რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, შეირაღებული ჯარები თბილისში შესვლას არ გეგმავენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთის შეირაღებული ძალები თბილისში შესვლას არ გეგმავენ. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან. "საქართველოს დედაქალაქისკენ გადაადგილების გეგმა არც გვქონია და არც ახლა გვაქვს", - იუწყება "რია-ნოვოსტი" რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით. მისივე აზრით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მსგავსი განცხადების გაკეთება ქვეყნის ირგვლივ შექმნილმა ვითარებამ განაპირობა.