BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
50 გვერდი « < 32 33 34 35 36 > »  
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ომი, მობილიზაცია!

| |
climber
post Aug 10 2008, 13:24
#991 

Amateur+ Amateur+
6,184


user posted image

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
MaStErOFmAsTeRs
post Aug 10 2008, 13:25
#992 

Amateur+ Amateur+
7,000


apachi,

ეგ ინFო ბევრგან გავრცელდა. გამოიპარნენე რა დაწრილებს გამოვყვნენ ბევრი გორიდან ნებართვის გარეშე.
Added @
აგარეო საქმეთა სამინისტროში ეკა ტყეშელაშვილის დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა მიმდინარეობს



საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ეკა ტყეშელაშვილის დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე იმყოფებიან ევროკავშირის ე.წ. ტროიკის წარმომადგენლები, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ინგლისის, გერმანიის ელჩები, ლიტვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვა რამდენიმე ელჩმა. ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთეს აშშ-ს ელჩმა ჯონ ტეფტმა და ევროკავშირის წარმომადგენლმა პიტერ სემნებმა.
ჯონ ტეფტმა აღნიშნა, რომ ჯორჯ ბუშმა გააკეთა განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით. აშ-ში შეშფოთებული არიან არსებული მდგომარეობით.
\"დღევანდელი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მივაწვდი აშშ-ს ადმინისტრაციას და სრული კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება\",-აღნიშნა ელჩმა.
პიტერ სემნების თქმით კი, საქართველოში ჩამოვლენ საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. სემნებმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში შექმნილი ვითარების გამო.
ჟურნალისტების კითხვაზე, მოხდება თუ არა კორიდორის გაკეთება, რათა კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გამოვიდეს, მათ პასუხისგან თავი შეიკავეს.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
rimanely
post Aug 10 2008, 13:28
#993 

Amateur+ Amateur+
9,217


apachi გუშინ არავინ არ გამოუშვიათ! თავისი ნებით წამოვიდნენ ვინც გუშინ ჩამოვიდა... ოფიციალურად მარტო დღეს გამოუშვეს!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
NaNN
post Aug 10 2008, 13:30
#994 

Amateur Amateur
4,458


QUOTE(Elle @ Aug 10 2008, 12:01)
Nina Minzoni,
პანიკაში არ ვარ აი ბავშვისთვის კი მოვიმარაგე მეც საჭმელი ))
გუშინ მერიასთან ასობით დევნილი ვნახე, პატარა ბავშვებით ხელში დგანან, არც ჩასაცმელი აქვთ, არც საჭმელი და არც წასასვლელი, დიდმა ნაწილმა მანდვე გაათია ღამე, გუშინ დავწერე დევნილთა დახმარების ცენტრის ცხელი ხაზის ნომერი
ისევ მოვძებნი
იქნებ რამეთი დავეხმაროთ ამ ხალხს sad.gif
*



დაწერე რა კიდევვვ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Liza Niniashvili
post Aug 10 2008, 13:31
#995 
Чайка

Photographer Photographer
17,187


QUOTE
დევნილთა დასახმარებლად თბილისის მერიაში დროებითი შტაბი და ცხელი ხაზი ამოქმედდა.
....
ამოქმედდა ცხელი ხაზი - 38-72-89.
მერია სთხოვს მოსახლეობასმ შესაძლებლობიდან გამომდინარე დაეხმარონ დევნილებს საკვებით, ტანსაცმლითა და სხვა აუცილებელი ნივთებით.
დროებითი შტაბი მიცკევიჩის ქუჩა #29-ში არის განთავსებული. მოსახლეობას საკვების და სხვა ნივთების მიტანა ამ შტაბში შეუძლია.


