,3-მეგაპიქსელიანი სენსორი ზომით 18 x 27 მმ (მგრძნობელობა 160–დან 2500–მდე ISO ერთეული); * ვიზირი პარალაქსის ავტომატური კომპენსაციით (გადიდება 0,68x ყველა ობიექტივისთვის); * თავსებადია პრაქტიკულად ყველა 1954 წლიდან გამოშვებული Leica М სისტემის ობიექტივთან; * სერიის სიჩქარე (2 კადრი წამში სულ 10 კადრამდე); * დაყოვნებების დიაპაზონი 32 წამიდან 1/8000 წამამდე ავტომატურ რეჟიმში და 4 წამიდან 1/8000 წამამდე ხელის რეჟიმში; * 2,5-დიუმიანი ეკრანი გარჩევადობით 230000 პიქსელი; * ფოტოების მაქსიმალური გარჩევადობაა 3916 х 2634 პიქსელი (გააჩნია DNG (ფირმის ვარიანტი RAW), JPEG და DNG + JPEG ფორმატების მხარდაჟერა); * თავსებადობა sRGB, Adobe RGB და ECI RGB; * მეხსიერების ბარათი SDHС; * ინტერფეისი USB 2.0 Hi-Speed; * გაბარიტებია 139 x 80 x 37 მმ; * წონა 545 გ (აკუმულატორის გარეშე).
Leica M8.2 ყიდვა სრულად შავ ან ვერცხლისფერ–შავ ვარიანტში უკვე შესაძლებელია, ფასი 4400 ევრო.
საინტეერესოა ამის სემპლების ნახვა ცუდი არუნდაიყოს მაგრამ რავიციაბა მაინცრაგაც არმგონია გასაგიჟებელიიყოს ციფრაა მაინც ფირს ვერ შეედრება რაც არუნდა ლეიკა იყოს
ის ჯობია ეს ჯობიას აზრი არ აქვს მყიდველები ამ მომენტში არ გეწყინოთ და არცერთი არ მგონიხართ
ხოდა შესადარაბლად Fullframe-ბს რატო ადარებთ?
ფასი განპირობებულია იმით რომ leica-ა, მატრიცაც საკამოდ სოლიდური ზომისაა, და რაც მთავარია ოპტიკა ექნება კარგი თან ძველი იპტოკაც მიდის, არაა სარკული რაც პლიუსიც არის და რაღაც მომენტებში ალბათ მინუსიც მაგრამ პლიუსი უფრო ჩემი აზრით
Leica M8.2 კამერის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით, კომპანია Leica-ს მარკეტოლოგებმა გამოაცხადეს კამერის ექსკლუზიური ვერსიის გამოშვების შესახებ - Leica M8.2 - Safari Special Edition. გარეგანი სახით აპარატი გაქვს XX საუკუნის პირველი ნახევრის ფოტოგრაფ-რეპორტიორების აპარატებს. სასიამოვნო დამატებას წარმოადგენს კომპლექტში შემავალი წყალგაუმტარი ჩანთა (ვაი და ტროპილულ ჯუნგლებში მოგინდებათ წასვლა). კამერების გამოვა შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 500 ცალი და ფასიც არ ექნებათ იაფი, სულ რაღაც 10000$
ამ ლეიკამ ხო თავისი აპარატები არა ფოტოაპარატების არამედ სამკაულის დატვირთვა მიანიჭა უკვე როგორც ფუფუნების ნივთი, და როგორც აპარატი და კამერას მუღAმი დაუკარგა ჩემ თვალში ანუ თუ გაქვს უნდა იმარიაჟო რა და ვსო როგორ ნოკიამ სიროცო გოლდი გააკეთა ეგ პონტია რა როგორც ტელეფონი ვერაა პროსტა სამარიაჟOა
Nika არა 5დ, იმიტომ რომ მარკ 2 ვერ ვიყიდე, მოკლედ გერმანიაში ვიყავი და მაღაზიებში მარტო სონი ა900 იყო, ჯერ მარკ 2 არ იყო გაყიდვაში, ცდუნებამ მძლია და სონი ვიყიდე, ჯერ ერთი ლინზებს ვერ ვშოულობ, მარტო ჯ სერიის ლინზები მიდის და 70-300 მაქვს მხოლოდ, და სიმართლე გითხრა არ ვარ მაინცდამაინც კმაყოფილი, თუმცა ცუდსაც ვერ ვიტყვი, იდეალურ ეფექტს ვაღწევ 5დ + ლეიკის ლინზებით, თიტქმის ფირისგან ვერ გაასხვავებ.
აბა ეხლა ასე ვთქვათ: წარმოიდგინეთ რეინჯფაინდერი (ლაიკა-ს ტიპის კონსტრუქციით), სრულიად საკმარისი 12 მეგაპიქსელით, სრული ფორმატის (დაჟე კროპი იყოს ჯანდაბას) მატრიცით, კარგი პროცესორით, ტანკივით აგებული, სულ რაღაც დიაფრაგმის პრიორიტითა და მენუალ ფუნქციით აღჭურვილი, ავტოფოკუსირებითა და რამოდენიმე მინიმალური მაგრამ მართლა საჭირო ფუნქციით (თეთრის ბალანსი სულ ორი მეყოფოდა მე მაგალითად: 5200 და 3000 კელვინი) - და ეს ყველაფერი ასე 1700-2000 დოლარად. რომელი არ იყიდიდით?
რატომღაც მგონია, რომ ამ საქმეს მომავალი აქვს. მე პირადად უფრო და უფრო ხშირად მეზარება დიდი კამერის თრევა (ვბერდები, ბაბა!). არადა ხარისხიანი კამერა ქურთუკის ჯიბეში, უღალატოდ და ჰოოოპ, კადრს არ გამაზავ ქუჩაში! რა ჯობია ამას.
რიკო ჯრ და სიგმა არ მიხსენოთ ეხლა, სხვა რამეზე ვლაპარაკობ. ეს ლეიკა კიდევ ჯეიმს ბონდის სერიალებისთვის დარჩება მგონი მალე რა. გაახურეს ამ ფასებით.
wrangler, ალბათ სარკული ლეიკის ლინზები იგულისხმება მანდ, რეინჯფაინდერების ლინზები სარკულებზე მარტო მაკროებისგადასაღებად გამოდგება. და M39 მარტო ძველ რეინჯფაინდერ ლეიკებს ქონდათ.
რეინჯფაინდერების ლინზები სარკულებზე მარტო მაკროებისგადასაღებად გამოდგება.
ხო ეგ მეც შევამჩნიე, იუპიტერ3 მაჩუქეს ეხლა (M39 ხრახნზეა) და არაფერით ერგება სარკულს ძალიან შიგნით უნდა შეიწიოს მაშინ, მაგრამ ერე კორპუსი აღარ უშვებს არადა კაი ლინზა ჩანს ფირის ხმარება მეზარება, თორე ჩემ ფედს მივადგავდი ეგრევე