ეხლა გამოაცხადა სააკაშვილმა რომ რუსეთმა აფხაზეთის მხრიდან დაძრა საზღვა ფლოტი ასევე დაიძრა სახმელეთო და საჰაერო ჯარები, მან განაცხადა რომ მზადააა ცეცხლი შეწყდეს როგორც ქართველების ასევე რუსების მხრიდან და დაიწყოს მოლაპარაკება, ასევე მოლაპარაკებაში დახმარება სთხოვა საერთაშორისო ორგანიზაციებს
Added @ რუსულ ტელევიზიებს პროტესტის ნიშნად უცხოელი კორესპონდენტები ტოვებენ რუსული ტელევიზიის "რაშენ თუდეის" თბილისის კორესპონდენტმა უილიამ დაბნარმა რუსეთის მიერ საქართველოს მისამართით განხორციელებული საბრძოლო აგრესიის გამო პროტესტის ნიშნად ტელევიზია დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას media.ge ავრცელებს. მისი მონაცემებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჟურნალისტმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსულმა ავიაციამ საქართველოს ქალაქებისა და სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო.
საერთაშორისო ორგანიზაციები ძალიან უმოქმედოდ არიან, ყველა რატომღაც მხოლოდ ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე საუბრობს არადა მთლიან საქართველოს გვიბომბავენ ეს რა უბედურებაა.
ბიბისის ძალიან ნეიტრალური საინფორმაციო გადაცემები აქვს, ერთს თუ იტყვიან რამეს საქართველოს სასარგებლოდ, იმ წუთში რუსეთი ანგელოზებად გამოყავთ. ეხლა აჩვენეს ხანგრძლივად გორის კადრები, სამშვიდოო მოსახლეობა რომ დაიხოცა და გამოაცხადეს საქართველოში State of war has been declared და იმავე წუთს მიაყოლეს, რუსები ამბობენ ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ იძულებულები ვართ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათო. პირველ საათზე სნნ-ს მოვუსმენ აბა იქ რას იტყვიან
აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი ძლევა ჯვრითა ბარბაროსთა ზედა ღვთივ დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვენში მისსა დაიცავ რათა ვითხოვეთ უფალო დიდება შენდა ამინ.
ვისაც შეგიძლიათ რაც შეიძლება ხშირად იკითხეთ ეს ლოცვა !!!
ბუში : ძალიან დამაფიქრებელია საქართველოში მომხდარი სიტუაცია, აუცილებლად პატივი უნდს ვცეთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მოვუწოდებ ორივე მხარეს მოლაპარაკებისკენ, რომ ძალიან მალე აღდგეს მშვიდობა ამ ქვეყნებში. მე მოვუწოდე და ვესაუბრე ორივე მხარეს, რომ დასხდნენ და მოილაპარაკონ რაც შეიძლება მალე
აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი ძლევა ჯვრითა ბარბაროსთა ზედა ღვთივ დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვენში მისსა დაიცავ რათა ვითხოვეთ უფალო დიდება შენდა ამინ. ვისაც შეგიძლიათ რაც შეიძლება ხშირად იკითხეთ ეს ლოცვა !!!
გაიხარე შენ...
აუცილებლად ლოცვა გადაგვარჩენს!!!!! Added @ მიხეილ სააკაშვილი - საქართველო იმყოფება უცხოური აგრესიის მდგომარეობაში, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის საქართველო იმყოფება უცხოური აგრესიის მდგომარეობაში, რომელიც რუსეთის მხრიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმართულებიდან მოდის. საქართველო იბრძვის გადარჩენისათვის, - ასეთი განცხადება გააკეთა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხოური მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რუსეთმა იერიშიმ იტანა საქართველოს სატელეკომუნიკაციო სისტემაზე და შეტევას ახორციელებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმართულებით.
პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის პატარა, დემოკრატიული ქვეყნის განადგურებაზე ორიენტირებული ომი.
სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა.
მისივე თქმით, დიდი ხანია, საუბრობდა, რომ რუსეთს აქვს გეგმა საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ არავინ ისმენდა. დღეს კი, ფაქტობრივად, განხორციელდა ყველაზე დიდი სამხედრო შემოჭრა რუსეთის მხრიდან საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო გამოიღვიძებს და გარკვეულ რეალურ ზომებს მიმართავს, რათა შეჩერდეს სრულიად კრიმინალური და გიჟური აქტი საქართველოს წინააღმდეგ.
მისივე განცხადებით, საქართველო დღეს იბრძვის მსოფლიოს მშვიდობისთვის და იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრესია შეჩერდება.
“საქართველოში გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა, რაც მოიცავს საყოველთაო მობილიზაციას ქვეყნის დასაცავად. საომარი მდგომარეობის მიუხედავად, არ შეიზღუდება დემოკრატიული თავისუფლება”-,აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსულმა ჯარმა სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან გამოაძევა ეთნიკურად ქართული მოსახლეობა და დაიწყო მათი ეთნიკური წმენდა.
ამასთანავე, რუსული მოიერიშეები დაფრინავენ სამოქალაქო რეისების მარშრუტებზე, რაც სერიოზულ საფრთხეს ქმნის.
პატრიარქის ლოცვაკურთხევით, სრულიად საქართველომ უნდა ილოცოს ქვეყნის მშვიდობისთვის. წაიკითხეთ და გადაამრავლეთ ლოცვა საქართველოს მთლიანობისათვის აფხაზეთისა სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის ყოვლადწმინდა სამებისადმი
ჰოი, ყოვლადწმინდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და სულო წმინდაო,ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა. სამებაო წმინდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ შენთა, დედისა ღვთისა წილხდომილისა ერისა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელთა და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყლის შვილთა და კვალად აღადგინე ერთობა და მთლინობა ქვეყანისა ჩვენისა და ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა. ამინ
ხო დავწერე, ერთს იტყვიან რამე ჩვენს სასრგებლოდ, იმ წუთას პირდაპირი ჩართვაა მოსკოვიდან, ეხლა ლავროვი იყო და ქართველებმა დაარღვიეს პირობაო, ეხლა აბხაზეთზეც დაიწყეს ლაპარაკი, კოდორიდან გაიყვანეთ ქართული ჯარებიო