დავეხმაროთ ვისაც შეგვიძლია!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nina Minzoni
post Aug 10 2008, 13:32
#996 
AccuWather

Amateur+ Amateur+
8,779


NaNN,
ცოტა ხნით გავდივარ...მალე გეტყვით სად შევიკრიბოთ და როდის რომ მივუტანოთ ყველანაირი ნივთი რაც მოგვეპოვება და დავეხმაროთ დევნილებს..ტანსაცმელი იქნება თუ რაც იქნება!!!
დავბრუნდები მალე უფრო კონკრეტული ინფორმაციით
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
rimanely
post Aug 10 2008, 13:35
#997 

Amateur+ Amateur+
9,217


http://www.petitiononline.com/

აქ შევქმნათ პეტიცია STOP RUSSIA და ვნახოთ რამდენი მოაწერს ხელს... მე არ ვიცი როგორ უნდა შევქმნა და ვინც იცით იქნებ დამეხმაროთ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
climber
post Aug 10 2008, 13:36
#998 

Amateur+ Amateur+
6,184


სასწრაფოდ: "რია ნოვოსტი" - საქართველოს სანაპიროებს რუსული სარაკეტო და საგუშაგო გემები მოუახლოვდნენ




საქართველოს საზღვაო საზღვრებს სევასტოპოლიდან სარაკეტო კრეისერი "მოსკოვი" და საგუშაგო გემი "სმეტლივი" მოადგა.
როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, ამის შესახებ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შტაბის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.
მცირე ხნით ადრე საქართველოს საზღვაო საზღვრებს სევასტოპოლიდან და ნოვოროსიისკიდან სამი დიდი სადესანტო გემი მოუახლოვდა. შტაბის წარმომადგენლის განცხადებით, ოპერაციის მიზანი დევნილებისთვის დახმარებაა.
ამასთან, "რია ნოვოსტის" ავრცელებს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანრე ლომაიას კომანტარსაც, რომლის მიხედვითაც, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები ოჩამჩირის რაიონის საზღვაო პორტში შევიდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ლომაიას განცხადებაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს.



სასწრფოდ: რუსეთის სატანკო ქვედანაყოფები ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში პოზიციების დაკავებას ცდილობენ




რუსეთის სატანკო ქვედანაყოფები ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში პოზიციების დაკავებას ცდილობენ.
კონფლიქტის ზონიდან მიღებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქართულმა შენაერთებმა გადაჯგუფება განახორციელეს, ცხინვალში შესულმა რუსეთის სატანკო ქვედანაყოფები ცხინვალის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქართული სოფლების დაკავებას ცდილობენ.
დაზუსტებული ინფორმაციით, რუსული ტანკები სოფელ ერედვში გამოჩდნენ. რუსული სატანკო ქვედანაყოფების მოძრაობა შეინიშნება სოფელებში ხეითი, ქსუისი და არბო.
ქართულ სოფლების მოსახლეობამ კონფლიქტის ზონა საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებში დატოვა.


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nusa
post Aug 10 2008, 13:37
#999 

Amateur Amateur
1,873


http://www.petitiononline.com/557799/petition.html ხელი მოაწერეთ და დააგზავნეთ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Aug 10 2008, 13:39
#1000 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


გასაგებია რუსებს არ უნდა ვუსმინოთ მაგრამ რაც გიომ დაწერა გუშინაც იძახდნენ ფოქს ნიუსის ჟურნალისტები მოსალოდნელიაო ბლიაააად!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
rimanely
post Aug 10 2008, 13:40
#1001 

Amateur+ Amateur+
9,217


322 ხელმოწერაა ჯერ sad.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
MaStErOFmAsTeRs
post Aug 10 2008, 13:43
#1002 

Amateur+ Amateur+
7,000


უკრაინული მხარე: უკრაინა არ დაუშვებს, რომ სევასტოპოლიდან გამოსულმა კრეისერმა საქართველოს საზღვრებამდე მოაღწიოს

