9 აგვისტოს საღამოს 8 საათზე რამდენიმე ასეულმა ქართველმა მოიყარა თავი ნიუ-იორკში გაეროს შენობის წინ. ამერიკასი მცხოვრები ქართველები რუსეთის აგრესიულ ქმედებებს აპროტესტებენ, მის შეწყვეტას ითხოვდნენ და შეერთებულ შტატებს დახმარებას სთხოვდენ. ვიანიდან მიტინგი დაუგეგმავი იყო პოლიცია გვზღუდავდა გავშლილიყავით ტროტუარის გასწვრივ თუმცა პატარა ადგილას შეკრებილნი მაინც ვახერხებდით ჩვენი სათქმელი გვეთქვა. შევნიშნე ჟურნალისტი ო ერ ტე-დან. ასევე სხვადასხვა ჟურნალისეტბი და ოპერატორები გაზეთებიდან და ტელევიზიებიდან რომლებიც ხალხს კითხვებს უსვამდენ. განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი შეგრძნმება იყო ამ შეკრებაში მონაწილეობა. ქვეყნის სიყვარულის ოკეანის გადაღამ გადახვეწილ თანამემაულეებთან გაზიარება და თითქოს პაწაწინა საქართველოს შექმნა ამ უზარმაზარ ქვეყანაში და და მრავალეროვან უშველებელ ნიუ-იურკში.
მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე მიტინგზე გადაღებული ფოტო და პატარა ვიდეო ჩანაწერები:
ისე ბედის ირონია არ აირის.. ისტორიულად თურქები გვეომებოდნენ და ეხლა ერთმორწმუნე რუსეთი გვბომბავს, ეკლესიებს არბევს და თურქები კი ჩვენს გვერდით დგანან....
დიდი მადლობა მათ.... და ყველას ვინც მხარს გვიჭერს...
აზერბაიჯანიდანაც მომდის წერილები, თქვენს გვერდით ვართო.
აღსანიშნავია ისიც, რომ მარნეულში 2 დღის წინ გამოვიდნენ აზერბაიჯანელები ქართული სახელმწიფოს მხარდასაჭერად. აპროტესტებდნენ რა რუსეთის აგრესიას, მიმართავდნენ: მოგვეცით სხვადასხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში წყნარად ცხოვრების საშუალებაო. პერმანენტულ აქციებს აპირებდნენ.