პირველი ჰუმანიტარული დახმარება საქართველომ საფრანგეთიდან მიიღო საქართველოში დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩამოვიდა. პირველი ჰუმანიტარული დახმარება საქართველომ საფრანგეთიდან მიიღო. "ჩვენ ვცდილობთ, საქართველოს შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ. ჩვენს მიერ ჩამოტანილი ჰუმანიტარული დახმარება კონფლიქტის ზონიდან დევნილ მოსახლეობას დაურიგდება და ამ ეტაპზე მათ მდგომარეობას შეამსუბუქებს" – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ. ამასთან, შეგახსენებთ, რომ დღეს საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის საქართველოში ელოდებიან.
რამდენიმე წუთის წინ რუსულმა ავიაციამ გორი კვლავ დაბომბა რამდენიმე წუთის წინ რუსულმა ავიაციამ გორი კვლავ დაბომბა. როგორც "პირველს" ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა, რუსებმა ამჯერად იერიში გორის ტელევიზიის ანძაზე მიიტანეს. თვითმხილველების განცხადებით, ბომბდამშენებმა დაახლოებით ექვსი ჭურვი ჩამოაგდეს. დაბომბილია ასევე ქალაქის მიმდებარე მთები, სადაც სტრატეგიული ობიექტები არ არის. აღსანიშნავია, რომ გორის შესასვლელში არსებული სატანკო ნაწილი და უკვე მრავალჯერ დაბომბილი სამხედრო კორპუსი რუსულმა ავიაციამ გუშინ, გვიან ღამით კიდევ ერთხელ დაბომბა. ამ დროისთვის გორი მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია. ასევე არ ფუნქციონირებს სახელმწიფო უწყებები.
ეკატერინე ზღულაძე - საქართველომ დიპლომატიურ ფრონტზე რუსეთზე გამარჯვება მოიპოვა
საქართველომ დიპლომატიურ ფრონტზე რუსეთზე გამარჯვება მოიპოვა, - ასეთი განცხადება დღეს დილით გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძემ გააკეთა. მისი თქმით, დიპლომატიური ზეწოლით საქართველომ მოახერხა რუსეთის შეჩერება და ამის შედეგად გასული ღამე მშვიდი იყო. ზღულაძის ინფორმაციით, რუსული ჯარების განლაგება უცვლელია. კერძოდ, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ისინი დისლოცირებული არიან გორთან და ზუგდიდთან და კვლავაც არ შედიან კონტაქტში მოსახლეობასთან. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია ინფორმაცია და არ არსებობს წინაპირობა იმისა, რომ საქართველოს ელოდებოდეს რუსული ჯარის ახალი მიმართულებით, კერძოდ კი, დედაქალაქისკენ გადაადგილება. რაც შეეხება დიპლომატიურ მხარდაჭერას, ეკა ზღულაძის განცხადებით, მხარდაჭერა საკმაოდ დიდია და ამის დასტურია საქართველოში ხუთი ქვეყნის პრეზიდენტის და ორი პრემიერ-მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი. "შესაძლოა ეს ფაქტი და დღევანდელი დღე გარდამტეხი იყოს დიპლომატიური ომის თვალსაზრისით",-აღნიშნა ზღულაძემ. ამასთანავე, დღეს ნატოში იმართება შეხვედრა, სადაც ერთადერთ საკითხად განიხილება საქართველოში არსებული ვითარება და რუსეთის აგრესია. ამ შეხვედრაზე საქართველოს წარმოადგენს ელჩი ნატოში რევაზ ბეშიძე. შეხვედრას უნდა დასწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეხვედრაზე ქართულ პოზიციას მხოლოდ ნატოში საქართველოს ელჩი დააფიქსირებს. ეკა ზღულაძის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ნატოს წევრი ყველა სახელმწიფო საქართველოს პოზიციას იზიარებს და მხარს უჭერს.
დიდი ბოდიშით მარა ხუინYA ეტა ვსიო, სანამ ხელს არ მოაწერენ საქართველოს არაფერი არ მოუგია....
World and European featherweight champion Albert Selimov of Russia was eliminated in the first round of the Olympic boxing competition when Ukraine's Vasyl Lomachenko outpointed him 14-7.
არცერთ ვარიანტში არ მოხდება მოსახლეობის დაბომბვა არსად თAვის ბნელი საქმე კანიბალმა უკვე გააკეთა და სადაც შეძლო იქ ჩაწყვიტა ხალხი
აწი ამას ვეღAრ იზამს, ნამეტანი წამგებიანი მისთვის, რადგან ყველა შემთხევავაში როგორც არ უნდა დამთAვრდეს ეს ომი გარდაცვლილების დათვლა ხო მაინც მოხდება, როც არ დაითვალო ხო უნდა დაკრძალო. სამხედრო დანაშაულებს ვადა არ გადის საერთოდ. ხოდა აქედან გამომდინარე მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვები არ მოხდება.
თბილისზე შეტევა ვერანაირად ვერ მოხდება. რადგან: რუსი ამართლებს თAვის გორში ზუგდიდში სენაკში დგომას იმით რომ არსებობს დოკუმენტი (შევარდნაძე ნაბოზარის ხელმოწერილი) რომელშიდაც ეს ადგილები კონფლიქტის ზონის საბუფერო ადგილებია და იქ მშვიდობისმყოფელებს შეუძლია ყოფნა. თბილისისკენ ჯარების წამოყვანა ეს უკვე დე ფაქტოც და დეიურეც ოკუპაციაა სუვერენული სახელმწიფოსი. კი რა თQმა უნდა ახლაც ლაპარაკობს საერთაშორისო საზოგადოება რომ ეს სუვერენულ სახელმწიფოზე თAვდასხმააო მაგრამ კანიბალი ცდილობ ამას იურიდიული გამაგრება მისცეს, ეს არის უტყუარი დადასტურება იმისი, რომ ეს ომი რუსმა დაიწყო ძალიან ვერაგულად, გათვლილი აქვს ყველა ნიუანსი, ძალიან დიდი მნიშვნელობა ქ რომ მაინცა და მაინც ოლიმპიადის დაწყების დღEს დაამთხვია და ძალიან ბევრი წვრილმანი თუ მსხვილმანი აქვს გათვა;ლისწინებული. ასეთი რამ ვერც 1 კვირაში და ვერც 1 თვეში ვერ ხდება.
Tato Robakidze, მასეც არაა რაღაც გარანტიები თავისთავად იყო მიშა სულელი, გიჟი და ფანატიკოსი არაა. ყველაფერი იცის და ყველაფერს ანგარიშობს. უბრალოდ, დაპირების გამო არ დაიწყებდა კონფლიქტს, არ დაიწყებდა ომს..
ხოდა მოვეფერო თავზე იცით რას ვერ ვხდები ხალხი რატომ გაიქცა თბილისიდან ზუგდიდიდან ??? ჩვენ ხო არ გვეშინია!!! მე ქართველი ვარ და არ მეშინია!!! თბილისში ვარ და ვიქნები და არსად გაქცევას არ ვაპირებ!!!!
LUKIKO, ემიგრანტები რატო არსებობენ? რათქმაუნდა "სხვაგან" უკეთესი ცხოვრებაა... რათქმაუნდა ქალები და ბავშვები უნდა გახიზნო. მარა ეხლა წლებით რო სადმე ვიცხოვრო და იქიდან გული შემთკიოდეს - ნოუ რა!