საქართველოს საზღვაო საზღვრებისკენ სევასტოპოლიდან სარაკეტო კრეისერ \"მოსკოვისა\" და საგუშაგო გემ \"სმეტლივის\" გამოსვლის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა თბილისში მყოფმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ოგრესკომ.
\"უკრაინული მხარე ამ ინფორმაციას ამ წუთებშიც აზუსტებეს. თუ ესეთი ფაქტი დადასტურდა, უკრაინა ამაზე მოახდეს გავლენას და არ დაუშვებს, რომ კრეისერმა საქართველოს საზღვრებამდე მოაღწიოს\",-აღნიშნა მინისტრმა.
მსიივე თქმით, უკრაინა არ აპირებს კონფლიქტში ჩართვას და მშვიდობიანი მეთოდებით შეეცდება შექმნილი სიტუაციაზე რეაგირებას.
ინფორმაცია სარაკეტო კრეისერ \"მოსკოვისა\" და საგუშაგო გემ \"სმეტლივის\" შესახებ დღეს სააგენტო \"რია ნოვოსტიმ\" გაავრცელა.
ამასთან, \"რია ნოვოსტის\" ავრცელებს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანრე ლომაიას კომანტარსაც, რომლის მიხედვითაც, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები ოჩამჩირის რაიონის საზღვაო პორტში შევიდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ლომაიას განცხადებაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Aug 10 2008, 13:43
#1003 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


უკრაინული მხარე: უკრაინა არ დაუშვებს, რომ სევასტოპოლიდან გამოსულმა კრეისერმა საქართველოს საზღვრებამდე მოაღწიოს

საქართველოს საზღვაო საზღვრებისკენ სევასტოპოლიდან სარაკეტო კრეისერ "მოსკოვისა" და საგუშაგო გემ "სმეტლივის" გამოსვლის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა თბილისში მყოფმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ოგრესკომ.
"უკრაინული მხარე ამ ინფორმაციას ამ წუთებშიც აზუსტებეს. თუ ესეთი ფაქტი დადასტურდა, უკრაინა ამაზე მოახდეს გავლენას და არ დაუშვებს, რომ კრეისერმა საქართველოს საზღვრებამდე მოაღწიოს",-აღნიშნა მინისტრმა.
მსიივე თქმით, უკრაინა არ აპირებს კონფლიქტში ჩართვას და მშვიდობიანი მეთოდებით შეეცდება შექმნილი სიტუაციაზე რეაგირებას.
ინფორმაცია სარაკეტო კრეისერ "მოსკოვისა" და საგუშაგო გემ "სმეტლივის" შესახებ დღეს სააგენტო "რია ნოვოსტიმ" გაავრცელა.
ამასთან, "რია ნოვოსტის" ავრცელებს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანრე ლომაიას კომანტარსაც, რომლის მიხედვითაც, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები ოჩამჩირის რაიონის საზღვაო პორტში შევიდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ლომაიას განცხადებაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nachkebia
post Aug 10 2008, 13:50
#1004 

Master Master
13,119


MaStErOFmAsTeRs,
Goderdzi Makharashvili,
სად კითხულობთ ამ სიახლეებს?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
climber
post Aug 10 2008, 13:51
#1005 

Amateur+ Amateur+
6,184


http://news.yahoo.com/nphotos/slideshow/ph...r213405973.jpg/
მიშა იქაააა!!!!
Added @

nachkebia

http://www.interpressnews.ge
მაგ ოფისში ვარ ეხლა მე.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dathuna
post Aug 10 2008, 13:53
#1006 

Amateur Amateur
19,278


ეხა მიშას არ მოუვიდეს ეგღა გვაკლია
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Aug 10 2008, 13:54
#1007 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


nachkebia,
QUOTE
http://www.interpressnews.ge



user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
climber
post Aug 10 2008, 13:57
#1008 

Amateur+ Amateur+
6,184


ახალი ამბავი ზუგდისის ევაკაუცია დაიწყო!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
NaNN
post Aug 10 2008, 13:59
#1009 

Amateur Amateur
4,458


რა დროს მიშას იქ ჩასვლაა არაფერი მოუვიდესს: ((((
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Aug 10 2008, 13:59
#1010 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


სოხუმმა მობილიზაცია გამოაცხადა



აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ მობილიზაცია გამოაცხადა. როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, შესაბამის ბრძანებას დე-ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ხელი უკვე მოაწერა.
ბაღაფშის პრესმდივნის, კრისტიან ბჟანიას განცხადებით, "გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭომ დღეს დაუჭირა მხარი. ახლა კი აღნიშნული ბრძანება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს".
სოხუმმა არა ერთხელ განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემთხვევაში აფხაზეთში თბილისის წინააღმდეგ მეორე ფრონტს გახსნიდა. ორი დღის წინ კი, დე-ფაქტო უშიშროების სბჭომ ცხინვალის დასახმარებლად ღონისძიებები შეიმუშავა.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
climber
post Aug 10 2008, 14:00
#1011 

