BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> გუსტავ კლიმტი (Gustav Klimt)

| |
dathuna
post Jun 29 2008, 14:04
#1 

Amateur Amateur
19,278


გუსტავ კლიმტი (Gustav Klimt) (14 ივლისი, 1862 – 6 თებერვალი, 1918) – ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვარი და ვენის არტ-ნუვო (ასევე მოდერნი, სეცესიონ) მოძრაობის წევრი. მის მთავარ ნამუშევრებს შორისაა ფერწერული ტილოები, ფრესკები, სკეტჩები და სხვა ხელოვნების ნიმუშები, რომელთა უმრავლესობა გამოფენილია ვენის სეცესიონ-გალერეაში. კლიმტის მთავარი სუბიექტი ქალის სხეული იყო და მის ნამუშევრებში ხაზგასმულია გულწრფელი ეროტიზმი. მისი გრაფიკული ნამუშევრები (რომლებიც მან დიდი რაოდენობით შექმნა), საყოველთაოდ მიიჩნევა მის უდიდეს დანატოვრად.

გუსტავ კლიმტი დაიბადა ბაუმგარტენში, ვენასათან, ავსტრია, და ოჯახში შვიდი შვილიდან მეორე იყო. მამამისი ერნსტ კლიმტი მხატვარი-გრავიორი და იუველირი იყო.

1879-83 წლებში ვენის სამხატვრო-სახელოსნო სკოლაში სწავლობდა (Kunstgewerbeschule), სადაც არქიტექტურული დეკორატორის განათლება მიიღო. პროფესიული კარიერა ინტერიერის მიურალების ხატვით დაიწყო რინგშტრასეზე საზოგადოებრივ შენობებში. შემდეგ ავსტრო-უნგრეთის პროვნციების თეატრების კედლებს ხატავს. უკვე 1880 წელს იღებს სერიუზოულ შეკვეთას - ”ოთხი ალეგორია”. 1885-6 წლებში ძმასთან და ახალგაზრდა მხატვარ ფრანც მატჩთან ერთად აფორმებს ვენის ბურგთეატრსა და სამხატვრო-ისტორიულ მუზეუმს. ბურგთეატზე მუშაობის დასრულების შემდეგ იმპერატორი ფრანც იოსიფი კლიმტს ოქროს ჯვრით აჯილდოებს ხელოვნებაში დამსახურების გამო.

user posted image
Added @
user posted image

user posted image


Added @
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·



Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 2nd August 2025 - 20:32

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'