ჩემი აზრით არანაირი 3 საათი არ უნდა მიეცათ....რადგან არც არავის გამოუყენებია ის დრო იარაღის დასაყრელად და ჩვენ ტერიტორიაზე გადმოსასვლელად ,,,დიდი შეცდოა იყო ეს ყველაფერი რადგან ამ სამ საათსი გადმოვიდნენ რუსული ტანკები და შეიარაღება სეპარტისტებითურთ..
საქართველოს პრეზიდენტი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს
საქართველოს პრეზიდენტი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს. სხდომა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში 12.00 საათისათვის არის დაგეგმილი. განიხილება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან სამხედრო იერიშის საკითხი. როგორც ცნობილია, რუსული ავიაციის მიერ ინტენსიურად იბომბება ქალაქ გორი და მისი მიმდებარე ტერიტორია. არის მსხვერპლი.
რუსულმა ავიაციამ გორის სამხედრო ბაზებზე მიზანმიმართული დარტყმები განახორციელა
რუსეთის ავიაციამ გორში ე.წ. ბამბეულის კომბინატის დასახლება, წყალწმინდის სამხედრო ბაზა და სატანკო ბატალიონის ტერიტორია დაბომბა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სატანკო ბატალიონზე რუსულმა მხარემ ორჯერ მიიტანა იერიში, აფეთქებულია ტყვია-წამლის საწყობი, ცეცხლი უკიდია ყაზარმებს. მსხვერპლი არის, თუმცა ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც გორში აცხადებენ, რუსულმა ავიაციამ სამხედრო ბაზებზე მიზანმიმართული დარტყმები განახორციელა, რაც ქვეყნის სამხედრო პოტენციალის დასუსტებას ისახავს მიზნად
არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს ..ზ ემოთ ქლიმბერმა და სხვებმა რაც დაწერეს სიმართლე და ეგ აჩვენეს ოღონდ ვიდეო მასალა.. აქ იყავი და ადევნე ბავშვების ნაწერებს თვალი ესენი სიმართლეს წერენ კურიერზე სწრაფად. Added @ Torquado
შენ სად ხარ? თუ აქ ხარ სადმე იქნებ სისხლი გაგეცა? ძალიან უჭირთ ძალიან ბევრი დაშავებულია
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა დაიწყო.სხდომაზე მისულმა მინისტრებმა ჟურნალისტებთან არანაირი კომენტარი არ გააკეთეს. წინასწარი ინფორმაციით, მიღებული იქნება საგანგებო გადაწყვეტილებები, რომელთა შესახებაც სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი 13.00 საათისთვის გეგმავს განცხადების გაკეთებას უცხოური მედიისთვის. მიხეილ სააკაშვილის მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში არსებული მდგომარეობისა და საერთაშორისო დახმარების თაობაზე
2008-08-09 12:18 რუსული ავიაციის მიერ ქალაქ გორის დღევანდელ დაბობვას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსული ავიაციის მიერ ქალაქ გორის დღევანდელ დაბობვას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გაცილებით მეტია დაჭრილთა რაოდენობა. ამის შესახებ გორიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება. მისივე ცნობით, მხოლოდ 20-მდე ადამიანი გორში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებისას დაიღუპა. დაუზუსტებელია, რამდენი ადამიანი დაიღუპა სამხედრო ბაზებზე საავიაციო იერიშების დროს. "ინტერპრესნიუსის" კორეპონდენტის ცნობით, გორში ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა მოსახლეონა უსაფრთხო ადგილებში გასვლას ცდილობს. რუსეთის ავიაციამ გორში ე.წ. ბამბეულის კომბინატის დასახლება, წყალწმინდის სამხედრო ბაზა და სატანკო ბატალიონის ტერიტორია დაბომბა. სატანკო ბატალიონზე რუსულმა მხარემ ორჯერ მიიტანა იერიში, აფეთქებულია ტყვია-წამლის საწყობი, ცეცხლი უკიდია ყაზარმებს. როგორც გორში აცხადებენ, რუსულმა ავიაციამ სამხედრო ბაზებზე მიზანმიმართული დარტყმები განახორციელა, რაც ქვეყნის სამხედრო პოტენციალის დასუსტებას ისახავს მიზნად.
პსკოვის 76-ე საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები ცხინვალში გადაისროლეს პსკოვის 76-ე საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები ცხინვალში გადაისროლეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის თანაშემწეზე, პოლკოვნიკ იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი განმარტებით, პსკოვის 76-ე საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები ცხინვალის რეგიონში "სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ჯარების დაჯგუფებების გაძლიერებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით არის გადასროლილი". წყარო http://pirveli.com.ge
მისივე ცნობით, მხოლოდ 20-მდე ადამიანი გორში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებისას დაიღუპა. დაუზუსტებელია, რამდენი ადამიანი დაიღუპა სამხედრო ბაზებზე საავიაციო იერიშების დროს.