Amateur+ Amateur+
6,184


სოხუმმა მობილიზაცია გამოაცხადა




აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ მობილიზაცია გამოაცხადა. როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, შესაბამის ბრძანებას დე-ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ხელი უკვე მოაწერა.
ბაღაფშის პრესმდივნის, კრისტიან ბჟანიას განცხადებით, "გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭომ დღეს დაუჭირა მხარი. ახლა კი აღნიშნული ბრძანება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს".
სოხუმმა არა ერთხელ განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემთხვევაში აფხაზეთში თბილისის წინააღმდეგ მეორე ფრონტს გახსნიდა. ორი დღის წინ კი, დე-ფაქტო უშიშროების სბჭომ ცხინვალის დასახმარებლად ღონისძიებები შეიმუშავა.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
NaNN
post Aug 10 2008, 14:01
#1012 

Amateur Amateur
4,458


QUOTE(Nina Minzoni @ Aug 10 2008, 13:32)
NaNN,
ცოტა ხნით გავდივარ...მალე გეტყვით სად შევიკრიბოთ და როდის რომ მივუტანოთ ყველანაირი ნივთი რაც მოგვეპოვება და დავეხმაროთ დევნილებს..ტანსაცმელი იქნება თუ რაც იქნება!!!
დავბრუნდები მალე უფრო კონკრეტული ინფორმაციით
*


მე გავდივარ უკვე ჩემ მეგობრებთან ერთად დავეხმარებით რითიც შეგვიძლია.

Nინაა აუცილებლად გაუკეთე ორგანიზაცია.დახმარება ჭირდებათ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
climber
post Aug 10 2008, 14:02
#1013 

Amateur+ Amateur+
6,184


პარლამენტის წინ ხალხი იკრიბება!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
rimanely
post Aug 10 2008, 14:02
#1014 

Amateur+ Amateur+
9,217


http://news.yahoo.com/nphotos/slideshow/ph...r213405973.jpg/
აუ სააკაშვილს იქ რა უნდა sad.gif რამე რომ მოუვიდეს რა გვეშველება მერე ჩვენ sad.gif

http://travel.state.gov/travel/cis_pa_tw/tw/tw_georgia.html
ამერიკა თავის მოსახლეობას აფრთხილებს ფრთხილად იყვნენ ჩვენს ტერიტორიაზე მოგზაურობისას...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
climber
post Aug 10 2008, 14:03
#1015 

Amateur+ Amateur+
6,184


rimanely,
საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალია!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Aug 10 2008, 14:04
#1016 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


6 საათზე ყველა თავისუფლების მოედანზე!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
rimanely
post Aug 10 2008, 14:04
#1017 

Amateur+ Amateur+
9,217


climber ვიცი, იქ უნდა იყოს აუცილებლად, მაგრამ მეშინია sad.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
climber
post Aug 10 2008, 14:05
#1018 

Amateur+ Amateur+
6,184


ზუგიდიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ ზუგდიდიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება.
როგორც ცნობილია, რუსეთის არმია უახლოეს საათებში ზუგდიდის მიმართულებით შეტევის დაწყებას აპირებს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Aug 10 2008, 14:05
#1019 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


QUOTE
საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალია!!!



ყველგან რო ეშაყირება
გუშIნ რო ვუსმენდი ისე მომეშალა ნერვები
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nachkebia
post Aug 10 2008, 14:06
#1020 

Master Master
13,119


ხალხო არ გაჩერდეთ, ყველანაირი ინფორმაცია პოსტეთ, საქართველოს ოკუპაციის შემთხვევაში აუცილებლად გაწყვიტავენ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს ამიტომ ერთადერთი შანსი დაკავშირების გარე სამყაროსთან იქნება ინტერენეტი, ეგეც თუ არ გათიშეს!!!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 8th September 2025 - 22:56

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'