კაროჩე ეხლა დავრეკე და მიცკევიჩზე აღარ იქღებენო, ადგილი არ აქვთ შესანახიო და ცოტა ხანში ალბათ დამირეკავენ და მეტყვიან სად მივიტანოთ პროდუქტები და ტანსაცმელი...
ასე რომ ცოტა ხანი შევიცადოთ.... Added @ კაროჩე ესენიც მაგარი აბნეულები არიან რა,
ტანსაცმელი თუ მოგაქვთო, მაშინ მიცკევიჩის 29ა-შიო და თუ კიდე პროდუქტებიო, მაშინ მერიაშიო, ოღონდ როცა მოხვალთო დარეკეთ ცხელ ხაზზეო ანუ იგივე ნომერზე და ქვემოთ დაგხვდებიან და მიხდავენ თქვენს შემოწირულობასო....
დიდი მადლობა Gubaziს, MaStErOFmAsTeRsს, likuna777ს იქ შევხვდით შემთხვევით Olive Olyს და მის მეგობრებს, მოდიოდა კიდევ ხალხი, რითიც შეუძლიათ ეხმარებიან ხალხს გთხოვთ დანარჩენებსაც, გააქტიურდით ამ ადამიანების ბედი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჩვენს ხელშია და ჩვენი იმედით არიან
მე შევაგროვე უკვე პროდუქტი და ტანსაცმელი და ამ დღეებში წავუღებ იმ საწყლებს Added @ ხვალ 2 სთ-ზე ვიკრიბებით მიცკევიჩის ქუჩა N29ა-ში და ვისაც რა შეგვიძლია დავეხმაროთ ლტოლვილებს, არის უამრავი ჩვილი ბავშვი, რომლის გამოკვების სერიოზული პრობლემააა!!!!!!
nino be, მიცკევიჩის 29ა პეკინიდან თუ შეუხვევ ბოლო შენობაა ყაზბეგიდან, შესაბამისად, პირველივე მეორე სართულზეა შტაბი იქ მიიტანე და თვიტონ გაანაწილებენ ყველაფერს
ღმერთმა არ დაუშვას რომ ჩვენ დღეს დევნილები გავხდეთ
მედგრად უნდა ვიყოთ!!
გეტყვით ნიკოლაძეზე არ წახვიდეთ მანდ პუნქტი არ არის
წადით მინცკევიჩზე, ახლა ვიყავით და მივიტანეთ რაღაცეები. და კიდევ: მაკარონი და ის სურსათი რომელსაც კეთება ჭირდება არ მიიტანოთ. მარტო მზა და ტრანსპორტირებადი რაღაცეები და პირველადი მოხმარების საგნები.
ეხლა დავრეკე ღია საზოგადოება საქართველოში და მოკლედ პირველ რიგში რაც ჭირდებათ:
1. თბილი ტანსაცმელი, იმიტომ რომ სადღაც თბილისის შემოგარენში არიან დევნილები და იქ ძალიან ცივაო. 2. თეთრეული, პლედები.. ფეხზე დგანან ვერ იძინებენო. 3. პირველადი მოხმარების ნივთები 4. პატარა ბავშვები არიან და პამპერსები და ა.შ.
ცალკე სახლში მოვხიკოთ თბილი ტანსაცმელები, ცალკე ცოტ ცოტა ფული დავდოთ პირველადი მოხმარების ნივთებისთვის და დავიძერით ჭოველიძის ქუჩაზე (ყოფილი ბელინსკი), სოროსის ფონდის შენობასთან!
მე დღეს საღამოსკენ ვაპირებ გასვლას, ბოკელებიც რო შევიკრიბოთ და 5-5 ლარი მაინც დავდოთ საკმაოდ ნორმალური თანხა შეგროვდება ყველა საჭირო ნივთისთვის. აბა ვინ ითავებს ორგანიზატორობას?
nini, ზუსტად ნომერი არ ვიცი, ბელინსკის და ზანდუკელის კუთხეშია დაახლოებით. რუსთაველიდან ბელინსკიზე რო აუხვევ, მარცხნივ შესახვევია დიდ ეზოში და იქ დგას ფერადი შენობა, ეგრევე შეამჩნევ. 7-ზე იქ ვართ..
ესეც ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”-ს ცხელი ხაზი: